Home რუბრიკები პოლიტიკა დავით ნემსაძე: არსებობს უცხო ქვეყნის სადაზვერვო ინტერესი, რომელსაც ემსახურება სახალხო დამცველის აპარატი...

დავით ნემსაძე: არსებობს უცხო ქვეყნის სადაზვერვო ინტერესი, რომელსაც ემსახურება სახალხო დამცველის აპარატი და ეს აშკარაა!

დავით ნემსაძე

შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით ნემსაძემ სახალხო დამცველის ოფისთან თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის, თამარ გაბიანის, ფოტო დაწვა და მისი გადადგომა მოითხოვა. ამ რადიკალური ფორმის პროტესტის გამომწვევ მიზეზებზე თვითონ დავით ნემსაძე გვიამბობს:

_ ეს იყო შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის მოთხოვნა. წერილობით მაქვს დადასტურებული, როგორ შეურაცხყვეს თამარ გაბიანმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა იურისტმა, გაურკვეველი ორიენტაციის გიორგი ძაძუამ ის ჯარისკაცები, რომელთა უფლებებიც უნდა დაეცვათ. მაინცდამაინც გეი უნდა იყო, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შენი უფლებები დაიცვას?! ეს არის მათი საბრძოლო ალგორითმი და აქეთ ექაჩებიან საზოგადოებას. სახალხო დამცველის აპარატში სხვა არაფერი ხდება. თამარ გაბიანის სურათის დაწვით გამოვხატე პროტესტი ყველა იმ საქმის უგულებელყოფის გამო, რომლებიც მასთან მოსაკვლევად შევიდა. ჩვენ არ გვჭირდება გაბიანისნაირი სამხედრო ომბუდსმენი, ის სამარცხვინოა! ამიტომაც მოვითხოვეთ მისი გადადგომა და მას უნდა მიჰყვეს უჩა ნანუაშვილიც. სახალხო დამცველის აპარატი არის შავი ხვრელი საქართველოს ბიუჯეტში…

_ რას გულისხმობთ შავ ხვრელში?

_ ამ ადამიანებმა არ იციან სამხედრო ბაზების დისლოკაციის ადგილები. ციხეში სხვა მიდგომებია საჭირო და ჯარში _ სხვა. ციხეში სასჯელს იხდიან, ჯარში კი სამშობლოს ემსახურებიან. თუ ვინმეს ჰგონია, რომ თამარ გაბიანი ციხეში ამუშავეს უფლებების დამცველად და მერე მოიყვანეს ჯარში, არევია გონება. ჯარი ციხე არ არის, თუმცა, მათი მიდგომა შეიარაღებული ძალების მიმართ ციხეზე უარესია. მაგალითად, სამხედრო პოლიციელმა გალახა ჯარისკაცი. ამ საქმეზე განცხადება შევიდა თამარ გაბიანთან, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია; გარდა ამისა, აშკარად ცდილობდნენ ოფიცრების კომპრომეტაციას _ ჭორებს გვივრცელებდნენ პირად შემადგენლობაში, რომ აგენტები ვიყავით. ამას აკეთებდნენ იმიტომ, რომ ჩვენ ახალაიას მინისტრობის პერიოდში დაგვითხოვეს და მერე დავბრუნდით შეიარაღებულ ძალებში. იმ ჯგუფს, რომელიც იქ დაგვხვდა, არ მოეწონა ჩვენი დაბრუნება და დაიწყო ჭორების გავრცელება. ქალბატონ გაბიანს წერილობითი მასალები აქვს, ვინ აკეთებდა ამას, როგორ და რისთვის, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ჰქონია.

_ ვინ, რატომ და ვის წინააღმდეგ აკეთებდა ამას?

