Home რუბრიკები ისტორია “დამმარხეთ საქართველოში”

“დამმარხეთ საქართველოში”

მასალები მიხეილ საბინინის ცხოვრებიდან

1923
საბინინი-„ივერიის დიდება“

წარმოშობით რუსი მიხეილ (გობრონ) პავლეს ძე საბინინი ჭეშმარიტად დიდი ქართული საქმეების შემოქმედი გახლდათ. იგი, მიუხედავად წინააღმდეგობებისა და მრავალი სირთულისა, შეუპოვრად იკვლევდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას, კრებდა და აქვეყნებდა პირველწყაროებს, რომელთაც დღესაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ისტორიისთვის. არ შეიძლება . საბინინის საქმიანობაში არ დავინახოთ მისი სულიერი სიახლოვე თერგდალეულებთან, კერძოდ, ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელთან. გთავაზობთ როინ მეტრეველის ნაშრომს ამ დიდებული ადამიანის შესახებ.

1900 წლის 13 მაისს გაზეთი “ცნობის ფურცელი” მოკრძალებულ ადგილს უთმობდა განცხადებას, რომ “მოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ცნობილი გამომცემელი “საქართველოს სამოთხისა”, “საქართველოს დიდებისა” და სხვა ისტორიულ თხზულებათა საქართველოს შესახებ მიხეილ (გობრონ) საბინინი”.

მიხეილ საბინინი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა 1900 წლის 10 მაისს, მოსკოვში, დაიკრძალა იქვე.

მიხეილ საბინინის გარდაცვალებას მწუხარებით შეხვდნენ საქართველოში. 15, 16 და 17 მაისს შუამთის მონასტერში პანაშვიდი გადაუხდიათ მისი სულის მოსახსენებლად. პანაშვიდი იქნა გადახდილი, აგრეთვე, თეთრი წმ. გიორგის მონასტერში (კახეთში). 27 მაისს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოსს კირიონს გადაუხდია წირვა და პანაშვიდი (“ცნობის ფურცელი”, 1900 წ., 27 მაისი, N 1136).

ესცოდვილიდაყველასგან დაჯაბნილიპიროვნება გახლდათ საქართველოს სიძველეებისა და ეკლესიის ისტორიის გამოჩენილი მკვლევარი, ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების რუსულ ენაზე მთარგმნელი და გამომმზეურებელი, “საქართველოს სამოთხისშემდგენელი და დამსურათებელგამომცემელი და სხვა მრავალი სასიკეთო საქმის შემოქმედი მიხეილ (გობრონ) საბინინი.

მიხეილ საბინინი დაიბადა 1845 წელს. მისი მამა _ პავლე საბინინი ტვერის ეპარქიის მღვდელი იყო. იგი შემდეგში საქართველოში დასახლებულა და ცოლიც ქართველი _ მირზიაშვილის ქალი _ ჰყოლია. მიხეილს ოჯახში ქართული აღზრდა მიუღია. მას წარმატებით დაუმთავრებია თბილისის კლასიკური გიმნაზია. გიმნაზიაში სწავლის პერიოდშივე მიუქცევია ყურადღება საქართველოს სასულიერო ისტორიისთვის. მ. საბინინს შეუსწავლია საქართველოს ეკლესია-მონასტრებში დაცული ქართული ხელნაწერები, დაინტერესულა ხატებით, წმინდანთა საფლავებით, ჩაუწერია სხვადასხვა თქმულება-გადმოცემა, გიმნაზიის წლებში წაუკითხავს პლატონ იოსელიანის შრომები და გასცნობია მის მიერ გამოცემული ძველი ქართული მწერლობის ძეგლებს.

მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიანი წლების პეტერბურგი მოწინავე რუსული კულტურის ჭეშმარიტი ცენტრი იყო და დაინტერესებულ, სწავლამოწყურებულ ახალგაზრდას ბევრი რამის მიღება შეეძლო. მიხეილ საბინინი იმთავითვე დაუახლოვდა პეტერბურგის მიტროპოლიტს _ ისიდორე ნიკოლსკისა (1844 წ. 12. XI-დან 1858 წლის 1. III-მდე საქართველოს ეგზარქოსი იყო) და იოანე გრიგოლის ძე გრუზინსკის. იოანე გრიგოლის ძე ქართველი სახელმწიფო მოღვაწის, განმანათლებელ-ენციკლოპედისტის, მწერლის, მეცნიერისა და ლექსიკოგრაფის _ იოანე ბატონიშვილის (ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის _ გიორგი მეთორმეტის შვილი) შვილიშვილი იყო. მას ქართული ხელნაწერების მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა და მიხეილი შეუზღუდავად სარგებლობდა ამ სიკეთით.

მ. საბინინი პეტერბურგში გაეცნო გამოჩენილ ქართველოლოგებს _ მ. ბროსესა და დ. ჩუბინაშვილს. მათთან ურთიერთობამ და კონსულტაციებმა კი მნიშვნელოვნად განაპირობა ახალგაზრდა მეცნიერის წარმატება.

1871-73 წლებში . საბინინმა გამოსცა საქართველოს ეკლესიის წმინდანთა სრული აღწერილობა (სამი წიგნი), რომელიც უძღვნა რუსეთის იმპერატორის მემკვიდრის, დიდი მთავრის _ ნიკოლოზ ალექსანდრეს ძის ხსოვნას.

პეტერბურგის სასულიერო აკადემია მიხეილმა 1875 წელს დაამთავრა. აქვე მიიღო ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი თხზულებისთვის “საქართველოს ეკლესიის ისტორია VI საუკუნის ბოლომდე”. აქედან მოყოლებული მეტად ნაყოფიერი იყო მიხეილ საბინინის მოღვაწეობა საქართველოსა და რუსეთში. მისი დიდი ღვაწლი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ თანამედროვეებს. ნიშანდობლივია, რომ 1899 წელს (მ. საბინინის სიცოცხლეშივე) გამოცემული “ენციკლოპედიური ლექსიკონის” XXVIII ტომში საგანგებო სტატიაა მ. საბინინის შესახებ.

. საბინინმასაქართველოს სამოთხისგამოცემით ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ძველი ქართული მწერლობის შესწავლაკვლევას. ეს იყო ქართული სასულიერომწერლობის ფაქტობრივად სრულყოფილი კრებული, რომლის მსგავსი მანამდე არ იცოდა ქართულმა საზოგადოებამ. კარგად ესმოდა თვით . საბინინსაც, რომ “…არა სადა იპოების ასრე ვრცელი და შეკაზმული მშუენიერითა მხატვრობებითა, ვითარ წიგნი ესე”. კრებულში შეტანილი მასალები მეცნიერს მიუკვლევია პეტერბურგის საიმპერატორო სამეცნიერო აკადემიისა და საზოგადო საწიგნობელებში. ძვირფასი ხელნაწერები, როგორც აღნიშნავდა . საბინინი, “დარჩომილნი ბატონისშვილთაგან, _ რომელნიმე მათგანი მერვე, მეცხრე, მეათე და ჩამომავალთა საუკუნეთა არიან. აგრეთვე პარიჟის სამეფო საწიგნობელისაგან _ მოსკოვის დავით ბატონიშვილისა და რუმიანცევის საწიგნობელთა ხელნაწერთა წიგნთაგან…” აქ . საბინინი გაცნობია არსენ იყალთოელის ხელნაწერებს, კათალიკოსების: ვასილ, ბესარიონისა და ანტონ პირველის შრომებს. იგი აღნიშნავს, რომ შესაძლებელი იყო ამ კათალიკოსთა შრომების ცალ-ცალკე დაბეჭდვა, მაგრამ გამეორებას მოვერიდე და არც ჩემს მიზანს შეადგენდაო (“ჩემს პროგრამაში არა იყო ცალ-ცალკის შრომის დაბეჭდვა”).

