ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პარტიები და პოლიტიკოსები აქტიურდებიან და ახალ–ახალ მარგალიტებს გვთავაზობენ. წინასაარჩევნო კამპანია ყველას განსხვავებული აქვს: ზოგს _ ორიგინალური, ზოგს _ ტრადიციული, ზოგს _ აგრესიული…
ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ ვწერდით, რომ ლიბერალურად განწყობილ პოლიტიკურ ძალებს ბევრ უფლებებს ვაძლევთ და ამით ლგბტ-აქტივისტების გაძლიერებას ვუწყობთ ხელს. იმხანადაც და ახლაც ლიბერასტებმა გაგვაკრიტიკეს და ჰომოფობები და კიდევ რაღაც ფობები გვიწოდეს, ანუ ჩვენს გაჩუმებას შეეცადნენ; საზოგადოებამ კი ეს ამბავი, ასე ვთქვათ, გაატარა. ახლა იქამდე მივედით, რომ ნინო ბოლქვაძეს თბილისის საკრებულოს წევრობა სურს. ნინო ბოლქვაძე თავს “ღიად ლესბოსელს” უწოდებს, ანუ არ ვმალავ, ვინც ვარ და რაც ვარო. რა გასაკვირია, რომ ქალბატონი (თუ ვაჟბატონი?!) ნინო საარჩევნო სიაში რესპუბლიკურმა პარტიამ ჩასვა; მეტიც, ამ პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ და ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადეს, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ნებისმიერი მიმდევრობისა თუ ორიენტაციის ადამიანს მივიღებთ და თავის გამოჩენის შანსსაც მივცემთო. ჰოდა, სიის ათეულში მოხვედრილი ბოლქვაძე საკრებულოს წევრობისთვის ემზადება, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რესპუბლიკელები ამომრჩეველთა ხმების გარკვეულ პროცენტს მოიპოვებენ.
“გამოდით, დაგვთვალეთ, რამდენი ვართ”, _ ღიმილით ამბობს “ღიად ლესბოსელი” და დარწმუნებულია, რომ ლგბტ-თემის წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ. ისე, რა საინტერესო იქნება, რესპუბლიკური პარტია, რომელსაც არსებობის განმავლობაში მხარდამჭერთა 2-3 პროცენტზე მეტი არ ჰყოლია, ახლა ბარიერს რომ გასცდეს. ხომ დაბრალდება ყველაფერი ლგბტ–თა მიმდევრებს და მერე ნახე მაგათი “ბლატაობა”, საკრებულოს თავზე ცისარტყელის ფერებში აჭრელებულ დროშას რომ გამოფენენ.
მე, როგორც რიგით მოქალაქეს, რამდენიმე საჭირბოროტო კითხვა მაქვს, ოღონდ არ გეგონოთ, ვხუმრობ, მართლა მაინტერესებს: დავუშვათ, მოხდა სასწაული და “ღიად ლესბოსელი” აირჩიეს ღიად გეებმა ან ბისექსუალებმა, ან, რა ვიცი, არატრადიციული ორიენტაციის მიმდევრებმა. დაიწყო საკრებულომ მუშაობა, დადის ეს “ღიად ლესბოსელი” ყველასთვის ღია საკრებულოში და, ვინაიდან და რადგანაც ადამიანები გვქვია ყველას, ბუნებრივი მოთხოვნილებებიც გვიჩნდება, საინტერესოა, “ღიად ლესბოსელი” მამაკაცების საპირფარეშოს კარს შეაღებს თუ ქალებისას. ანუ, თუ ქალების საპირფარეშოში შევა, ეს ქალების უფლებების დარღვევა იქნება, რადგან “ღიად ლესბოსელი” საკრებულოს წევრ თუ იქ მომუშავე ქალებს მუშტრის თვალით შეხედავს და შესაძლოა, მეტი დრო საპირფარეშოში გაატაროს, ვიდრე სამუშაო ოთახში; ხოლო, თუ მამაკაცების საპირფარეშოში შევა, აქ უკვე კაცები ჩავარდებიან უხერხულ მდგომარეობაში, რადგან, ბოდიში და, მამაკაცების ტუალეტში ჩაცუცქული არ შარდავენ. ცალკე საპირფარეშოსაც ვერ ავაშენებთ, ჯერ ერთი, ხარჯია და მეორეც _ დისკრიმინაცია გამოვა, “ღიად ლესბოსელს” ღიად განსხვავებულად ხომ არ გამოვაცხადებთ?!
კიდევ ერთი საკითხი _ “ღიად ლესბოსელს” დაბადების დღე რომ ექნება და კოლეგებს დაპატიჟებს დღეობაზე, საჩუქრად ვარდები უნდა მიართვან თუ მამაკაცის ოდეკოლონი?! ან კოლეგა–ქალბატონს რომ ეტყვის, წამოდი, შესვენებაზე ყავა დავლიოთო, ეს, უბრალოდ, ყავის დალევა იქნება თუ პაემანი?! სრული სერიოზულობით ვამბობ, ისედაც, პრაქტიკულად, უფუნქციო საკრებულოს ეს თავსატეხი ნამდვილად არ აკლია და ბოლქვაძის იქ მისვლა სიტუაციას ისე არევს, ვისი მაჟორიტარი ვის ოლქში იქნება, მართლა ვერავინ გაიგებს.