_ ეს იყო ბრძოლა უსამართლოდ დაჭერილი, უსამართლოდ გათავისუფლებული ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა შორის მეც ვიყავი. ადამიანებს იბარებდნენ და სთავაზობდნენ ფულს იმის სანაცვლოდ, რომ მოეხდინათ რეპრესირებული ადამიანების კომპრომეტაცია. ამას აკეთებდა შეიარაღებისა და ტექნიკის ბაზის იურისტი, რომელიც ახალაიას მინისტრობისას გაბიანთან ერთად მუშაობდა პენიტენციურ სისტემაში, ის ყოფილი პოლიციელია. გეტყვით განცხადებების ნომრებს და გამოითხოვეთ, არის თუ არა ეს განცხადებები თამარ გაბიანთან შესული? ამას თავი რომ დავანებოთ, ნეპოტიზმზეც სია გვქონდა შედგენილი და ეს სიაც გადავეცით თამარ გაბიანს, სადაც ეწერა, მაგალითად, რომელი ჯარისკაცი ვისი ნათესავი და ახლობელი იყო. ასეთ ხალხს მერე უჩნდებოდა პრეტენზია, რომ განაწესში არ გასულიყვნენ. ასეთი დამოკიდებულება ანგრევს შეიარაღებულ ძალებს. მაგალითად, ჯარისკაცს გაუვარდა იარაღი და, სადისციპლინო წესით დასჯის ნაცვლად, მეორე დღეს ე.წ. დათხოვნაში წავიდა, რაც წახალისების ფორმაა. და “დათხოვნაში” წავიდა იმიტომ, რომ პროკურორის შვილი იყო. გაბიანმა ეს ყველაფერი იცოდა, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენია, რადგან თვითონაც ასეა მისული იქ, სადაც არის, ყოველგვარი სამხედრო განათლების გარეშე. 2500 სამხედრო დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან. არც უჩა ნანუაშვილს და არც თამარ გაბიანს არც ერთ შემთხვევაში არ გამოუყენებიათ სახალხო დამცველის ტრიბუნა პოზიციის გამოსახატავად. და რა მოხდა ე.წ. რეფორმის შემდეგ? _ გენერალურ ინსპექციაში დასაქმდნენ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას თანასოფლელები, პარლამენტარ კილაძის ქმარი და სხვები. რასაცნაციონალური მოძრაობააკეთებდა, დაახლოებით იმავეს აკეთებენ ესენიც. ეს ე.წ. რეფორმა ერთხელაც არ გაუპროტესტებიათ უჩა ნანუაშვილსა და თამარ გაბიანს. პროფესიონალები გაყარეს შეიარაღებული ძალებიდან, მაგალითად, ელგუჯა ურუშაძე _ ბირთვული ქიმიისა და ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი, ამ სფეროში ასეთი სპეციალისტი შეიარაღებულ ძალებს არ ჰყავს. გააგდეს მამუკა ლომოური _ სამთო დაზვერვის სპეციალისტი და 12 წიგნის ავტორი. აი ასეთ ადამიანებზე ამბობენ უარს, ეს ხდება მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილმა თანამდებობაზე დანიშვნიდან 3 თვეში 3 ათასი ლარის პრემია აიღო, და არც იცის, რისთვის. ორმაგი პრემია აიღო ქალბატონმა ლელა ჩიქოვანმა, რომელიც სამოქალაქო ოფისში იჯდა, პოლკოვნიკი იყო და გენერალ-მაიორის წოდება მოითხოვა. არადა, როდესაც პოლკოვნიკი ხარ, ჯერ უნდა მიიღო ბრიგადის გენერლის წოდება, შემდეგ _ გენერალ-მაიორის. ამასაც თავი დავანებოთ, 24 წლის შვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიიყვანა. ეს სამსახური აკონტროლებს თავდაცვის სამინისტროს და რა გამოდის _ შვილმა დედა უნდა გააკონტროლოს? ეს არის სისტემური პრობლემები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მანკიერებები შეიწირავს საქართველოს უსაფრთხოებას. პირდაპირ ვიტყვი: თავდაცვის სამინისტრო გადაგვარებულია _ დგას საყვარლებზე, მეგობრებზე, ნათესაურ კავშირებზე. აშკარაა უცხო ქვეყნების ინტერესების მსახურება.

_ რომელი ქვეყნების ინტერესების მსახურებაზე მიანიშნებთ?

_ არ დავაკონკრეტებ, არსებობს კონტრდაზვერვის სამსახური და მან მიხედოს. სამშობლოს გაყიდვა დღეს მოდურია… წარმოგიდგენიათ, ამხელა სამინისტროში რეფორმა ანტიკონსტიტუციურად, პარლამენტის ნებართვის გარეშე ჩაატარონ, შეეხონ ბრიგადების კვოტირებას, დაშალონ სამხედრო ავიაცია და თქვან, რომ შედეგად 30 მილიონი დაზოგეს? ე.წ. მისიებში 850 კაცი ჰყავს საქართველოს და მილიონებს ფლანგავს. ამდენი ჯარისკაცის ქვეყნიდან გაყვანა სარისკოცაა.

_ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა გმირობად მიიჩნევა საქართველოში.

_ ეს არანაირი გმირობა არ არის და .. სამშვიდობო მისიები საქართველოსთვის არანაირ პოლიტიკურ და სამხედრო დებეტს არ იძლევა. 145 მილიონს რომ ხარჯავს თავდაცვის სამინისტრო მისიებში 850 კაცის შესანახავად, რა, დევნილები დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში? ან შეიარაღებული ძალები გაძლიერდა ტაქტიკური და სტრატეგიული იარაღით თუ რამე სხვა მოგება ვნახეთ? რა გამოდის? _ მე ვკვდები შენი გულისთვის სადღაც მისიაში, ვალდებულებაც კი არ მაქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე, რომელიც იქ ოპერაციას ატარებს და ამისთვის მილიონებს ხარჯავს, შენ უფრთხილდები შენი ჯარისკაცების სიცოცხლეს და არ განაღვლებს ჩემი ჯარისკაცების სიცოცხლე?

_ გინდათ, თქვათ, რომ ქართველი ჯარისკაცები .. სამშვიდობო მისიებში საზარბაზნე ხორცია?

