16 აპრილს საქართველოს ე.წ. სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მერამდენედ გაავრცელა განცხადება, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის საშუალება არ ეძლევათ. განცხადებაში, რომელიც ომბუდსმენის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა და რომლითაც ლომჯარიამ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება, აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში “სოცმუშაკის” ვიზიტის წინააღმდეგია სხალთის მთავარეპირსკოპოსი, მეუფე სპირიდონი. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ პანსიონატში განხორციელებულმა მონიტორინგმა გამოკვეთა “ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები”, თუმცა განცხადებაში ვერ აკონკრეტებენ (დასაბუთებაზე რომ არაფერი ვთქვათ), რაში გამოიხატებოდა აღნიშნული “მწვავე ფაქტები”.
ცნობისთვის: საქართველოში მოქმედი (გარედან თავსმოხვეული და ნაკარნახევი) “ლიბერალური” კანონმდებლობის თანახმად, რომლის ერთ-ერთი შემოქმედი დღევანდელი “სახალხო დამცველიცაა”, ძალადობა არის, მაგალითად, მშობლის მიერ შვილისთვის გარკვეული აკრძალვების დაწესება, ყურის აწევა, კუთხეში დაყენება და ა.შ. მსგავსი ქმედებები წლების წინათ საზოგადოების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ მიღებული ე.წ. ბავშვის უფლებათა კოდექსით (რომელსაც ხალხმა “ბავშვთა წართმევის კოდექსი” შეარქვა) რეგულირდება, ხოლო მთლიანობაში ლიბერასტული რეპრესიების მთავარ ინსტრუმენტს “ანტიდისკრიმინაციული კანონი” წარმოადგენს.
რატომ არ უნდა შეუშვან დღეს სახალხო დამცველის ე.წ. სოცმუშაკები არც ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ბავშვები არიან, და რა ფორმით შეიძლება, დაუპირისპირდეს საზოგადოება ლიბერალურ რეპრესიულ მანქანას, რომელსაც მოსახლეობა უკვე უკიდურეს ტერორამდე მიჰყავს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება კონსერვატიული საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ბავშთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი.
_ ბატონო გურამ, ამას წინათ სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მერამდენედ გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ მათ წარმომადგენლებს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ წმიდა ნინოს პანსიონატში მონიტორინგის საშუალება არ ეძლევათ. როგორც ამბობენ, არ უშვებენ… ჯერ მკითხველს მოვუყვეთ, რა ტიპის დაწესებულებაა წმ. ნინოს პანსიონატი, რას ასწავლიან, რა პირობებია და შემდეგ თქვენი პოზიციაც ვუთხარით, რატომ არ უნდა უშვებდნენ (ან პირიქით) “ლიბერალ სოცმუშაკებს” იქ?
_ დაწესებულება, როგორც უკვე იცით, არის ეკლესიის დაქვემდებარებაში და იქ დაახლოებით 60-მდე ბავშვია. უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზეა საუბარი, რომლებსაც უკიდურეს გაჭირვებაში, სიღატაკეში უწევდათ ცხოვრება. თუ რა გარემო და რა პირობებია შექმნილი პანსიონატში, პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არის ოაზისი, რომელიც სანატრელია ნებისმიერი ბავშვისთვის. იქ არის იდეალური ოჯახური გარემო, კვება, განათლება. ბავშვებს ასწავლიან სხვადასხვა საგანს, ტარდება კულტურული ღონისძიებები, ჰყავთ არაჩვეულებრივი აღმზრდელები, ექიმები და ა.შ. გარდა ამისა, იქ უმნიშვნელოვანესი მომენტია სულიერი მხარე, რაც ჩვეულებრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ არის _ პანსიონატში ბავშვებს არა მხოლოდ საგნებს ასწავლიან და განათლებას აძლევენ, არამედ ისინი ზნეობრივად, მორალურად, იდეოლოგიურად იზრდებიან ჭეშმარიტ ქრისტიანებად. სხვათა შორის, მე იმ პანსიონატში მყავს ნათლული, რომელიც ფერადკანიანია და დავარქვი სპირიდონი. წმ. სპირიდონის ნაწილების საქართველოში ჩამობრძანების პერიოდში დაიბადა და შემდეგ ღმერთმა ისე ინება, რომ სწორედ მეუფე სპირიდონის მფარველობის ქვეშ აღმოჩნდა ამ საოცარ პანსიონატში. ძალიან კარგი ბიჭია… რაც შეეხება ლომჯარიას შეშფოთებასა და მის წუხილს, რომ მის ე.წ. სოცმუშაკებს, სინამდვილეში კი უსაძაგლესი სიბილწის, ჰომოსექსუალიზმის ადეპტებს არ უშვებენ ბავშვებთან, პირველ რიგში, უნდა ითქვას ის, რომ ეს ლომჯარიას ჭირვეულობა არ არის, ეს არის მსოფლიო “სტანდარტი”, რომლის მიღმაც იყვნენ და არიან კაცობრიობის წინააღმდეგ მოქმედი ანტიქრისტეს ძალები. ნურავის ეგონება, რომ, თუ მისი შვილი არ არის რომელიმე კონკრეტულ ბავშვთა სახლში და არის სკოლაში, ის არ განიცდის ამ ძალებისგან წნეხს. პირიქით, თუმცა მათთვის, ლიბერალური დღის წესრიგის მამებისთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ შეაღწევენ ბავშვთა სახლებში და შეუზღუდავად ექნებათ აღსაზრდელებთან ინდივიდუალური ურთიერთობის საშუალება…
_ და ბავშვთა სახლი რატომ შეიძლება ამ თვალსაზრისით იდეალური გარემო იყოს მათთვის, განსხვავებით სკოლისგან?