საქართველოს სამოთხეში. საბინინმა შეიტანა ქართული ისტორიული ლიტერატურის ორმოცდაათი უძვირფასესი ძეგლი (მოთხრობა მიძინებისა წმიდისა ღუთის მშობლისა, ანდრია მოციქულის ქადაგება, წამება წმ. მთავარმოწამისა გიორგისი, ცხოვრება წმ. ნინოსი, ცხოვრება იოანე ზედაზნელისა, ცხოვრება და წამება წმ. მოწამისა კონსტანტინე მთავრისა, ცხოვრება ღირსი მამის ილარიონ ქართველისა, ანდერძი გიორგი მთაწმინდელისა, ცხოვრება წმ. დიდებულისა მეფისა დავით IV აღმაშენებლისა, ანდერძი წმ. მეფისა დავითისა და გალობა სინანულისა მისივე, სიტყვისგება ბერისა ეფთვიმე გრძელისა, სოსთენის მიმართ სომეხთ მოძღუარისა და სხვ.) და გარკვეული ქრონოლოგიური პრინციპით დაალაგა. ამასთან, თითოეული თხზულების შეტანა, მეცნიერის აზრით, მიზნობრივი დანიშნულებით იყო განპირობებული “ღუთისმშობლის მიძინებისა, _ ამისათვის ვითარმედ ჩუენი ეკლესია წილხდომილია ყოვლად უბიწოისა და მარადის ქალწულისა დედოფლისა მარიამისა, მოთხრობა ანდრია მოციქულისა, რამეთუ მან სანატრელმან, პირუელად ჰქადაგა სიტყუა ღუთისა ქუეყანასა ჩუენსა. მოთხრობა წმ. გიორგისა, რამეთუ დიდი გიორგი, ახლო ნათესავი იყო წმ. ნინოსი…” და ა.შ.

ხაზგასასმელია, რომ ეს დიდი წიგნი, რომელიც 650-მდე გვერდს შეიცავს და ფორმატიც საკმაოდ შთამბეჭდავი აქვს, ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ დაისტამბა და, ადვილი წარმოსადგენია, თუ რაოდენ რთული იქნებოდა მისი პოლიგრაფიულად ესოდენ მაღალ დონეზე შესრულება.

დიმიტრი ჯანაშვილი დაუდევრობად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ქართველობაში არ მოიპოვება ისეთი პირი, რომელმაც საქართველოს ეკლესიის ისტორია ზედმიწევნით იცოდეს და შეშფოთებულია იმის გამო, რომ მ. საბინინის “საქართველოს სამოთხე” არც ერთ მღვდელს იმ დროისათვის არ გამოუწერია. ამის მიზეზად კორესპონდენციის ავტორი სამღვდელოების მოშლილობას მიიჩნევს: “ახლანდელ სამღვდელოებას, დაუდევრობისა გამო, აღარა აქვს ისეთი სასოება, ღვთისმოყვარეობა და გულითადი სურვილი გაავრცელოს ხალხში წმიდათა მამათა ცხოვრებიდან მაგალითები სათნო ცხოვრებისა… ის იქამდე გულგრილია თავის მოვალეობაზე, რომ იშვიათად იპოვით მღვდელს, რომელმაც იცოდეს ზედმიწევნით წმ. ნინოს ცხოვრება მაინც”.

დიმიტრი ჯანაშვილისაქართველოს სამოთხისავტორის დიდ დამსახურებად თვლის, რომ მან პირველმა მოძებნა და შეკრიბაქვეყნის პირზე მოფენილი ხელთნაწერები”. ავტორს ესმის ის სირთულე, რაც ასე დიდი წიგნის გამოცემასთან არის დაკავშირებული: წიგნისიდიდით არის ორი სახარებისოდენი. ამოდენა წიგნის გამოცემაზე . საბინინს ისრეთი ბეჯითი მეცადინეობა გაუწევია, რომ ის სრულიად უნაკლულოდ არის დასტამბული. სხვა არა იყოს რა, მარტო მისი გარეგანი შეხედულების ხილვა მეტისმეტად სასიამოვნოა. ჭეშმარიტად, რომ ის დიდს ძვირფასს საუნჯეს შეადგენს ჩვენს ისტორიულ ლიტერატურის”.

