Home რუბრიკები პოლიტიკა “დამიწებული ოცნება”

“დამიწებული ოცნება”

გიგა ბოკერია, გიგა ბოკერია, მამუკა მდინარაძე,

ქართული მიწა არ გაიყიდება!” _ ეწერა კრწანისის ასახვევთან მაშინ, როდესაცკორუფციის ჭაობში ჩაფლულისაქართველოს პრეზიდენტი იყო ედუარდ შევარდნაძე. ამ წარწერის იქ გაკეთების მიზანი იყო ის, რომ ამ ქუჩაზე დღეში ორჯერ _ დილით სამსახურში, სახელმწიფო კანცელარიაში, წასვლისას და საღამოს შინ დაბრუნებისას მიდიმოდიოდა პრეზიდენტი შევარდნაძე.

სიმბოლური იყო ისიც, რომ კონკრეტული ადგილი იყო გზისპირა პატარა სკვერი, რომელიც შევარდნაძისვარდებითგადატრიალების შემდეგ, სულ რაღაც, ორიოდე წელიწადში გაიყიდა. მოგვიანებითახალგაზრდობის სპორტული აღზრდისა და გამწვანებული ქალაქისლოზუნგით მოსულივარდების ხელისუფლებისპირობებში გაიყიდა ქალაქში არსებული უამრავი სასპორტო მოედანი (ცნობილისკა”- სტადიონის ჩათვლით) და უამრავ სკვერში აშენდა კორპუსი

დღეს, “გადამთიელების აგენტი მიშასა” და “საქართველოს და ქართული მიწების გამყიდველი იუდა ბენდუქიძის” ლანძღვის ტალღაზე მოსული ხელისუფლების პირობებში, ქართული მიწის არგაყიდვასა და დაცვაზე გვიწევს საუბარი… ვიცი, მომისმენია და წამიკითხავს და მათი არგუმენტებიც, ვინც მიწის გაყიდვას არ მიიჩნევს კატასტროფად, მიუთითებს კანონში ჩადებულ გარკვეულ “დამზღვევ” მუხლებზე და ა.შ. ერთი საგაზეთო გვერდი ამ თემაზე სერიოზულ კამათსა და მით უფრო რაიმე საბოლოო დასკვნის გამოტანას არ ეყოფა. ამიტომ თავი დავანებოთ “ჭეშმარიტების დადგენის” მცდელობას საკითხზე, უნდა გაიყიდოს თუ არა ქართული მიწა და მხოლოდ იმ პარადოქსებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც ამ თემის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს მოჰყვა:

პირველი, რომელიც უკვე აღვნიშნეთ, არის სწორედ ის, რომ, როდესაც მოდიხარ წინა ხელისუფლებისადმი ასეთი ბრალდებით, _ ქართულ მიწებს “უპრაგონოდ” ასხვისებდნენო, მერე შენ წინააღმდეგ ხალხის უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი ისევ ეგ არ უნდა ხდებოდეს…

მეორე, რითაც ყველაზე მეტად გვაოცებენ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს არის ამ თემაზე საუბრისას უდიდესი მამულიშვილის _ ილია ჭავჭავაძის _ წამდაუწუმ ხსენება.

საზოგადოდ, ილია ჭავჭავაძის ხსენება, ჩემი აზრით, კანონით არის ასაკრძალი, რადგან, ვისაც არ ეზარება, ნებისმიერ თემაზე საუბრისას სწორედ ილიას ახსენებს და მის სახელს, ბოდიში გამოთქმაზე, წაღმა-უკუღმა ატრიალებს.

თვით დიადმა “მარიხუანისტმა” ზურაბ ჯაფარიძემ ნარკოტიკის ლეგალიზების თემაზე საუბრისას ილია ჭავჭავაძე ახსენა, მაგრამ ამ ფონზეც კი მეტად კომიკურია ილია ჭავჭავაძის ხსენება, როდესაც საქმე ქართული მიწების გასხვისებას ეხება.

სხვა თუ არაფერი, პარლამენტის თავმჯდომარეს სასკოლო ასაკში მაინც უნდა ჰქონდეს გაგონილი, რატომ და რა მიზნით დააარსა ილია ჭავჭავაძემ საადგილმამულო ბანკი

თუმცა სხვაზე რაღა უნდა ილაპარაკო, როდესაც “ილიას გზით” მავალ პარლამენტის თავმჯდომარეს იმდენი არ ესმის, რომ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, საზოგადოების ნაწილს “ახალგაზრდა კომუნისტები” არ უნდა უძახოს და, მით უმეტეს, არავინ ეკითხება ირაკლი კობახიძეს, “ვისი ადგილი არის ამ ქვეყანაში და ვისი _ არა”!