_ სკოლაში ბავშვი რჩება 3-4 ან, დიდი-დიდი, 5 საათს; შემდეგ მიდის შინ. პანსიონატებში კი რჩებიან მუდმივად, რაც, ბუნებრივია, “სოცმუშაკს” მათთან კერძო საუბრის მეტ საშუალებას აძლევს. ამ ურთიერთობისას (რომლის უფლებასაც ითხოვენ ეს პარაზიტები) მათ საშუალება ეძლევათ, ნებისმიერ, თუნდაც ტაბუდადებულ თემებზე ესაუბრონ ბავშვებს. რაც შეეხება ზოგად სურათს, რომელსაც ეს მავნე სისტემა გვაძლევს, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ჩვენ დღეს, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ვკარგავთ რაღაც რაოდენობით ახალგაზრდებს, რომლებსაც ლიბერალიზმის ჭაობში უბიძგებენ. ზუსტად ამის წინააღმდეგ იბრძვის სხალთის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი. ის იბრძვის იმისთვის, რომ მის მიერ ბავშვებისთვის მოწყობილ სულიერ ოაზისში არ შეაღწიოს ბოროტმა სულმა, მათ შორის ისეთი ადამიანების სახით, როგორიც, მაგალითად, არის ლომჯარია.
_ რას მოიტანს საბოლოოდ სკოლებსა თუ პანსიონატებში “ლიბერალი სოცმუშაკების” მასობრივი შეღწევა? ეს ერთი და მეორე _ ისინი აცხადებენ, რომ დაწესებულებაში ბავშვებზე ძალადობენ. ამაზე რას იტყვით?
_ ძალადობაზე მოკლედ ვიტყვი: ძალადობაა მათთვის, მაგალითად, თუ ბავშვს ეტყვი, გათიშე ინტერნეტი და დაიძინე ან გაუკონტროლებ, რომელ ვებგვერდზე შედის, რას უყურებს… ძალადობაა, თუ ტრადიციულ ფასეულობებს უნერგავ და ეუბნები, რომ ის მართლმადიდებელი ქრისტიანია ან, თუ ეუბნები, რომ, მაგალითად, ოჯახი წმინდათაწმინდაა და ყველა ნორმალურმა ზრდასრულმა ადამიანმა უნდა შექმნას ტრადიციული ოჯახი. ნებისმიერი რამ, რაც იდეოლოგიურად ეწინააღმდეგება აგრესიულ ე.წ. ნეოლიბერალურ დოგმებს, მათთვის ძალადობაა. რაც შეეხება ე.წ. სოცმუშაკებს და იმას, რას მოიტანს შედეგად მათი მასობრივად შეყვანა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მინდა, გითხრათ, რომ საქართველოში უკვე მოქმედებს პროექტი სახელწოდებით “მომავლის ბანაკები”, რომლებშიც პირდაპირ ტვინს ურეცხავენ მოზარდებს. საუბარია დაახლოებით 10 ათას ბავშვზე წელიწადში, რომლებიც მიჰყავთ რეგიონებში და სხვადასხვა არასამთავრობოები მათ ე.წ. ტრენინგებს უტარებენ…
_ სად არის ეს ბანაკები კონკრეტულად?
_ ანაკლიაშია, ერთ-ერთი კახეთშია, კაჭრეთში… სხვაგანაცაა. რომ ნახეთ, რას ასწავლიან და რა ფორმით… ამაზრზენია პირდაპირ. გარდა იმისა, რომ იქ არის გართობა, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ა.შ. თითოეულ ჯგუფს დანიშნული აქვს სემინარი კვირაში ორჯერ. ამ სემინარებს ატარებენ ე.წ. ბავშვთა სასწავლო ცენტრები, რომლებშიც არიან ბაია პატარაიები, ლომჯარიები სხვანი და სხვანი და ისინი ატარებენ ლექციებს ტოლერანტობაზე. იცით, როგორი “საგანმანათლებლო” პროცესია?
