Home სხვადასხვა Facebook ფრაზები დავით მხეიძე ვახტანგ რჩეულიშვილს: პოლიტიკური დევნა არა კვახი! შენი ცოლი და ცოლის...

დავით მხეიძე ვახტანგ რჩეულიშვილს: პოლიტიკური დევნა არა კვახი! შენი ცოლი და ცოლის და კი არა, მათ მაგივრად შენ უნდა იჯდე!

1454
ბიზნესვუმენი, „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი: რუსუდან კერვალიშვილი
პუბლიცისტი დავით მხეიძე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყეტილებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ”ცენტრ პოინტის” საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ განაჩენი გამოიტანა და „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი დამნაშავედ ცნო თანხის მითვისების ბრალდებაში და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსუდან კერვალიშვილი, რომელსაც ასევე 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

„აუ, კარგით რა, ამ მთავრობას თავისი ცოდვები ეყოფა, ახლა ოჯახის განადგურებას რომ აბრალებენ! რა ქნას პროკურატურამ თუ რჩეულიშვილების მთელი ოჯახია თაღლითი?

სამართალთან ამ საქმეს არავითარი კავშირი არა აქვს, პოლიტიკური ანგარიშსწორებააო _ განაცხადა “ავადმყოფმა” ვახტანგ რჩეულიშვილმა, იგივე “ტუიმ”…

კარგი რა ტუიჯან, რაც იყავი ჯეელობაში მთელმა პლეხანოვმა იცის, რაც ძველბიჭობას თავი დაანებე და პოლიტიკაში მოხვედი ვინც იყავი, ისიც ახსოვს საზოგადოებას და კარგი რა, იუზგარ, პოლიტიკური დევნა არა კვახი!

ისე შენ რომ კაცი იყო, შენი ცოლი და ცოლის და კი არა, მათ მაგივრად შენ უნდა იჯდე, მაგრამ შენ ვინ მოგცა მაგისი ვაჟკაცობა, რომ საკუთარ თავზე აგეღო დანაშაული?!

ისე საკვირველია _ მაშინ, როდესაც მილიონებს ეთამაშებოდნენ, ფრჩხილიც არ წამოსტკენიათ და ახლა, როდესაც ვირის აბანოში უკრეს თავი, ყველას ერთად დაემართათ გულის პრანჭვები!

ეეე, ეგ კინო ნანახი გვაქვს _ თბილისს სიაფანდი ცრემლების არ სჯერა!

გულწრფელად ვამბობ, ქალები თუ შესაძლებელია უნდა გამოუშვან,

ისე, მე მომცენ ის მაყუთი რაც რჩეულიშვილების თაღლითურმა კლანმა აახია ათასობით გაჭირვებულებს და ტუის მაგივრად მე ავიღებ ჩემს თავზე ცოლშვილ, ცოლისდის დანაშაოლებს და 4 კი არა, 8 წელიწადი დავჯდები!“- აცხადებს მხეიძე.

 

 

2 COMMENTS

  1. პირველი სიციალისტი აფერისტი . აბა თუ ბიჭები ხართ ფული წაართვით)))

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here