Home ახალი ამბები მსოფლიო დამხმარე სასწავლო სახელმძღვანელო ლგბტ-ის რეალიათა გათვალისწინებით

დამხმარე სასწავლო სახელმძღვანელო ლგბტ-ის რეალიათა გათვალისწინებით

დამხმარე სასწავლო სახელმძღვანელო ლგბტ-ის რეალიათა გათვალისწინებით

სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემით გაკავებულმა გამომცემლობამ ახლახან განაცხადა, რომ განზრახული აქვს, დასტამბოს დამხმარე სასწავლო სახელმძღვანელო ლგბტ-ის რეალიათა გათვალისწინებით.

მასწავლებელთა ცნობარში “სასწავლო პროგრამის შედგენა ლგბტ-ის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით” მოსწავლეებისთვის შეტანილი იქნება ისეთი დავალებები, რომლებშიც ლაპარაკია ერთი და იმავე სქესის ადამიანთა სქესობრივ  ურთიერთობაზე, წარმოდგენილია ახალი ლექსიკა; სახელმძღვანელოში რეკომენდაციები შეეხება ასევე სხვადასხვა დისციპლინას, მათ შორის, მათემატიკასაც.

რა უნდა გააკეთოს ორმა ქალმა, თუ სურთ, იყოლიონ საერთო შვილი? ექიმი მათ ურჩევს, გამოიყენონ განაყოფიერების ინ ვიტრო-ს მეთოდი.

“თანამედროვე ბრიტანეთში ცხოვრებისთვის ახალგაზრდების მოსამზადებლად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სასწავლო პროგრამაში აისახოს არსებული გარემოს მრავალფეროვნება”, _ ასე ახსნა აღნიშნული “სიახლე” ორგანიზაცია Stonewall-ის  დირექტორმა რუთ ჰანტმა. მისი აზრით, დამხმარე სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს მოსწავლეების განვითარებას, მათში სიამაყის გრძნობის გაჩენას იმის გამო, რომ სხვებისგან განსხვავებული არიან, ასევე ლოიალურ მიდგომას მათდამი, ვინც მათგან განსხვავებულია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here