პარლამენტის თავმჯდომარის სწორედ ეს შეძახიალია ყველაზე საინტერესო და იმის გამომააშკარავებელი, რეალურად როგორი აზროვნების ადამიანები დაგვასვა თავზე ბიძინა ივანიშვილმა.

“თქვენი ადგილი არ არის ამ ქვეყანაში” _ ეს შემთხვევით ხომ არ გახსენებთ მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზას: თქვენ უკვე ჩარეცხილები ხართ! თქვენ ამ ქვეყანაში აღარ გაქვთ მომავალი”?! გახსენებთ კი არა, მეტიც _ ეს არ არის ერთი-ერთში მიშას ფრაზა და მიშას აზროვნება?

გთხოვთ, ნუ დაიწყებთ დემაგოგიურ გამოხდომებს: “აბა, სანდრო ბრეგაძეა მაგარი?”, “ლადო სადღობელაშვილია პატრიოტი?”, “ლევან ჩიჩუაა კაი ტიპი?”, “აუდიტორია 115” არიან წმინდანები?” და ა.შ.

ეგ ხალხი რომ ჩემში რაიმე სიმპათიას იწვევდეს, თვითონ ვიქნებოდი იქ, ფილარმონიაში, აქციაზე. ჩემს ახლობლებს, რომლებიც ხსენებულ აქციაში მონაწილეობდნენ, ვუთხარი კიდეც, რომ მაგ “ლიდერების” ორგანიზებულ შეკრებებში მონაწილოებას არ მივიღებ-მეთქი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ირაკლი კობახიძის სამარცხვინო საქციელს რამე გამართლება აქვს.

საზოგადოდ, პარლამენტის თავმჯდომარის (რომელსაც ხალხი უკვე დაცინვით “კულულას” ეძახის) ასეთი “გაპრავებაც” ძალიან გვაგონებს მიშასდროინდელ “გაპრავებებს” ცნობილი ფრაზით _ “აბა, გრეჩიხა ჯობდა?”

ანუ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომოცნებაუკვე თავისიგამპრავებლებიანადშეერწყანაციონალურ მოძრაობასდა ერთადერთი ცოცხიღა აკლია, სრულყოფილ ნაცად რომ მოგვევლინოს. ალბათ, არც არის გასაკვირი, რადგან ირაკლი კობახიძე, ალექსანდრე ჯეჯელავა, თამარ ხულორდავა და სხვები ის ადამიანები არიან, რომლებიც “ნაცრეჟიმის” ზეობისას ჩირგვებში გატრუნული ისხდნენ, კარიერას იწყობდნენ და, მიშა რომ დარჩენილიყო ქვეყნის სათავეში, არც ნაციონალების პირობებში გაუჭირდებოდათ საკუთარ “წარმატებაზე” ზრუნვა. თუ ასე არ არის, მაშინ ვინმემ იქნებ შემახსენოთ რომელიმე მათგანის რაიმე სახის, თუნდაც “ადგილობრივი მნიშვნელობის” პროტესტი ნაციონალების მანიაკობის გამო. მით უმეტეს, ეს ადამიანები სულაც არ არიან ბავშვები, კაი 40-ს მიტანებულნი არიან და მიშას მმართველობის პერიოდში სწორედ იმ ასაკში იყვნენ, რომ, თუ ნამუსი და შუბლის ძარღვი ჰქონდათ, აქტიურად უნდა გამოეხატათ თავიანთი პოზიცია.

ეგ კი არა, ირაკლი კობახიძის მამა _ გიორგი კობახიძე, რომელიც ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთერთი ლიდერი იყო, გავრცელებული ინფორმაციით, 26 მაისს სასტიკად სცემეს, ორი დღე დაპატიმრებულიც ჰყავდათ და მაშინ არ გაუგია არავის მისისაამაყოშვილის პროტესტი; მეტიც _ მშვიდად გააგრძელა მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთ-ერთ წამყვან პოსტზე, სადაც, მოგეხსენებათ, ნაცების მონა თუ არ იყავი, არავინ გამუშავებდა და მით უმეტეს ოპოზიციონერი მამის შვილს იქ არავინ გააჩერებდა, რომ არა…

დიახ! რომ არა სწორედ ისკომკავშირულისულისკვეთება, რომელიც ახლაკულულამსხვებს წამოაძახა: “მოვკლავ დედას და დავახრჩობ მამას, ჩემი პარტია თუ მომთხოვს ამას!” _ ერთი ეგაა, იმხანად სხვა პარტია სთხოვდა ამასკულულასდა მის დაქალძმაკაცებს. ახლა სხვა პარტია სთხოვს. მათთვის და მათნაირებისთვის კი ამას არავითარი მნიშვნლეობა არ აქვს, მთავარიაწარმატებულებისადაშემდგარებისიმიჯი გაიკეთონ და რომელი პარტიის, რომელი ბატონისა და რომელი აქრიფოს ერთი ადგილის ლოკვით იზამენ ამას, დიდად არც ადარდებთ.

