Home რუბრიკები სამართალი დავით როსტომასვილს ბეისბოლის ბიტით თავი გაუტეხეს

დავით როსტომასვილს ბეისბოლის ბიტით თავი გაუტეხეს

იუმორისტ დავით როსტომაშვილს, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ, ინგოროყვას კლინიკაში შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. როსტომაშვილის მეგობარმა, იუმორისტმა ბესო ბერულაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დავით როსტომაშვილი თავდასხმის მომენტში შვილთან ერთად იმყოფებოდა.


„შევხვდი დათოს. კონტაქტურია. დანარჩენს ექიმები იტყვიან, თუ რა მდგომარეობაა. არ გვქონია საუბარი რა მოხდა და როგორ. ვიცით, რომ იყო თავდასხმა. თავდასხმის დეტალები ჩემთვის უცნობია. ვიცი რომ თავდასხმა იყო და ვიცი რომ დაკავებული ერთი პირი“, – განაცხადა ბერულაშვილმა. იუმორისტ დავით როსტომაშვილს თავს ცოტა ხნის წინ ყაჩაღობის მიზნით დაესხნენ.

არსებული ინფორმაციით, მას თავში ბეისბოლის ბიტა ჩაარტყეს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here