Home ახალი ამბები მსოფლიო დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

დიმიტრი მედვედევმა და სერგეი რუმასმა რუსეთისა და ბელარუსის დაახლოების გზები შეათანხმეს

513
დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

21 ივნისს მინსკში გაიმართა მოლაპარაკებები რუსეთისა და ბელარუსის პრემიერმინისტრებს _ დიმიტრი მედვედევსა და სერგეი რუმასს _ შორის. ეს იყო სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში ინტეგრაციის თემის საფინალო რაუნდი ორი ქვეყნის პრეზიდენტებისთვის შეთანხმებული წინადადებების წარდგენის წინ.

ვლადიმერ პუტინი მინსკს 30 ივნისს ეწვევა, ევროპული თამაშების დახურვაზე.

რუსეთი და ბელარუსი სამოკავშირეო სახელმწიფოს, უკვე 20 წელიწადია, ქმნიან. ასეთი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის შესახებ შეთანხმებას 1999 წელს მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმებით გათვალისწინებულია ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა, მათ შორის, ერთიანი ფულად-საკრედიტო, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკა, ერთიანი ვალუტა, აგრეთვე, საემისიო ცენტრისა და საერთო საბაჟო სამსახურის შექმნა.

შეხვედრის შედეგების შეჯამებისას დიმიტრი მედვედევმა განაცხადა: “ინტეგრაციულ თემატიკაზე ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, დავიწყეთ ლაპარაკი, თუმცა ეს სწრაფად არ მომხდარა”. მისი თქმით, დარჩა საკითხების პატარა ნაწილი, რომლებზეც პოლიტიკურ-იურიდიული მიზეზების გამო აუცილებელია დამატებითი კონსულტაციების გამართვა. სერგეი რუმასმა დააზუსტა, რომ “გადაუწყვეტელია  2-3 საკითხი”, თუმცა არ უთქვამს, რომლები. როგორც ჩანს, ამ საკითხებს პრეზიდენტები განიხილავენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here