აი, იმ არქიფოს საქმე კი ნამდვილად ცუდად წავა, რომელიც ასეთებს დაიყენებს გვერდით, თუმცა ეს კიდევ სხვა თემაა…

ჯერჯერობით კი ქართველი საზოგადოების საქმე ძალიან ცუდადაა და კიდევ უფრო ცუდად იქნება, სანამ ასე მოაზროვნეთა რაოდენობა არ შემცირდება. “ირაკლი კობახიძეს ყველა ერთად დაუპირისპირდა! ეს ყველაზე უფრო მეტყველებს, რა მაგარია ის!” _ ასეთი ტიპის ყოვლად სულელურ “გამაპრავებელ” ფრაზებს, როგორც ჩანს, “ოცნების” დაკვეთით უკვე ბევრი წერს.

რაც უფრო ბევრი ადამიანი დაგიპირისპირდება, მით მაგარი ხარ? აჰა, კიდევ ერთი წმინდა ნაცური ლოგიკა და იმის ახსნა, რატომ იყო მიშა მაგარი!

“ჩუმად იყავით, თორემ ნაცების წისქვილზე დაასხამთ წყალს” _ ეს ძალიან მოძველდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც “ხოდშია”. ყველაზე მაგარილოგიკაკი ის არის, რომ თურმე ნაცების წისქვილზე წყალს ის ხალხი ასხამს, რომელიც ბოკერიას გასამართლებას ითხოვს, ხოლო ის ხალხი, რომელიც ბოკერიას გვერდით ზის და მასთან ერთად განიხილავსკონსტიტუციურ საკითხებს”, თურმე დაუძინებელი მტერიანაცების წისქვილისა”.

“ოცნებისტებს” მიწის საკითხზეც არანაკლებ სასაცილო “არგუმენტები” აქვთ. ამ შემთხვევაში ყველაზე კომიკური არის ის, რომ მიწების გაყიდვის მთავარ “არგუმენტად” მოაქვთ ყოვლად სულელური ფრაზა: ქართველი გლეხი ზარმაცია და მიწას არ ამუშავებს, ამიტომ ისევ უცხოელებს უნდა მივყიდოთ”.

აი, რა სულელი ყოფილა ილია ჭავჭავაძე! რა ადგილ-მამული და ქართული მიწების გამოსყიდვა! არ ამუშავებენ გლეხები მიწებს? ადექი და დაურიგე გადამთიელებს! აბა, რა!

ისე, ამ ქვეყანაში რა ყველაფერი საწყალი გლეხების და უბრალო მოქალაქეების ბრალია, კაცო! ეს ჩვენ ვართ ზარმაცები, უქნარები, მიწას არ ვამუშავებთ, სამსახურები არ გვინდა, თორემ ვიშოვიდით, რა პრობლემაა?!

სამაგიეროდ, სახელმწიფო მოხელეები გყავს გამრჯეები. სულ რაღაც, 5 ან 10 ათას ლარად თვეში დაუღალავად “ჟიმავენ” ტვინს, გვაფხიზლებენ და გვეუბნებიან, როგორი უქნარები ვართ! და მერე დიდი რუდუნებით ყიდიან ჩვენგან დაუმუშავებელ მიწებს.

როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძესა და მისნაირებს ილია ჭავჭავაძე და კახა ბენდუქიძე ერთმანეთში ერევა…

ეს მათგან არც არის გასაკვირი და ისიც ნუ გაგვიკვირდება, თუ ცოტა ხანში გვეტყვიან, ილია ჭავჭავაძემ განაცხადა, რომ სამი უწმინდესი რამ გვიანდერძა მამა-პაპამ _ ფული, გავლენა და მიწების გასხვისებაო.

საერთოდ, ძალიან კომიკურია, როდესაც ვიღაცების უკანალში ძრომით თანამდებობებზე გამძვრალი ვაზელინიანი ახალგაზრდა მაღალჩინოსნები სხვებს უწოდებენკომსომოლას”.

ეს მართლაც უტიფრობის პიკია!

მე კი მხოლოდ ისღა დამრჩა გასარკვევი, რას ფიქრობს ჩვენი უფალი კობახიძე _ ჩემნაირი ჟურნალსტების ადგილი არის ამ ქვეყანაში თუ ასეთ ქვეყანაში მხოლოდ მათგან უკვე მყარად “დაჩმორებული” ხუთი ტელეარხის, რამდენიმე გაზეთისა და უამრავი ინტერნეტ-მედია-საიტის ადგილია, ნეტავ?

ბაკურ სვანიძე

2 COMMENTS

  1. ეგ სატანა ბოკერია რომ მოისვით გვერდზე,ვინა ხართ თქვენ ამის მერე თქვე მავნებლებო!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here