Home რუბრიკები პოლიტიკა გურამ ნიკოლაიშვილი: ამ სისტემის პირობებში მარიონეტს ყოველთვის შეცვლის მარიონეტი, ერთი წავა, სხვა...

გურამ ნიკოლაიშვილი: ამ სისტემის პირობებში მარიონეტს ყოველთვის შეცვლის მარიონეტი, ერთი წავა, სხვა მოვა, არსებითად არაფერი არ შეიცვლება…

1348
გურამ ნიკოლაიშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რამდენიმე დღის წინათ ტელეკომპანიაიმედისპირდაპირ ეთერში ოფიციალური მოსკოვის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ განცხადების მიღმა მკაცრი საოკუპაციო პოლიტიკის შორს მიმავალი გეგმები დგას. მისი თქმით, კრემლის მიზანი დღეს არა მხოლოდ ლაბორატორიაში შესვლა, არამედ ყველა იმ სფეროში შეღწევაა, რომლებზეც საქართველოს წარმატება დგას: “დღეს საქართველოს წარმატება ყველაზე მეტად დგას ჯანდაცვის სისტემაზე და ლუგარი არის საქართველოს ჯანდაცვის ნაწილი. რუსეთი მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიას კი არ ესხმის თავს და მხოლოდ იქ კი არ უნდა შესვლა, რუსეთს უნდა შესვლა საქართველოს ევროატლანტიკურ დღის წესრიგში, უნდა შესვლა და ჩარევა საქართველოს დემოკრატიაში, რუსეთს უნდა შესვლა საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაში…”

თუმცა, თალაკვაძის შეფასებით, კრემლის მიზანი დღეს არა მხოლოდ ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლა, არამედ საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევაცაა, ამის რეალური ნიშნებიც ჩანს. მეტიც, თალაკვაძის განმარტებით, მოსკოვს ამის განხორციელება ადრეც სურდა და მომავალშიც ყველა გზით შეეცდება, რაზეც “ქართული ოცნების” პასუხი ცივილიზებულ სამყაროსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და დემოკრატიის გაღრმავება იქნება.

ცნობისთვის: საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ოფიციალურმა მოსკოვმა თბილისთან პირდაპირი დიალოგის სურვილი რამდენჯერმე გამოთქვა, რასაც პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. პირველი განცხადება 2014 წელს, სოჭის ოლიმპიადის მიმდინარეობისას ვლადიმერ პუტინმა გააკეთა, პასუხად კი საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის გარეშე დიალოგი ვერ შედგებოდა…

კრემლის მხრიდან საქართველოსდემოკრატიულ არჩევნებშირა სახის ჩარევაზე საუბრობს დღეს პარლამენტის თავმჯდომარე და რას შეიძლება ის გულისხმობდეს ქვეყანაშიპრორუსული ძალებისგაძლიერების არდაშვებაში? საქართველო და მსოფლიოსესაუბრება გენერალლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ რუსეთის მიზანი დღეს არა მხოლოდ საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეცვლა, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევაცაა. მისი თქმით, მოსკოვს ამის გაკეთება ადრეც უნდოდა, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. არსებობს თუ არა დღეს წინაპირობა იმისა, რომ კრემლმა მართლა სცადოს ჩარევა ჩვენს საპარლამენტო არჩევნებში?

_ ყოველთვის, როცა მსგავს განცხადებებს ვისმენ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი კი არა, ლაპარაკობს რიგითი სამოქალაქო პირი, რომლის სიტყვებსაც არანაირი პოლიტიკური ფასი და დატვირთვა არ აქვს. ამას ირონიით არ ვამბობ, პირიქით, გულდაწყვეტით გეუბნებით, იმიტომ, რომ მართლა გული მწყდება, როცა ვხედავ, რომ სახელმწიფოს ბედი დამოკიდებულია პოლიტიკურ მდგომარეობაში აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებელ ადამიანებზე, რომლებიც ხანდახან სიტყვების მნიშვნელობასაც არ უკვირდებიან. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, თუ რამე რეალური წინაპირობა და საფუძველი არსებობს იმის, რასაც ბატონი თალაკვაძე ამბობს, არჩევნებზე ზემოქმედებას ვგულისხმობ, მაშინ უნდა თქვას, რომ აი, ეს პარტია ან რაღაც პოლიტიკუჰრი ბირთვი არის კრემლიდან მართული დესტრუქციული ძალა და მისგან მოსალოდნელია ეს და ეს.

ყველამ ვიცით, რომ მსგავსი ძალა დღეს საქართველოში არ არსებობს და ვერც იარსებებს, იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, კრემლი საერთოდ არ არის აქ პროცესებში ჩარევით დაინტერესებული და მეორე _ დღევანდელი ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არის მოჯადოებული წრე, რომელსაც აკონტროლებს თეთრი სახლი და მისი გარღვევა ამ ეტაპზე წარმოუდგენელია.

