Home რუბრიკები საზოგადოება დათუნაშვილის 5 გოლი და მაჩაიძის მიერ გატანილი ბურთი, რომელმაც პირველი დამარცხება აგემა...

დათუნაშვილის 5 გოლი და მაჩაიძის მიერ გატანილი ბურთი, რომელმაც პირველი დამარცხება აგემა “რაზდანზე” “არარატს”

3351
ილია დათუნაშვილი

1904 წელს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციათა ასოციაციის (ფიფას) შექმნამდე და 1930 წელს ურუგვაიში მსოფლიოს პირველი საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებამდე მსოფლიოში საფეხბურთო მატჩები და ტურნირები ქაოსურად იმართებოდა, ეს ხდებოდა, ძირითადად, დიდ ბრიტანეთში, საიდანაც გავრცელდა სპორტის ეს ყველაზე პოპულარული სახეობა მსოფლიოში.

პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი ფეხბურთში 1872 წლის 30 ნოემბერს გაიმართა გლაზგოში შოტლანდიასა და ინგლისის ნაკრებებს შორის (0:0). მას შემდეგ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ჩამოყალიბდა საფეხბურთო ფედერაცია (ამჟამად ფიფაში 211 წევრია) და იმართება ეროვნული ჩემპიონატი. ზოგიერთმა კლუბმა ისეთ წარმატებას მიაღწია, რომუამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში, შესაბამისად, ბევრია ასეთი კლუბებისადმი როგორც გულშემატკივარი, ისე ანტაგონისტურად განწყობილი გულშემატკივრებიც.

უკვე რამდენიმე ათეული წელია, არ ცხრება მწვავე დაპირისპირება არგენტინის ორ წამყვან კლუბსა და მათ გულშემატკივრებს შორის. ბუენოს-აირესის ბოკა ხუნიორსისადარივერ პლეიტისგულშემატკივრები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან გადაკიდული, თითოეული მათგანისთვის საყვარელი გუნდის გამარჯვება ან მარცხი პირად გამარჯვებად ან მარცხად აღიქმება, რის გამოც ამ ორი გუნდის შეხვედრის შემდეგ გულშემატკივართა შორის ხშირია ფიზიკური დაპირისპირება. ანალოგიური ვითარებაა თურქეთის ფენერბახჩესადაგალათასარაის გულშემატკივართა შორის, რომლებსაც არაერთხელ დაურბევიათ სტუმრად ჩასული მოწინააღმდეგის გულშემატკივრები (“ფენეხბახჩე” სტამბოლის აზიურ რაიონს წარმოადგენს, “გალათასარაი” _ ევროპულს).

მანუჩარ მაჩაიძე
მანუჩარ მაჩაიძე

შოტლანდიის ორი ყველაზე წარმატებული კლუბის _ სელტიკსადარეინჯერსის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება განპირობებულია, უწინარესად, რელიგიით. “სელტიკსგულშემატკივრობენ კათოლიკეები, რეინჯერსს” _ პროტესტანტები. ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული ინგლისური კლუბებიც _ ლონდონის არსენალიდა ტოტენჰემ პოტსპური”, აგრეთვე, მანჩესტერ უნაიტედი და ლივერპული; იტალიაში _ მილანის მილანიდაინტერი”, ესპანეთში კი _ მადრიდის რეალიდა ბარსელონასბარსელონა”, ეს დაპირისპირება ელ კლასიკის სახელითაა ცნობილი.

სხვათა შორის, 1969 წელს ფეხბურთის გამო ჰონდურასსა და სალვადორს შორის დაიწყო ომი, რომელმაც რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასეთი დრამატული და სისხლიანი დაპირისპირება არა, მაგრამ საკმაოდ მწვავე მეტოქეობა იყო საბჭოთა პერიოდში თბილისის “დინამოსა” და ერევნის “არარატს” შორის. ეს, უწინარესად, განპირობებული იყო სომხების მონდომებით, რადაც უნდა დაჯდომოდათ, მოეგოთ თბილისელებისთვის. თბილისის “დინამოელები” კი ერევნის “არარატს” (მანამდე, ჯერ “დინამოს”, შემდეგ კი “სპარტაკის” სახელით გამოდიოდა სსრკ-ის ჩემპიონატებში და ისიც არარეგულარულად, სომხეთის პირველმა გუნდმა მხოლოდ 1960-იანი წლებიდან დაიწყო სსრკ-ის ჩემპიონატში რეგულარულად მონაწილეობა) ანგარიშგასაწევ ძალად არ თვლიდნენ.

