Home სხვადასხვა დაიჯესტი დავით ჟვანიამ აღიარა, როგორ და ვისთან ერთად მოაწყო მაიდანი

დავით ჟვანიამ აღიარა, როგორ და ვისთან ერთად მოაწყო მაიდანი

1269
დავით ჟვანიამ აღიარა, როგორ და ვისთან ერთად მოაწყო მაიდანი

უკრაინის უზენაესი რადას (პარლამენტის) ყოფილმა დეპუტატმა YouTubeზე ატვირთა ვიდეო, რომელშიც აღიარებს, როგორ და ვისთან ერთად მოაწყო კიევში პროვოკაცია 2013-2014 წლებში ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად.

მისი თქმით, მიზანი იყო ფულადი ნაკადების გაკონტროლება, ამის გამო უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და პრემიერმინისტრი ნიკოლოზ აზაროვი ხელისუფლებას ჩამოაშორეს, მაგრამ ხელისუფლების დამხობას ოპოზიციონერები თავდაპირველად არ აპირებდნენ.

ჩვენ, უბრალოდ, გვინდოდა, რომ იანუკოვიჩს გაეყო ძალაუფლება და ფულადი ნაკადები… 2014 წლის იანვარში ჩვენ დავინახეთ ხელისუფლების სისუსტე და კურსი ავიღეთ არჩეული პრეზიდენტის დამხობისკენ”, _ ამბობს ჟვანია, რომელმაც, აგრეთვე, აღიარა, რომ ის და მისი თანამზრახველები მაიდანზე შეკრებილ ადამიანებს “მასობრივი სცენებისთვის იყენებდნენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად”.

ჩვენ _ ეს ვარ მე, პეტრე პოროშენკო, არსენი იაცენიუკი, ალექსანდრე ტურჩინოვი, ვიტალი კლიჩკო და ოპოზიციის სხვა ლიდერები”, _ განაცხადა ჟვანიამ, რომელმაც უკრაინის გენერალურ პროკურორ ირინა ბენედიქტოვას მიმართა განცხადებით, რომ პირადი უსაფრთხოების გარანტიის სანაცვლოდ მზად არის, ჩვენება მისცეს საკუთარი თავისა და იმჟამინდელი ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ. ჟვანია ჰპირდება გენპროკურორს, რომ მოყვება, როგორ მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება მან და პოროშენკომ, აგრეთვე, ილაპარაკებს სხვა დანაშაულებზეც.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here