Home ახალი ამბები საქართველო დავით ნარმანია: “რუსთავი 2”-ს ხვალ გავცემთ პასუხს! ელისაშვილი კი ბოდიშს მოიხდის

დავით ნარმანია: “რუსთავი 2”-ს ხვალ გავცემთ პასუხს! ელისაშვილი კი ბოდიშს მოიხდის

1147

ტელაკომპანია “მაესტრო”- ეთერში დედაქალაქის მერი, იმ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც “რუსთავი 2”-ზე გავიდა და სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თბილისის მერიამ ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობა ხელოვნურად შეაჩერა.


“სულ რამოდენიმე წუთის წინ ვუყურე “რუსთავი 2″-ს, სადაც ძალიან საოცარი სიუჟეტი ვნახე. ეს იყო მორიგ დეზინფორმაციაზე აგებული სიუჟეტი, როგორც ყოველთვის ეს არის მათი სტილი. განაცხადეს თითქოს თბილისის მერიამ ხელოვნურად შეაჩერა ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა. მე მინდა ხაზგასმით განვუმარტო მოქალაქეებს, რომ ეს იყო აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე დეზინფორმაცია, რომელსაც ჩვენი მხრიდან გაეცემა ხვალ სათანადო პასუხი სპეციალურად ამისთვის მოწყობილ ბრიფინგზე.

აღნიშნული პროექტის განხორციელებას მოჰყვებოდა 50-ზე მეტი ხე-მცენარის განადგურება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ამ პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით. ასე რომ რაიმე სპეციალურად არ გაკეთებულა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ადგილი არ ჰქონია და ეს საქმე საპროკურორო საქმე არ არის. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ზოგიერთი დამოუკიდებელი დეპუტატი წამოეგო „ნაციონალური მოძრაობის“ ცრუ ბრალდებებს , ამ შემთხვევაში ელისაშვილს ვგულისხმობ, რომელმაც არ დაიშურა და უხვად სალანძღავი სიტყვებით მოიხსენია დედაქალაქის მერია და სხვა ადამიანები. ამიტომ მე ვშიშობ რომ ამ ადამიანებს ბოდიშის მოხდა მოუწევთ.” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here