„დინამო“-„არარატი“
„დინამო“-„არარატი“

თბილისის “დინამო” და ერევნის “არარატი” სულ 69-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 30 მატჩი მოიგეს დინამოელებმა, 18 _ არარატელებმა. სხვათა შორის, სომხებმა ფეხბურთშიც გამოიყენეს სხვისი მიღწევების მითვისების ნიჭი. ფეხბურთის ძველ გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ საბჭოთა პერიოდში მოსკოვში, აგრეთვე, 15-ვე რესპუბლიკის დედაქალაქში გამოიცემოდა ყოველწლიური “საფეხბურთო ცნობარი” (რუსულ და ადგილობრივ ენაზე), რომელშიც შეტანილი იყო სსრკ-ის წინა წლის საფებურთო ჩემპიონატის შედეგები, ჩემპიონატში მონაწილე გუნდების შემადგენლობები, ერთმანეთში ნათამაშები მატჩების სტატისტიკური მონაცემები და ა.შ. 1977 წელს ერევანში მომიწია რამდენიმე დღით სტუმრობამ და იქ შევიძინე სწორედ სომხეთში გამოცემული “საფეხბურთო ცნობარი _ 1977”, რომელშიც “დინამოსა” და “არარატის” შეხვედრის შედეგები თავდაყირა იყო მოცემული: “არარატს” მეტი მოგება ეწერა, “დინამოს” _ მეტი წაგება. არადა, იმხანადაც და, საერთოდ, ყოველთვის პირიქით იყო _ “დინამოს” გაცილებით მეტი გამარჯვება აქვს მოპოვებული “არარატზე”.

საზოგადოდ, “თბილისის” დინამოსა და ერევნის “არარატის” შეხვედრებიდან გამოსაყოფია 5 თამაში, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

დათუნაშვილის 5 გოლი 30 წუთში

1966 წლის 22 სექტემბერს თბილისის დინამოელმა ილია დათუნაშვილმა ერევნის “არარატთან” მატჩში საკავშირო ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა _ პირველად ისტორიაში ერთ მატჩში გაიტანა 5 გოლი, თანაც 30 წუთში (პირველი 48 წთ-ზე, მეორე _ 77-ზე). აი როგორ აღწერს ცნობილი ქართველი დრამატურგი (ავტორი პიესებისა “ეზოში ავი ძაღლია”, “ამბავი სიყვარულისა”) და პუბლიცისტი (“ასეთი გრძელი, გრძელი წერილი ვიქტორ ასტაფიევს” და სხვ.) კიტა ბუაჩიძე საქართველოში მცხოვრები სომხების დამოკიდებულებას თბილისის დინამოელებისადმი ზემოაღნიშნული მატჩის შემდეგ:

“…რუსთავში რუსულ სკოლაში ერთი ბიჭი სწავლობდა, სახელად აზატა, გვარად ველიანცი, მეშვიდე კლასში იყო, როცა დათუნაშვილმა ერთ მატჩში “არარატის” კარში 5 გოლი გაიტანა. ამით დამდუღრულმა აზატამ დათუნაშვილის ფოტო იშოვა, გაადიდებინა და გაამრავლებინა. ინტერნაციონალურად აღზრდილ-გამობრძმედილმა მშობლებმა კი, რაკი მაუზერი ვერ უშოვეს, შვილს გეკო უყიდეს და, ვიდრე სკოლას დაამთავრებდა, ეს ჩვენი ნაპიონერალ-ნაკომკავშირალი აზატა სამიზნეში ამოღებულ “დათუნაშვილს” უბათქუნებდა და უბათქუნებდა თუ თვალებში, თუ ცხვირში, თუ შუბლში… დროდადრო ახლო ნათესავებთან ერევანშიც დადიოდა და ყოველი დაბრუნებისას ამხანაგებს ერევანს ედემად უსახავდა… ერთხელ ტოლებმა ჰკითხეს, თუ ასე კარგია, რატომ საცხოვრებლად იქ არ გადახვალო, პოტენციურმა ვაზგენ ხატისოვმა მათ ასეთი პასუხი გასცა: Мы, армяне, хитрый народ. Наша цель _ рассеятся по всей Грузии и завладеть ею!»

