Home რუბრიკები პოლიტიკა გურამ ნიკოლაიშვილი: სხვის ომში გმირობა და თავის გამოჩენა იმ დროს, როცა საკუთარი...

გურამ ნიკოლაიშვილი: სხვის ომში გმირობა და თავის გამოჩენა იმ დროს, როცა საკუთარი საჰაერო და საზღვაო სივრცე სრულიად დაუცველი გაქვს, ნორმალურია?!

2948
გურამ ნიკოლაიშვილი

12 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან შეფასებები გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველო სტრატეგიულად მზად არის ალიანსის წევრობისთვის. მისი თქმით, დღეს ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დასავლეთის უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს და ამას საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტიც ადასტურებს, რაც, ერთი მხრივ, თურმე საზოგადოებაში არსებული ჯანსაღი პროდასავლური განწყობებისა და, მეორე მხრივ, ხელისუფლების მიერ გატარებული ნატოს სტანდარტების შესაბამისიწარმატებული რეფორმებისშედეგი ყოფილა.

თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც წარმატებით გაატარებს დასავლური სტანდარტების შესაბამის რეფორმებს, რომლებიც გააძლიერებს დემოკრატიას და ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს თავის “ისტორიულ არჩევანთან”. მეტიც, მისი განმარტებით, დღეს უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პოლიტიკა და, პირველ რიგში, შეუქცევადი სწრაფვა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ არის გადამწყვეტ ფაზაში და ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება ქართველი ხალხის მიერ წლების წინათ გაკეთებული არჩევანის ასრულებით…

შეგახსენებთ, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობა ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გამოდის ნატოს გაფართოების იდეის წინააღმდეგ, რაც, როგორც ჩანს, უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა. მეტიც, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის 17 ივლისს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ მოცემულ ეტაპზე ნატოს გაფართოება შეცდომა იქნება, რადგან მან, შესაძლოა, მის წევრ სახელმწიფოებს საფრთხე შეუქმნას.

ცნობისთვის: აღნიშნულ ინტერვიუში ტრამპმა განსაკუთრებული ყურადღება ალიანსის წევრ პატარა სახელმწიფოებზე გაამახვილა და დასძინა, რომ, მაგალითად, მონტენეგროს შეუძლია აშშ-ის ჩათრევა მესამე მსოფლიო ომში. თუმცა იმავე ინტერვიუს ბოლოს “თეთრი სახლის” მესვეურმა ისიც აღნიშნა, რომ ამერიკა არ არის ვალდებული, სხვის ომში იომოს: “რატომ უნდა იომოს ჩემმა შვილმა მონტენეგროს დასაცავად…” მოგვიანებით აღნიშნულ ფრაზას დასავლეთის “ლიბერალური” ძალებისგან ხმაური და მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

რას ნიშნავს დღევანდელ ვითარებაში პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ნატოს წევრობისთვის სტრატეგიულ მზადყოფნაზე გაკეთებული განცხადება და რეალურად რა პოლიტიკური მოცემულობაა ამ ყველაფრის უკან?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება გენერალლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსტრატეგიულ მზადყოფნაშიაჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთვის. მისი შეფასებით, ეს ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგია. რეალურია ეს შეფასება? ვართ კი ჩვენ დღეს მზად ალიანსის წევრობისთვის, გნებავთ, სტრატეგიულად და გნებავთ, სხვა თვალსაზრისით?