ქალბატონი ხათუნა სამნიძე და ქალბატონი თამარ კორძაია რომ გვიმტკიცებენ, არანაირი განსხვავება არ არის, დროა, ლიბერალურ აზროვნებაზე გადავიდეთო, ერთი შეთავაზება მაქვს _ საჯაროდ დავდებ პირობას, რომ ხმას მივცემ რესპუბლიკელებს, ოღონდ ჯერ სამნიძემ, კორძაიამ და ბოლქვაძემ წინასაარჩევნოდ “იზასაონ”. ჰო, ასე _ გამოვიდნენ ტელევიზიით და დაგვიმტკიცონ, რომ, რასაც ამბობენ, იმავეს ფიქრობენ და ამომრჩეველთა ხმებსაც მიიზიდავენ, თანაც დაადასტურებენ, რომ ამ ყველაფერზე სოროსის ფულის ხათრით არ საუბრობენ.
სხვათა შორის, თამარ კორძაიამ ისიც თქვა, პატრიარქს დიდი ავტორიტეტი აქვს და, რომ ამბობს, დიდი ცოდნა დიდი რწმენის გარეშე არ შეიძლებაო, არასწორია, სიტყვები აკონტროლოს, რწმენას რატომ გვაიძულებსო?! ანუ, ღმერთი არა, კაცი არა, ქალი არა… რა დარჩა?!
ზუსტად ვიცი, რომ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ლიბერასტები აყვირდებიან, ისევ რაღაც ფობებს დაგვიძახებენ, ისევ იტყვიან, რომ ჩვენ არასწორად ვაზროვნებთ, რომ დროს ჩამოვრჩით, ისინი კი “პრადვინუტები” არიან, მაგრამ ჯიუტად გავიმეორებთ, რომ, რესპუბლიკელთა თამადობით, უცხოეთის გრანტებს დახარბებული არასამთავრობოები დაღუპვისკენ მიგვაქანებენ, მომავალ თაობას აზროვნებას უფუჭებენ, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების რეკლამას ეწევიან და, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ტელევიზიებიც ხელს უწყობენ.
ახლა ვიღაც შეგვედავება, მაღალჩინოსნად “ღიად ლესბოსელი” არ სჯობს შეფარულ პედერასტს, მის ზურგს უკან რომ ჭორაობენ და ათას საზიზღრობებს ყვებიანო?! და ვინ თქვა, რომ მათ ვამართლებთ? პედერასტები ახალი ხილი რომ არ არის ხელისუფლებაში, ერმა და ბერმა იცის, მაგრამ ისინი იმას მაინც ხვდებიან, რომ ეს სირცხვილია და ჩუმად აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. სხვათა შორის, იმ ქვეყანამ, რომელსაც ოკუპანტს ვეძახით, ოფიციალურად აკრძალა არატრადიციული ორიენტაციის მიმდევართა დამცველი არასამთავრობოები, ლგბტ–თა აღლუმიც ოფიციალურად აკრძალა და ახლა “ღიად ლესბოსელის” რუსი კოლეგები ჩუმად, მალვით, ფარულად აკეთებენ იმას, რაც სურთ. ყველა თვითონ წყვეტს, როგორ იცხოვროს, მაგრამ ნუ გვაძალებთ, რომ ჩვენც მათ მივბაძოთ; რომ ის, რაც აქამდე არ ყოფილა, კარგია; რომ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსვესტიტი და სხვა უბედურება მისაღებია. ერთი მხრივ, კარგია ეს ექსპერიმენტი და თანაც დედაქალაქში, სადაც, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ყველაზე მეტი ლგბტ თემის წარმომადგენელი ცხოვრობს. ჰო, დაგთვლით, ბატონებო, დაგთვლით საარჩევნოდ და მიხვდებით, რა მხარდაჭერაც გაქვთ, რას წარმოადგენთ, მაგრამ გვეეჭვება, ამით რამე ისწავლოთ, პირიქით, ბოლქვაძის სიაში ჩასმით რამდენიმე ათეულ ათასს “აახევთ” უცხოურ ორგანიზაციებს და ამას სწორედ იმისთვის გააკეთებთ, რომ მომავალში უარესად მოწამლოთ ერის გონება, თორემ გვეეჭვება, ან კორძაიას, ან სამნიძეს, ან, საზოგადოდ, რომელიმე ლიბერალს თავიანთი შვილები ჰომოსექსუალიზმისთვის ემეტებოდეს. უბრალოდ, პრინციპით: “ფულს სუნი არ ასდის” ყველაფერზე მიდიან და არ აინტერესებთ, ამით ვნებენ თუ არა საზოგადოებას.
ისე, მთლად იმის იმედად ნუ იქნებით, რომ ფულს სუნი არ ასდის _ ლგბტ-თა “გაპრავებაში” აღებულ ფულს, სუნი თუ არა, ფორმა მაინც ექნება…
ბესო ბარბაქაძე
P.S. სხვათა შორის, ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ: კომუნისტებს ჰქონდათ დევიზი “პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!” თამამად შეგიძლიათ ეს დევიზი ლიბერალებმა აიღოთ და გამოაცხადოთ: “ლგბტ თემის წარმომადგენლებო, შეერთდით!”
ხომ გეუბნებით, თქვენკენ ვარ–მეთქი და არ გჯერათ…