Home ახალი ამბები მსოფლიო “დათვების” დარტყმა: რუსულმა Ty-95MC-ებმა უახლესი ფრთიანი რაკეტებით გაანადგურეს “ისლამური სახელმწიფოს” ობიექტები სირიაში

“დათვების” დარტყმა: რუსულმა Ty-95MC-ებმა უახლესი ფრთიანი რაკეტებით გაანადგურეს “ისლამური სახელმწიფოს” ობიექტები სირიაში

Ty-95MC

რაკეტებით აღჭურვილი Ty-95MCები (“დათვი” _ ნატოს კლასიფიკაციით) აფრინდნენ სარატოვის ოლქის ენგელსის აეროდრომიდან, ჰაერში ყოფნისას შეივსეს საწვავი და უახლესი ფრთოსანი რაკეტა X-101-ებით გაანადგურესისლამური სახელმწიფოსტერორისტული დაჯგუფების ობიექტები დაბოევიკები”.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებულია იარაღის რამდენიმე საწყობი სირიის პროვინციების _ ჰამისა და ჰომსის _ საზღვარზე. ეს არ არის რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მიერ ზუსტი რაკეტების გამოყენების პირველი შემთხვევა სირიის სამხედრო კამპანიაში.

“დარტყმის შედეგად განადგურდა შეიარაღებისა და სამხედრო მასალის სამი დიდი საწყობი და ტერორისტების სამეთაურო პუნქტი ქალაქ აქერბატის რაიონში, რაც კონტროლის მონაცემებმაც დაადასტურა”, _ ნათქვამია ცნობაში. ბომბდამშენებს იცავდნენ ავიაგამანადგურებლები Cy-30CM-ები, რომლებიც ჰმეიმიმის აეროდრომზე ბაზირებენ. საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულების შემდეგ რუსეთის თვითმფრინავები აეროდრომებზე დაბრუნდნენ.

ოპერაცია “ურყევი გამბედაობის” შტაბმა, რომელიც ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამხედრო კოალიციას აშშ-ის მეთაურობით, დააყოვნა რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების მიერ განხორციელებული ოპერაციის კომენტირება.

უახლეს რუსულ სტრატეგიულ ფრთოსან რაკეტა X-101- შეუძლია გაანადგუროს 4500 კილომეტრით დაშორებული ობიექტები. იგი შეიძლება აღიჭურვოს ბირთვული ქობინითაც. რაკეტებში დამონტაჟებულია დამიზნების კომბინირებული სისტემა, რომლითაც, წინა თაობის რაკეტებისგან განსხვავებით, მიზნისკენ გატყორცნილი რაკეტისთვის მიმართულების შეცვლა შეიძლება სხვა ობიექტისთვის დარტყმის მისაყენებლად.

ამ ტიპის რაკეტები დამზადებულია რადიოლოკაციური აღმოჩენის შემცირების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. სირიაში საბრძოლო გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.

სარაკეტო დარტყმა, რომელზეც ვლაპარაკობთ, ბოლო 5 თვეში პირველად განხორციელდა. ეს რაკეტები პირველად წლეულს, 17 თებერვალს, გამოიყენეს სირიის ელ-რაკის რაიონში ტერორისტების წინააღმდეგ. მაშინ განადგურდა “ისლამური სახელმწფიოს” ერთ-ერთი უმსხვილესი დაჯგუფების საბაზო ბანაკები, მომზადების ცენტრები და მართვის პუნქტი. ოპერაციის განხორციელება კოორდინირებული იყო საერთაშორისო კოალიციასთან, რომელსაც აშშ მეთაურობს.

თებერვლის ოპერაციისას სტრატეგიული ტურბოხრახნული რაკეტმზიდი Ty-95MC-ები აფრინდნენ რუსეთის ერთ-ერთი აეროდრომიდან, გადაკვეთეს ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცე და დაბომბეს ობიექტები. ბომდამშენებს იცავდნენ რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავები Cy-30CM და Cy-35M.

ავიადარტყმები 2016 წლის ნოემბრის შუა რიცხვებშიც განხორციელდა.

“საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების გაშვება ხმელთაშუა ზღვის აკვატორიის თავზე გათვალისწინებული რაიონიდან განხორციელდა. მაშინ ბომბდამშენებმა ფრენისას შეივსეს საწვავი ავზები და ძირდაუშვებლად გადალახეს 11 ათასი კილომეტრი”, _ იუწყებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

2016 წლის ივლისსა და აგვისტოში ბომდამშენმა ავიაციამ ხუთჯერ დაბომბა ტერორისტების ბაზები ელ-რაკისა და პალმირას რაიონებში.

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ოპერაცია სირიაში 2015 წლის სექტემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ოფიციალური თხოვნით მიმართა მოსკოვს სამხედრო ძალით დახმარებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ Ty-95-ის ექსპლუატაცია ჯერ კიდევ 1995 წელს დაიწყო, მისი ღრმა მოდერნიზაცია, ასევე, უახლესი შეიარაღებით აღჭურვა (X-101-ის ჩათვლით), საშუალებას აძლევს ამ ბომბდამშენს, კვლავაც აქტუალურ და ეფექტიან საფრენ აპარატად დარჩეს თანამედროვე ლოკალურ ომებში.

მომავალში იგი უნდა შეცვალოს უახლესმა შორეულმა ბომბდამშენმა, პერსპექტიულმა საავიაციო კომპლექსმა, რომელიც ამჟამად გამოცდას გადის.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here