_ როგორი?
_ მაგალითად, ბავშვს ეკითხებიან _ იმგზავრებდი თუ არა, ვთქვათ, მატარებლით ერთ ვაგონში ჰომოსექსუალთან ერთად? ბავშვმა თუ უპასუხა _ არა, სიმბოლურად სკოჩს ააკრავენ პირზე ან ხელ–ფეხს შეუკრავენ; ხოლო, თუ შემდეგ შეკითხვაზე “სწორი” პასუხი გასცა, გაუხსნიან და ეუბნებიან: ახლა შენ გათავისუფლდი კომპლექსებისგანო. სხვათა შორის, მსგავს სემინარებს ატარებს არა ვიღაც უბრალო პედაგოგი, არამედ სასწავლო ცენტრის ე.წ. ტრენერი, ბატონი კობა ბიწაძე. ეს ის კობა ბიწაძეა, რომელიც ამაყობდა, რომ ბაგრატის ტაძრის ეზოში დაკავებული იყო სექსუალური ურთიერთობით ყმაწვილ ბიჭთან. ე.ი., ეს გახრწნილების პროპაგანდაში ჩართული პირები ელაპარაკებიან ჩვენს შვილებს და ანაგვიანებენ მათ გონებას. აი, ეს არის ის, რაც ყველას გვაშფოთებს და გვაღელვებს, ამიტომ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მართალია მეუფე სპირიდონი, როცა ლომჯარიას გარყვნილ აგენტებს ცხვირს არ აყოფინებს პანსიონატში. ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: იქ მეუფეს ბავშვებისთვის მოწყობილი აქვს ნამდვილი სულიერი ოაზისი, იდეალური გარემოთი, პირობებით და ბავშვები იზრდებიან ჯანსაღ ატმოსფეროში. საერთოდ, მეუფე სპირიდონი დღეს განსაკუთრებული პიროვნებაა იმ თვალსაზრისით, რომ მისი ხმა ყოველთვის განსაკუთრებულად ჭექს. ის ყოველთვის ამხელს მათ, ვინც მხილებული უნდა იყოს, და მისი სიტყვა არის, როგორც ალესილი მახვილი. აი, ამიტომ არის მასზე განსაკუთრებული იერიში და თავდასხმები, მაგრამ, რა თქმა უნდა, მისნაირ პიროვნებებს ეს ყველაფერი ვერ დააზიანებს. პირიქით, კიდევ უფრო ზრდის მისი და დედაეკლესიის ავტორიტეტს, უწმინდესისა და უნეტარესის _ ილია მეორის წინამძღოლობით.
_ სახალხო დამცველმა თავის ოფიციალურ განცხადებაში ხელისუფლებასაც მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პანსიონატში მონიტორინგის შესაძლებლობა. რას ელოდებით ამ ყველაფრის ფონზე ხელისუფლებისგან და, საერთოდ, როგორ უნდა დასრულდეს ლიბერალური დიქტატი?
_ არ ვიცი, როგორ მოიქცევა ხელისუფლება, მაგრამ ხალხი უნდა გაერთიანდეს და წინ აღუდგეს ამ ყველაფერს, ისევე, როგორც აღვუდექით თავის დროზე, მაგალითად, მარიხუანის პლანტაციების გაშენების იდეას. ყველა უნდა გამოვიდეს და დადგეს უფლის ლაშქრად, თუ არ გვინდა, რომ, კიდევ ვიმეორებ, უცხოეთიდან დაფინანსებული მეხუთე კოლონის საჯიჯგნი გახდეს ეს ქვეყანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არათუ სკოლებში შეაღწევენ და პანსიონატებში, თოთოეულ ოჯახში შევლენ, თითოეულ მოქალაქეს, მშობელს დააყენებენ ფაქტის წინაშე და წაართმევენ ყველანაირ უფლებას შვილზე.
ხალხი უნდა გამოვიდეს და ფიზიკურად დაიცვას შვილები, დედაეკლესია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ ხალხმრავალი მიტინგი მოაწყოს ე.წ. სახალხო დამცველის, ქალბატონ ნინო ლომჯარიას ოფისთან, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში დასავლეთის მასონური, ანტიქრისტეს ძალებიდან შემოწირული თანხებით იგეგმება ჩვენი შვილების დასაღუპავი ახალ–ახალი პროექტები.
ნუ იყოფინ! ჩვენთან არს ღმერთი! ვდგეთ მტკიცედ!
უფალო შეგვიწყალენ!
ესაუბრა ჯაბა ჟვანია