დიმიტრი ჯანაშვილი “საქართველოს სამოთხეს” თავისი მნიშვნელობით “ქართლის ცხოვრებას” უტოლებს. მისი აზრით, პირველი ავსებს მეორეს. აქ ისეთი ახალი ცნობებია, რომელიც სხვაგან არსად მოიპოვება; ნათქვამია საღმრთო და საეკლესიო წიგნების მთარგმნელებზე, ევსტათი ეპისკოპოსისის მოსვლაზე ანტიოქიიდან საქართველოში, წმ. ნინოს თხოვნით (გვ. 96), ქართველთა უსწავლელობასა და დაუდევრობაზე (გვ. 104-105), ქიზიყის დედოფალ სუჯიზე, რომელიც წმ. ნინომ გამოგზავნა ქიზიყიდან მირიან მეფისთვის კახეთის გაქრისტიანების მისალოცად, რუისის ეკლესიაზე, რომლის ეპისკოპოსი და ეპარქია თამარ მეფის დედის ბურდუხანის მზრუნველობაში იყო (გვ. 111), ათონის მთაზე მონასტრების აშენებაზე, იქაური ბერების მოღვაწეობაზე, გიორგი მთაწმინდელის ბაასზე ანტიოქიის პატრიარქთან საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ (გვ. 338-488) და სხვ.

დიმიტრი ჯანაშვილი განცვიფრებულია მათი მოქმედებით, ვინც “საქართველოს სამოთხის” გავრცელებას ეწინააღმდეგებოდა იმ მიზეზით, რომ თითქოს მ. საბინინს ხელნაწერები გადაწერისას დაემახინჯებინოს. იგი ასაბუთებს აღნიშნული აზრის უსაფუძვლობას, ხაზს უსვამს, რომ საბინინის წიგნი ძლიერ სინდისიერად არის შედგენილი და გამოცემული და რომ მ. საბინინი ღრმა მადლობის ღირსია ასეთი შესამჩნევი განძის შეკრების, შედგენისა და გამოცემისათვის. ნიშანდობლივია, რომ წერილი ასეთი განცხადებით მთავრდება: “ფასი წიგნისა გამოწერით 17 მანეთია”.

თვით მ. საბინინისათვის არსებითი იყო “საქართველოს სამოთხის” გაყიდვის საკითხი. ეს მის მომავალთან, სასიცოცხლო პრობლემებთან იყო დაკავშირებული. მეცნიერი 1882 წლის 18 დეკემბერს ზაქარია ჭიჭინაძეს სწერდა:

“საყვარელო ძმაო ზაქარიავ!

დიდი ხანია შენგან არა რაი ამბავი მაქვს. მოგილოცავ წმ. დღესასწაულთა. აი ძმაო მე ჩემი წიგნი გავათავე და ახლა შენზედაცა არის დამოკიდებული მისი გაყიდვა. ამ წიგნსა 17 მანეთადა ვყიდი და ამას გარდა ყოველი მყიდველი შემდეგ დაბეჭდვისა უფასოდ მიიღებს “მზამეტყველებას” კათალ. ანტონ პირველისა და მოთხრობასა კათალ. ანტონ პირველისა. სრულიად მზადა მაქვს, მაგრამ უფულობის გამოთ ისე მიწყვიან და გასყიდულის ფულით მინდა ქაღალდი ვიყიდო და სტამბის ფასი მივცე. აბა თუ შეგიძლიან შემეწიე ეხლა. ერთს წიგნს უფასოდ მიიღებ, თუ ათიოდენის ფულსა შეჰკრიბამ და ფოჩტით გამომიგზავნი…

შენი ძმა და მეგობარი მიხაილ საბინინი”.

დასასრული

შემდეგ ნომერში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here