Home რუბრიკები საზოგადოება დავით ბაქრაძე თვალებში ნაცარს გვაყრის, ისტორიას აყალბებს!

დავით ბაქრაძე თვალებში ნაცარს გვაყრის, ისტორიას აყალბებს!

1447
დავით ბაქრაძე

კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ახლახან კიდევ დაადანაშაულა მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის ომის წამოწყებაში.

დიახ, ქალბატონი სალომე მართალია _ ომი ანუ აგრესია თავდაპირველად სააკაშვილმა წამოიწყო, თანაც საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რაც უცილობელი ჭეშმარიტებაა. ომის დაწყებით სააკაშვილი საერთაშორისო კლასის დამნაშავედ მოგვევლინა, რადგან ცხინვალის რეგიონში შეჭრისთანავე გაეროს და ეუთოს ეგიდით იქ მდგარ რუს მშვიდობის მყოფელთა ერთი ნაწილი დახოცა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ პეკინიდან სასწრაფოდ დაბრუნებულმა, იმხანად რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა განახორციელა საპასუხო აგრესია _ ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციები; არ გვაპატია მშვიდობისმყოფელთა ჩახოცვა, მათი დედების ატირება. საპასუხო აგრესიის შედეგები დღეს ყველასთვის ცნობილია.

ცხინვალის ომის დაწყებით სააკაშვილმა ბუშები და მაკეინები გაახარა, რადგან ეს ომი მათ ინტერესებში იჯდა; საქართველოს კი ამ ომმა ენით აუწერელი ზიანი მიაყენა _ ქართველთა საცხოვრისი სივრცის 20 პროცენტი დაგვაკარგვინა. უდიდესი ტრაგედიაა ეს!

და, აი, ასეთ დროს დავით ბაქრაძე საჯაროდ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე უსირცხვილოდ კიცხავს ქალბატონ სალომეს _ ვითომ ის სააკაშვილს ცილს წამებს. ბაქრაძის ვაილოგიკით გამოდის, რომ თითქოს პუტინმა პირველმა წამოიწყო აგრესია _ ჩახოცა ცხინვალში მდგარი რუსი მშვიდობისმყოფელები. ვეკითხები დავით ბაქრაძეს: ასე რომ ყოფილიყო, აგრესიის დაწყებისათვის გაერო და ეუთო რუსეთის წინააღმდეგ განგაშს არ ატეხდნენ?!

სირცხვილია, ბატონო დავით! თქვენ მოაზროვნე და მჭევრმეტყველ პიროვნებად მიმაჩნიხართ და ასე ხელაღებით რატომ ცრუობთ?! სჯობს, გაჩუმდეთ!

სააკაშვილის დაწყებულ აგრესიას რუსეთმა უფრო მძლავრი, გადაჭარბებული აგრესიით უპასუხა _ აი, ჭეშმარიტება!

სააკაშვილი, როგორც ომის დამწყები, დამნაშავეა; სამუდამო პატიმრობის ღირსია; სწორედ მასზე ითქმის: “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”.

გივი გურეშიძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here