_ მაშინ რას ემსახურება ეს განცხადება?

_ ვფიქრობ, ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომ არჩევნებამდე წინმსწრებად მოხდეს ერთგვარი პოლიტიკური სტიგმის დამკვიდრება ყველა სუბიექტისადმი, რომლის ერთ-ერთი გზავნილიც ამომრჩევლის მიმართ რუსეთთან დიალოგის აუცილებლობა იყოს. ამით ხდება ერთგვარი ნიადაგის შემზადება იმისთვის, რომ ვთქვათ, თუ რომელიმე პარტია ან ცალკეული პოლიტიკური ფიგურა იტყვის, კრემლთან დიალოგი აუცილებელიაო, მაშინვე მისი დისკრედიტირება დაიწყოს. ეს ძველი ამბავია.

რაც შეეხება იმას, რომ რუსეთს სურს საქართველოს ევროატლანტიკურ დღის წესრიგში ჩარევა და რაღაც ბარიერების შექმნა, მგონი, ერთი რამ ვერ გაიგო პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომ აღარ არის მომგებიანი, არც საშინაო მოხმარების თვალსაზრისით და საერთაშორისო დონეზე ხომ, საერთოდ, ევროატლანტიკური პერსპექტივებით მანიპულირება. აღარ არის ეს თემა საინტერესო, იმიტომ, რომ ნატო, როგორც დაშლის პირას მყოფი უფუნქციო ორგანიზაცია, არავის აღარ აინტერესებს. როდის გაიგეთ ბოლოს, სტოლტენბერგს, ალიანსის გენერალურ მდივანს, რამე განცხადება გაეკეთებინოს?! ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ შიდა წარმოება უნდა განავითარონ, მოახდინონ მრეწველობის ნაციონალიზაცია და .. ის კი არა, ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეუწყვიტა დაფინანსება, მერე კი საერთოდ გაწყვიტა მასთან კავშირი და ისე მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ევროპელი ლიდერების მოწოდებები ყურადაც არ იღო. ან, საერთოდ, რომელ ნატოსა და მასში ინტეგრირების სიკეთეებზეა საუბარი, როცა ნატოს წევრი იტალია ფეხებზე დაიკიდეს?! წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად უკვდებოდათ ასობით მოქალაქე და დახმარება იყო ნული. საქართველოსთვის არის ეს ორგანიზაცია საიმედო?! ახლა ვიღაც იტყვის, რომ ასე მარტივადაც არ არის საქმე, ვაშინგტონს საქართველო სტრატეგიულად სჭირდებაო… სჭირდება არ ნიშნავს, რომ შენთვის სასარგებლო ნაბიჯებს გადადგამს. ვჭირდებოდით 2008-შიც, როცა შუბლით შეგვაჯახეს რუსეთს და, მერე რაც დაგვემართა, ყველამ ვნახეთ… ისე, ბატონი თალაკვაძე სინდისმა ცოთათი მაინც უნდა შეაწუხოს, როცა ქართულ დემოკრატიაზე ამბობს, რუსეთს მისი ხელყოფა უნდაო. რუსეთს, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესები აქვს, როგორც ყველა ზესახელმწიფოს, მაგრამ ქართული დემოკრატიის ხელყოფის ტრიუმფი ჩვენ ვნახეთ ამ დღეებში, როცა ამერიკელმა კონგრესმენებმა ევროპელ მაღალჩინოსნებთან შეხმატკბილებულად თითი დაუქნიესოცნებასდა სანქციების დაწესების მუქარით ორი დამნაშავე _ ოქრუაშვილი და უგულავა _ პოლიტპატიმრის სტატუსით გამოაშვებინეს ციხიდან. აი, ეს იყო ნამდვილი ჩარევა დემოკრატიაშიც და ყველაფერში, რაზეც დგას სახელმწიფო, თორემ რუსეთს რომ საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთარი ინტერესები აქვს, არც ახალია და არც გასაკვირი… ისე, ხშირად ხელოვნურად ხდება რუსულ საფრთხეებზე აპელირება, მერე ტეხენ ამაზე განგაშს, ამზადებენ ანგარიშებს, რომ თურმე ქვეყანაში არის რუსული პროპაგანდა, რომელიც მოსახლეობას დეზინფორმაციით კვებავს და იღებენ მილიონიან გრანტებს. შარშან, მაგალითად, მაკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და კონფერენციები მიუძღვნეს ამ საკითხს; და იცით, რით დამთავრდა ეს ყველაფერი?! 105 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად. სად მიდის ეს ფული და ვის ხელშია, ჩვენ ხომ ვიცითეს ვითომ ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლიარასამთავრობოებიანგარიშს ანგარიშზე რომ წერენ ხელოვნურ და თითიდან გამოწოვილ თემებზე, ხომ ვიცით აი, ამას ემსახურება ეს განგაში, თორემ მათ ქვეყნის მომავალი რეალურად რომ აფიქრებდეთ, აგერ მსოფლიო ძირფესვიანად იცვლება, ვინმე ლაპარაკობს იმაზე, როგორ და რანაირად შეიძლება ქვეყანა მოერგოს ახალ დღის წესრიგს?

_ სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინათ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ერთერთ გავლენიან დასავლურ გამოცემასთან, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოს მიმართ აგრესია გაზარდოსო. მან ღია კონფრონტაციის საფრთხეებზეც მიანიშნა

_ ქალბატონი ზურაბიშვილი ხშირად თუ წაიკითხავს და ღრმად ჩაიხედავს საქართველოს ისტორიაში, მისთვისვე იქნება უკეთესი. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ასე ხმამაღლა აღარ იფიქროს და ამდენი შეუსაბამო განცხადებები არ აკეთოს… რაც შეეხება აგრესიის საფრთხეს, ნებისმიერი კრიზისი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ზრდის ქვეყნებს შორის ვითარების გამწვავების ალბათობას და ამის არაერთი მაგალითი იცის ისტორიამ, თუნდაც მეორე მსოფლიო ომი, მაგრამ ეს ზოგადი მომენტია. ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში მთავარია, რა ხდება კონკრეტულ გეოპოლიტიკურ არეალში. როგორ იკვეთება დიდი სახელმწიფოების ინტერესები, მათი ფინანსური, სამხედრო და სტრატეგიული ამოცანები. რუსეთის შემთხვევაში მოცემულობა არის ის, რომ მისი აგრესია ნებისმიერი სახელმწიფოსადმი იზრდება მის მიმართ ამ სახელმწიფოების ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების შესაბამისად. იყო გარკვეული საფრთხეები ბალტიისპირეთიდან, იყო შესაბამისი რეაგირება, იყო საფრთხეები უკრაინიდან, არც იქ დააყოვნესჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ, სანამ საქართველოს, თუნდაც რიტორიკის დონეზე, რომელიმე პოლიტიკური ვექტორი კრემლის წინააღმდეგ გამოიყენებს, აქ მშვიდობა არ იქნება. დიახ, მუდმივად ვიქნებით აგრესიის საფრთხის ქვეშ და ამით არავინ დაზარალდება ჩვენს გარდა. აი, ეს არის ჩვენი რეალობა, ამიტომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მუდმივად ამყოფებს განტევების ვაცის როლში, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვეულებრივი მოღალატეა

_ ის, რომ დღეს საქართველო დასავლეთის მიერ იმართება და ხშირად ცდილობენ, რუსეთთან გლობალური გეოპოლიტიკური კინკლაობისთვის გამოგვიყენონ, არახალია. რა პერსპექტივა აქვს ჩვენს ქვეყანას, ამ მავნე პრაქტიკის დასასრულებლად და მეტნაკლებად დამოუკიდებელი პოლიტიკის საწარმოებლად?

_ პანდემიით გამოწვეული კრიზისი და პოსტკრიზისული მოცემულობა ამის გარკვეულ წინაპირობებს ქმნის, თუმცა ერთია ობიექტური რეალობით განპირობებული გარემოებები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით იქმნება და მეორე _ პოლიტიკური ელიტის ფაქტორი, რომელმაც შესაძლებლობები რეალობად უნდა აქციოს. ჩვენ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ხდება ის, რომ მმართველი გუნდი ჩარჩენილია ძველ დღის წესრიგში, ის ვერ აღიქვამს ახალ გამოწვევებს და განაგრძობს წლების წინათ აღებული კურსით სვლას.

რაც შეეხება გამოსავალს, ვშიშობ, ესენი მავნე პოლიტიკის მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვლენ, იმიტომ, რომ ამის არც ნება აქვთ და არც რესურსი, ამიტომ არის მნშივნელოვანი, რომ ყოველთვის, როდესაც ცვლილებებზე ვსაუბრობთ, მხედველობაში მივიღოთ სხვა გუნდი. მე მხედველობაში მაქვს არა ერთი პარტია, არამედ გარკვეული ბირთვი, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში შექმნის ამინდს. სხვანაირად ცვლილეჰბები არ იქნება და არც უნდა გვქონდეს ამის მოლოდინი, იმიტომ, რომ ამ სისტემის პირობებში მარიონეტს ყოველთვის შეცვლის მარიონეტი. ერთი წავა, სხვა მოვა, არსებითად არაფერი შეიცვლება

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here