თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მისი მერობის პერიოდს თვალი გადაავლო და შეუსრულებელი მხოლოდ ერთი დაპირება დარჩა: „არსებითად შეუსრულებელი დაპირება არ მაქვს, გარდა ერთისა – ეს არის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, რომელსაც დავპირდი ჩვენს ახალგაზრდებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით პროექტი მზად არის, ტერიტორია შერჩეულია, უბრალოდ, გამომდინარე ფინანსური რესურსების შეზღუდულობიდან, ვერ ჩავსვით წელს ეს პროექტი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. ჩვენი გუნდის მერობის კანდიდატის პროგრამაში ახალგაზრდებზე ზრუნვას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სხვა დანარჩენი და არსებითად შეუსრულებელი დაპირება მე არ მაქვს”
დავით ნარმანიას მერობის დროს მიცემულ დაპირებები 41ფუნქტისგან შედგებოდა. გავიხსენოთ რამდენიმე დაპირება, რომლებიც მას შეუსრულებელი დარჩა მრავალთაგან:
მდინარე მტკვრის რეკრეაციულ ზონად მოწყობა
13ივნისის სტიქიის შემდეგ,პროექტის განხორციელება, რომლის მიხედვითაც მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლზე გაშენდებოდა სასეირნო ბილიკები, მოეწყობოდა ველობილიკები და საფეხმავლო ხიდები, რომელიც მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს როგორც ერთმანეთთან, ისე მდინარეში არსებულ კუნძულთან დააკავშირებდა. Eს პროექტიც გაურკვეველი ვადით გადაიდო.
მილიონი ხე
ნარმანია უარს ამბობდა, ისეთ პროექტებზე რომლებიც თბილისის ეკოლოგიურად სუფთა გარემოსთვის ხელისშემშლელი იქნებოდა და მოსახლეობას მილიონი ხის დარგვას დაპირდა. ამაზე პასუხად ნარმანიამ განაცხადა, რომ ხეებს დროთა განმავლობაში ვნახავთ, როდესაც გაიზრდება.
საცობები
საცობები თბილისისთვის მოუგვარებელ პრობლემად რჩება და დღითიდღე უარესდება ამ მხრივ სიტუაცია, ნარმანიას დაპირებით ეს პრობლემა მოგვარდებოდა. მერიას ჰქონდა საცობების განტვირთვის 5პუნქტიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდებოდა. მათ შორის, რამდენიმე მათგანი დასრულდა. მაგალითად, მოხდა პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა, ასევე დასრულდა შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, სამება-მახათას დამაკავშირებელი გზა. ეს არის ის პროექტები, რომლებსაც ცალკეულ უბნებში ავტომანქანების მოძრაობა უნდა განეტვირთა. თუმცა თბილისის პრობლემად დღესაც რჩება საცობი და დღითი დღე უარესდება სიტუაცია ამ მხრივ.
პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე:
-რას ფიქრობთ ნარმანიას განცხადებაზე, რომელიც ყველა დანაპირების შესრულებას ეხება ერთის გარდა?
-დავით ნარმანიას მერობის პერიოდში თბილისისთვის რაიმე განსაკუთრებული პოზიტივი მე არ შემიმჩნევია, პირიქით უფრო ბევრი პრობლემა გაჩნდა და პრობლემები, რომლებიც იყო არ გადაწყდა.უკონტროლო ბინათმშენებლობები, საცობები, ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. მისი მერობის ხანა თბილისშის ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უსახური პერიოდი და არაფერი განსაკუთრებული.
ძალიან დიდი ხარჯები იყო გაწეული მერიის თანამშრომლებზე, პრემია დანამატებით დამამახსოვრდება ნარმანიას მერობის პერიოდი. სხვათაშორის ისიც აღსანიშნავია, რომ სადაც კახა კალაძე ხვდება ამომრჩევლებს და აწარმოებს საარჩევნო კამპანიას არსად დავით ნარმანია არ ჩანს. არადა კარგად მახსოვს მეც და ალბათ თბილისელებსაც, როდესაც ნარმანია იყო კანდიდატი, კალაძე აქრტიურად იყო ჩართული და ყველგან თან ახლდა. დღეს კი ნარმანია გადამალული ჰყავს, როგორც კალაძეს ისე ქართული ოცნებას. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და სცემს პასუხს.