_ დიახ, ამის თქმა მინდა! საბერძნეთი, რომელიც არის ნატოს წევრი ქვეყანა, მისიებში 4 კაცითაა წარმოდგენილი, დროშა რომ აწიონ და ჩამოწიონ. იმას კი არ ვამბობ, რომ ამგვარ მისიებში საერთოდ არ უნდა ვმონაწილეობდეთ, მაგრამ ეს უნდა იყოს ერთი ათეული, ისიც სამედიცინო მიმართულებით და ეს იქნება ჩვენი წვლილი მსოფლიოში მშვიდობის დამყარების საქმეში. 35 ქართველი ბიჭი დაიღუპა და 150 დაშავდა. ეს არც იზორიას ანაღვლებს, არც ხიდაშელს ანაღვლებდა. თავდაცვის სამინისტროს ჰყავს, ასე ვთქვათ, სერვანტის თავზე შემოდებული ინვალიდები და კამერების წინ ალაპარაკებს, რომ თურმე როგორ ზრუნავს სახელმწიფო მათზე. როდესაც შეიარაღებული ძალებიდან დავით მახარეიშვილის უსამართლოდ დათხოვნის საკითხი წამოვჭერი, დამირეკა ერთ-ერთმა შშმ პირმა, გვარს არ დავასახელებ, და სიცოცხლის მოსპობით დამემუქრა მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოსწონს ჩემი პუბლიკაციები. განცხადებით მივმართე სამართალდამცავ უწყებებს, მაგრამ მათი მხრიდან რეაგირება ნული იყო. მოვუწოდებ შს მინისტრს, შეისწავლოს ეს საქმე, რადგან არ შეიძლება, ადამიანს ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით და სამართალდამცავ უწყებას რეაქცია არ ჰქონდეს. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის უფროსს, პოლკოვნიკ თამაზ თათარაშვილს აწერია ეს საქმე. მე შემხვდა მისი უწყების თანამშრომელი და მითხრა, ის ინვალიდი გიჟიაო. რას ნიშნავს გიჟია?! თუ გიჟია, წაიყვანონ სამკურნალოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მახარეიშვილი მარიხუანის მოწევისთვის დაითხოვეს სამსახურიდან, თუ მარიხუანის მოწევა შეიძლება გახდეს სადამსჯელო ღონისძიების მიზეზი, მაშინგირჩიდა მსგავსი ორგანიზაცია პირდაპირ ეთერში რომ თესავენ მარიხუანას, რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება?

მე, როგორც შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მოვუწოდებ ირაკლი სესიაშვილს, მიხედოს დავით მახარეიშვილის საქმეს. 2012 წლის არჩევნებს შევახსენებ, როგორი განცდით ელოდებოდა ის ყველაფრის შეცვლას შეიარაღებულ ძალებში. მესმის, რომ ის ღმერთი არ არის და ყველაფრის შეცვლა არ შეუძლია, მით უფრო, რომ თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, ირაკლი სესიაშვილი არანაირ ავტორიტეტს არ წარმოადგენსო.

_ თავდაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველის ოფისზე განაცხადეთ, რომ ალიანსში არიან, რას გულისხმობდით?

_ ჯარისკაცების ინტერესებს უგულებელყოფენ, არ რეაგირებენ მათი უფლებების დარღვევაზე და სწორედ ეს არის გარიგება, რომელზეც საუბრობს დღეს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა. უბრალოდ, ამ ეტაპზე არ მაქვს ჯარისკაცებისგან ნებართვა აღებული, რომ გვარ-სახელებით ვისაუბრო… როდესაც სახალხო დამცველის ოფისთან აქცია გავმართეთ და გაბიანის სურათი დავწვი, გულზე მოხვდათ,_ რატომ გვიკეთებთ ამას, რატომ მანამდე არ მოგვმართეთო. არადა, არაერთი მედიასაშუალებით მივმართეთ, მაგრამ თურმე პრესას არ ეცნობა, კი მაგრამ, პრესსამსახური ხომ ჰყავს, რომელიც ხელფასს იმისთვის იღებს, რომ ინფორმაციას ეცნობოდეს, ტყუილად იღებენ ხელფასს?! არსებობს უცხო ქვეყნის სადაზვერვო ინტერესი, რომელსაც ემსახურება სახალხო დამცველის აპარატი და ეს აშკარაა!

საზოგადოებაში არატრადიციული აზროვნების გააქტიურება _ ეს არის ჰიბრიდული ომის ასიმეტრიული მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების გახლეჩას, გაყოფას, ანტაგონისტურ ჯგუფებად ჩამოყალიბებას, ურთიერთდაპირისპირებას, მართვადი ქაოსის შექმნას და დესტაბილიზაციას. აი, რა არის ჰიბრიდული ომისა და ფსიქოლოგიური დივერსიის მიმართულება. თავდაცვის სამინისტროს შევახსენებ, რომ უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი ვარ და კარგად ვიცი, რას ვლაპარაკობ და ჰიბრიდული ომი ანალოგიურად ხორციელდება თავდაცვის სამინისტროშიც. გამომდინარე აქედან, ყველაფერი გადასულია ისეთი საზოგადოების შექმნაზე, რომელიც არატრადიციულია და ადვილად სამართავი, ამიტომაც იცავენ პედერასტებს.

ესაუბრა

ნიკა გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here