_ დავიწყოთ იმით, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, როგორც სტრუქტურა, არ არის ის ორგანო, რომელსაც შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ალიანსში ახალი სახელმწიფოს მიღება-არმიღების საკითხში. მას არ აქვს შესაბამისი ბერკეტები, არსებითი გავლენა იქონიოს სამიტზე და ამით მნიშვნელოვნად შეცვალოს სამხედრო ბლოკის ხელმძღვანელობის პოზიციები. ეს ერთი. მეორე _ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნატოს წევრი წამყვანი სახელმწიფოები: გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი ალიანსის გაფართოების კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. მეტიც, დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე ამბობდა და მას შემდეგ სულ იმეორებს, რომ არ სურს, მისი ქვეყნის შეიარაღებული ძალები სხვის ომში, სხვის დასაცავად იბრძოდეს. გახსოვთ, ალბათ, რაც თქვა მან დაახლოებით ერთი წლის წინათ ჰელსინკიში მონტენეგროზე… ის დრო, როცა “თეთრი სახლის” პოზიცია (შეიძლება ფორმალურად, მაგრამ მაინც) მდგომარეობდა იმაში, რომ ნატოს კარი ღიაა, დასრულდა და ახლა უკვე ფორმალურადაც აღარ გვესმის მსგავსი განცხადებები. ეს, შეიძლება ითქვას, არის პირდაპირი შედეგი უწინარესად იმ ფუნდამენტური ცვლილებისა, რომელიც ტრამპის არჩევის შემდეგ განიცადა ვაშინგტონმა, თუმცა ეს პროცესი ამით არ დასრულებულა. ცვლილებების ტალღა ჯაჭვურად მოედო ევროპასაც და ჩვენ დღეს ვხედავთ იდეოლოგიურ დონეზე არსებითად შეცვლილ ევროპას _ ინგლისს, გერმანიას, საფრანგეთს, რომლებსაც არანაირი დიპლომატიური კეკლუცობა არ სჭირდებათ იმის სათქმელად, რომ დღევანდელ ვითარებაში ალიანსის გაფართოება მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ საქართველო სტრატეგიულად მზად არის ინტეგრაციისთვის, ბატონ თალაკვაძეს უნდა ესმოდეს, რომ ნატო, უწინარესად, არის სამხედრო ბლოკი და, როდესაც ამ ბლოკში შესვლის მზადყოფნაზე საუბრობ, შენი შეიარაღებული ძალები მინიმალურ დონეს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. თუმცა მე, როგორც სამხედრო პირი, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ დღეს შეიარაღებული ძალები საქართველოს, ფაქტობრივად, არ ჰყავს; ჩვენ არ გაგვაჩნია არც საჰაერო და არც საზღვაო თავდაცვა, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენი ძალების ერთერთი ძლიერი მხარე, როგორიც იყო ყოველთვის არტილერია, პრაქტიკულად მოშალეს და გაანადგურეს. თუ რამეს ვაჭარბებ და ვაზვიადებ, გამოვიდეს ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელსაც თალაკვაძის მსგავსად მიაჩნია, რომ მათ წარმატებული რეფორმები გაატარეს შეიარაღებულ ძალებში, და გამცეს პასუხი.

_ იმავე შეხვედრაზე თალაკვაძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ დღეს, როგორც არასდროს, ისეთი მხარდაჭერა აქვს დასავლეთში საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ახლოს არის ეს განცხადება რეალობასთან?

_ არჩილ თალაკვაძე არ არის სამხედრო პირი და შეიარაღებული ძალების ბევრი არაფერი გაეგება, მაგრამ, რადგან წარმატებულ რეფორმებზეა საუბარი, მინდა, ვკითხო: წარმატებული იყო, მაგალითად, ის “რეფორმა”, როდესაც ლევან იზორიას მინისტრობის პერიოდში ოფიცრების მთელი ნაკადი გაუშვეს თავდაცვის სამინისტროდან? ჯამში, იცით, რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს? _ დაახლოებით 2500; და ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთეს, რომ სამხედრო ბიუჯეტის 20% უნდა მოხმარებოდა ვითომ რაღაც ახალი ტექნიკის შეძენას. საუბარიაჯაველინებსადასტინგერებზე”, რომლებიც რეალურად არაფერში გვჭირდებოდა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მძიმე ტექნიკა, ტანკები, არტილერია, ძირითადად, კონსერვაციაზე გადაიყვანეს; არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ავიაცია, პრაქტიკულად, გაუქმდა. აი, ეს არის მათიწარმატებული რეფორმები”.

რაც შეეხება ნატოს, ვიღაცას ჰგონია, რომ ეს ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, რომლებზეც უზარმაზარი ფული იხარჯება და ეს ფული, ყველამ იცის, რომ წყალში იყრება, ჩვენს თავდაცვისუნარიანობას ვითომ აძლიერებს. სინამდვილეში არც ერთი ეს წვრთნა არ არის მორგებული საქართველოს სტრატეგიულ ამოცანებზე. უბრალოდ, საქართველო გამოყენებულია ტერიტორიად, რომ ჩვენს მიწაზე ჩვენივე ფულით მომზადდნენ სამხედროები, ოღონდ არა ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ სხვებისთვის საჭირო საერთაშორისო მისიებისთვის. კი, ბატონო, კარგია ამ მისიებში მონაწილეობაც, თუ აქვს ქვეყანას ამის რეალური რესურსი, მაგრამ სხვის ომში გმირობა და თავის გამოჩენა იმ დროს, როცა საკუთარი საჰაერო და საზღვაო სივრცე სრულიად დაუცველი გაქვს, ნორმალურია?!

_ რასმუსენის განცხადებაზე რას ფიქრობთ? მის მინიშნებას, რომ საქართველომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე უნდა იფიქროს ალიანსში შესვლაზე, როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ სპექტრში მწვავე რეაქცია მოჰყვა.

_ ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება: რასმუსენიც, ბრაიზაც, კრამერიც და ყველა ის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებიც თითქოს თამამ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე და მერე ეს ჩვენი “ლიბერალური” ისტებლიშმენტი ყალბი ეიფორიით ცდილობს საზოგადოების დაბრმავებას, აი, რამხელა მხარდაჭერა გვაქვს დასავლელი პარტნიორებისგანო, პრაქტიკულად, არიან კარიერადასრულებული დიპლომატები, ანუ ხალხი, რომლის განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მიკვირს, საქართველოს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკას ამ ადამიანების რიტორიკაზე რომ აგებს და არა იმ ტენდენციებზე, რომლებიც რეალურად წარმართავს დღევანდელი მსოფლიოს გეოპოლიტიკურ დღის წესრიგს. ვფიქრობ, ეს ძალიან საშიშია და, თუ ვინმე არის მმართველ გუნდში საღად მოაზროვნე, ამას უნდა ხვდებოდეს. რასმუსენის განცხადებას რაც შეეხება, ერთადერთი, ვინც ამ განცხადებამ ააღელვა და ააფორიაქა, იყო ჩვენი საზოგადოება. სხვა, ვინც უნდა გაეღიზიანებინა მას პირველ რიგში, მშვიდად შეხვდა ამ ყველაფერს იმიტომ, რომ ამ წლების განმავლობაში ყველამ გაიგო ერთი ჭეშმარიტება: რა კრიტერიუმიც არ უნდა დააკმაყოფილოს ამა თუ იმ ქვეყანამ, რა რეფორმები და ძირეული გარდაქმნებიც არ უნდა განახორციელოს, თუ დიდ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება არ არის, ის ვერასოდეს ვერ გახდება ვერც ნატოს და ვერც ევროკავშირის წევრი. ეს არის ისეთი ჭეშმარიტება, როგორც ორჯერ ორი _ ოთხი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი ჭკუათხელი და სხვის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტელიტა ამ ჭეშმარიტებით კი არ ხელმძღვანელობს, არამედ დასავლეთში წლების წინათ ჩამოწერილი მაკეინის ინსტიტუტის პროვოკატორებს შესციცინებს თვალებში. ამიტომაც ისინი რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ სათავიდან, თორემ, რაც დრო გავა, მავნე პოლიტიკა ისეთ სახეს მიიღებს, ისეთ აბსურდამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა, მერე გამოსავალზე ფიქრი რთული იქნება.

_ დღევანდელ ვითარებაში ხედავთ რეალური ცვლილებების წინაპირობას?

_ მართალი გითხრათ, არ მჯერა პოლიტიკაში მოულოდნელობების და ნამდვილად არ მაქვს ის განცდა, რომ უახლოეს მომავალში რამე არსებითად შეიცვლება, მაგრამ ერთ რამეს უკვე ყველა ვხედავთ: ეს ხელისუფლება თავისი საგარეო კურსით, თავისი ორიენტირებით ვერ გრძნობს თანამედროვე მსოფლიოს გეოპოლიტიკურ მაჯისცემას. ჩვენი ხელისუფალნი ვერ ხვდებიან, რომ სამყარო აღარ არის ერთპოლუსიანი, იგი ძირფესვიანად შეიცვალა. აი, ამიტომაა ზუსტად მათი სათავეში ყოფნის თითოეული დღე ქვეყნისთვის საშიში და ამიტომაა მათი პოლიტიკა წარუმატებლობების უწყვეტი ჯაჭვი. ეს მომავალშიც გაგრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ისევ საზოგადოება არ მივა უკიდურეს ზღვრამდე…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

3 COMMENTS

  1. თავიდანვე ტყუილიტ იწყებს რესპოდენტი და ამიტომ აღაც გავაგრძელე კითხვა… ტრამპი მოითხოვდა თავიდანვე, რომ წევრმა ქვეყნებმაც დახარჯოს ფული და მარტო ამერიკის გადასახდელი არ იყოს ხარჯები..მგონი ეროვნული შემოსავლის 2% ასახელებდა

  2. ჩვენი მთავრობა ამას არ ფიქრობს ჯერ ნატოში შესვლის ოაზისში არიან ,მაგრამ ხალხი ის აღარ არის რომ რამე გადაყლაპოს ამიტომ მთავრობა მოეშვას ზღაპრების მოყოლას და თავის გაუბედურებულ ხალხს მიხედოს რომელი პარტიისაც არ უნდა იყოს ის გაუფასურდა ყველაფერი ფასები ძალიან ზევით ავარდა ყველაფერზე მაგ სკამებზე ხალხმა დაგსვათ რომლებსაც სულს ხდით ედრებით ევროპას საითკენაც ხალხი გარბის იქ ხელფასიც კარგი აქვთ და პენსიებიც ვ მილიონიც არ ვიქნებით საქართველოში და ვერ მიგიხედიათ თქვენ ნამუსი გაქვთ არა მგონია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here