დინამო” _ “არარატი”: მწარე მარცხი თბილისში

1971 წელს “დინამოში” თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობდა და გუნდს კარგი შედეგები არ ჰქონდა, ერევნის “არარატი” კი პირიქით აღმავლობის გზაზე იდგა. 1971 წლის 3 მაისს თბილისში “ლოკომოტივის” სტადიონზე გამართულ მატჩში ქართველმა ფეხბურთელებმა მწარე მარცხი იწვნიეს სომეხი კოლეგებისგან _ 0:4, ორი ბურთი გაგვიტანა მარქაროვმა, თითო-თითო _ ზანაზანიანმა და ბონდარენკომ.

მაჩაიძის გოლი დაარარატისპირველი მარცხირაზდანზე

1971 წლის მაისში თბილისში გამანადგურებელი ანგარიშის მოგებით გაყოყოჩებული სომხები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ახალი სტადიონის გახსნა ოფიციალურად 19 მაისს გამოაცხადეს, ამბობდნენ, რომ “რაზდანს” ნამდვილი გახსნა იმავე წლის 14 სექტემბერს გაიმართებოდა საზეიმო ვითარებაში, როცა “არარატი” დაამარცხებდა თბილისის “დინამოს”. ამ ღირსშესანიშნავ მატჩს დაესწრო 70 ათასი მაყურებელი, რომელიც თბილისელთა შესანიშნავი თამაშის მომსწრე შეიქნა. ბრწყინვალედ ითამაშა დინამოელთა ახალგაზრდა მეკარე თამაზ სტეფანიამ (სამწუხაროდ, მოგვიანებით ავტოავარიაში დაიღუპა), დავით ყიფიანმა და განსაკუთრებით _ მანუჩარ მაჩაიძემ, რომელიც ფაფარაშლილი ლომივით იბრძოდა და რომელსაც ერევნელებმა ვერაფერი მოუხერხეს.

ასე აღწერს “სოვეტსკი სპორტის” მიმომხილველი ამ მატჩის ერთადერთ გოლს: “დავით ყიფიანმა სამი მცველი მოატყუა და ბურთი გაუგორა მანუჩარ მაჩაიძეს, ვისი დარტყმაც ზუსტი აღმოჩნდა”. ამის შემდეგ დინამოელებს კიდევ ორი ბურთი უნდა გაეტანათ, მაგრამ არარატელთა კარი ორივეჯერ ძელმა იხსნა.

3:0 _ 1976 წლის თასის ფინალი

1976 წლის 3 სექტემბერს თბილისის “დინამომ” პირველად მოიპოვა სსრკ-ის თასი, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე 5-ჯერ ითამაშეს ფინალში, თუმცა 5-ჯერვე უშედეგოდ.

თასის ამ გათამაშების ფინალში, რომელიც მოსკოვში გაიმართა, “დინამოს” მეტოქე იყო ერევნის “არარატი”, რომელსაც უკვე ორჯერ ჰქონდა მოპოვებული ეს საპატიო ჯილდო (სსრკ-ის თასი “დინამომ” მეორედ 1979 წელს მოიპოვა). ამ მეტად პრინციპულ შეხვედრაში “დინამოელებმა” იმარჯვეს ანგარიშით 3:0. ბურთი გაიტანეს დავით ყიფიანმა, ფირუზ კანთელაძემ და რევაზ ჩელებაძემ.

10 კაცით 11-ის წინააღმდეგ და 4:1

ეს მატჩი 1981 წლის 11 ივლისს გაიმართა ერევანში სტადიონ “რაზდანზე”. “დინამოს” ევროპის თასის მფლობელთა თასი მოპოვებული ჰქონდა და სომხებისთვის ამაზე კარგი სტიმული რა იქნებოდა, თუ ტიტულოვან მეტოქეს დაამარცხებდნენ. მატჩის პირველ ტაიმში ივანო-ფრანკოვსკელმა მსაჯმა სტუპარმა სრულიად უმიზეზოდ მოედნიდან გააძევა თენგიზ სულაქველიძე და თბილისელები 10 კაცით დარჩნენ 11-ის წინააღმდეგ. ამ მომენტში იყო 1:1, მაგრამ მეორე ტაიმში თბილისელებმა სამი უპასუხო ბურთი გაიტანეს: 2 _ რამაზ შენგელიამ, 1 _ ვიტალი დარასელიამ და მატჩი მოიგეს ანგარიშით 4:1.

ნიკა კორინთელი

1 COMMENT

  1. მახსოვს, იმ დღეებში ანეკდოტად გავრცელდა: სომხები ასე ითვლიან: 1, 2, 3, 4… 6, 7 და ა.შ. ქართველები კი ასე: 1, 2, 3, 4, დათუნაშვილი, 6, 7 და ა. შ- ო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here