-თქვენი აზრით კახი კალაძის მერობის შემთხვევაში შეიცვლება სიტუაცია უკეთესობისკენ?
-კალაძის დაპირებების ჩემი აზრით ფუჭად ჩაივლის, იმ შემთხვევაში მექნებოდა იმედი რომ კალაძეს რაიმე გამოცდილება ქონდეს ურბანისტულ საკითხებში მილიონ ნახევრიანი ქალაქია თბილისი. ენერგეტიკის მინისტრი იყო, მაგრამ ქალაქს სხვანაირი მიდგომა და ცოდნა უნდა. მე არ მაქვს არანაირი მოლოდინი, მათ შეეძლოთ უფრო პროფესიონალი კანდიდატი წარედგინათ. არცერთ კანდიდატს არ ვაძლევ ხმას ჩემი ქალაქის სიყვარულიდან გამომდინარე და არცერთი არ მიმაჩნია ქალაქის მერობისთვის ღირსეულად. პიროვნულად არ ვეხები არავის, თუმცა განათლების და მერობისთვის შესაბამისი მონაცემების მოთხოვნილებებს ვერცერთი ვერ აკმაყოფილებს. წავალ არჩევნებზე, მაგრამ ყველას გადავხაზავ.
ექსპერტი ეკონომიკის დარგში დემურ გიორხელიძე :
-რას ფიქრობთ დავით ნარმანიას შესრულებულ დაპირებებზე?
-ყველაფერზე თავის მიდევნების საშუალება არ მქონდა, მაგრამ არ იფიქროთ რომ სხვაზე ცუდი მერი იყო , ფირიქით ასეთი კაპიტალური გადაკეთება თბილისს კარგა ხანია არ ჭირსებია ამიტომ სულაც არ ვფიქრობ, რომ ცუდი მერი იყო ან არაფერი გააკეთა. იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე ნებისმიერმა მერმა. ნორმალური საქალაქო საქმე მოწესრიგდა პრობლემები და არა ფასადური სახე და რომ იტყვიან შელამაზება ქალაქის.
-მაგალითად რა პრობლემებს გულისხმობთ?
-ყველა პრობლემა, კანალიზაცია, სანიაღვრე სისტემები და ასე შემდეგ. ქალაქისთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და არაერთი წელი ჭირდება ამის მოწესრიგებას. ქალაქის მერი თავის საქმეს აკეთებდა და არა ფასადურ რემონტებს, არც თავი მოჰქონდა თავისი თანამდებობით. თუ თბილისელები იქნებიან ობიექტურები ცუდი მერი ნამდვილად არ იყო.
-ყველაზე დიდ პრობლემად საცობები და სითი პარკი ითვლება დღესდღეობით ყოველ საათში გაუსაძლისი მდგომარეობაა ქალაქში და ამის პრობლემების მოგვარების დაპირებაც იყო, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
-თბილისში საცობების მდგომარეობა მერზე არ არის დამოკიდებული არანორმალური რაოდენობით მანქანებია, წესრიგს არავინ არ იცავს. თბილისში საკმაოდ მაღალი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებებია.სითი პარკი ნამდვილად გასაგდებია, შეაწუხა უკვე მოქალაქეები თავისი უნამუსო ბიზნესით. თუ ჩვენ ვწონით დადებითს და უარყოფით მხარეებს, რა თქმა უნდა საკრიტიკოც ბევრი აქვს ბატონ ნარმანიას, მაგრამ ამდენი რამ თბილისში როდის გაკეთებულა. თბილისში საცობების მდგომარეობა მერზე არ არის დამოკიდებული არანორმალური რაოდენობით მანქანებია, წესრიგს არავინ არ იცავს. ცუდია ის რომ თბილისში საკმაოდ მაღალი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებებია.
გვანცა ნამიჭეიშვილი