Home რუბრიკები პოლიტიკა გურამ ნიკოლაიშვილი: ამერიკაში დემოკრატების გამარჯვება ნიშნავს, რომ ისევ წამოვა მრავალმილიონიანი გრანტები, კიდევ...

გურამ ნიკოლაიშვილი: ამერიკაში დემოკრატების გამარჯვება ნიშნავს, რომ ისევ წამოვა მრავალმილიონიანი გრანტები, კიდევ უფრო გააძლიერებენ “მესამე სექტორს” და სახელმწიფოსთვის მავნე ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას

788
გურამ ნიკოლაიშვილი

3 ნოემბერს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატის საეჭვო გამარჯვებამ, რომელსაც ტრამპი ჯერჯერობით არ აღიარებს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში (და არა მხოლოდ) გარკვეული მოლოდინი გააჩინა. ექსპერტები თუ პოლიტიკოსები უკვე დაუფარავად საუბრობენ, რომ ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტის ამპლუაში უფრო ქმედითი და აქტიური იქნება რიგი მიმართულებებით და საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებით ცვლილებებს გამოიწვევს. ზოგი იმასაც ამბობს, რომ კრემლის პოლიტიკისადმი უფრო აგრესიული და უკომპრომისო დემოკრატები თავიანთი რეფორმებით თუ მყისიერი ცვლილებებით ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პერსპეტივას მნიშვნელოვნად გაზრდიან. ამ ყველაფრის ფონზე, ქართულ .. ლიბერალურ ოპოზიციაში უკვე ერთგვარი სამზადისიც კია ახალ ადმინისტრაციასთან სათანამშრომლოდ, მაგრამ რეალურად რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს ან რა თვალსაზრისითაა ჩვენთვის თუნდაც კრემლისადმი აქტიური პროვოკაციული პოლიტიკის მომხრე ბაიდენის გაპრეზიდენტება ხელსაყრელი, დასაბუთება ყველას უჭირს

ცნობისთვის: ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ 2014 წელს, ვიცეპრზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას, ამბობდა, რომ არ აინტერესებს არც ერთი ერის კულტურა. მას ბარაკ ობამამ დაავალა, რომ ამერიკის დიპლომატიურ სამსახურს მსოფლიოს მასშტაბით ხელი შეეწყო ე.წ. სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვისთვის, ხოლო იმ ქვეყნებმა, რომლებიც ამ პროცესს წინ აღუდგებიან, უმკაცრესად უნდა ზღონ არაადამიანობისთვის: “თქვენ უმრავლესობა ხართ (ასე მიმართა მან შეხვედრაზე “უმცირესობებს”), ისინი კი _ ველურები. ქვეყნებმა, რომლებიც არ იცავენ ლგბტ უფლებებს, უნდა ზღონ არაადამიანურობის გამო…”

რას ნიშნავს საქართველოსთვის აშშში დემოკრატების გამარჯვება, რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში და რა პროცესებია ამ ყველაფრის ფონზე მოსალოდნელი, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება გენერალლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი.

_ ბატონო გურამ, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებამ საქართველოში .. პროდასავლურ პოლიტიკოსებს გაუჩინა მოლოდინი, რომ ვაშინგტონი უფრო გააქტიურდება ნატოს გაფართოების მიმართულებით, რუსეთის გავლენების წინააღმდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეშიდემოკრატიზაციისპროცესის ხელშეწყობის თვალსაზრისით და .. თუ რეალურია ეს ყველაფერი, რას მოგვიტანს მსგავსი პოლიტიკა?

_ დავიწყოთ იმით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნების თვალსაზრისით დამთავრებული არაფერი არ არის. მართალია, ხმების დათვლა დასრულდა, მაგრამ პრეზიდენტი ჯერ ისევ ტრამპია და ის არჩევნების შედეგს არ აღიარებს. ეს მრავლისმთქმელი და უპრეცენდენტო ფაქტია, იმიტომ, რომ მსგავსი რამ, პრაქტიკულად, პირველად ხდება ამ ქვეყნის ისტორიაში და არავინ იცის, რით დასრულდება. გარდა ამისა, უკიდურესად პოლარიზებულია მოსახლეობაც, რომლის საკმაოდ დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა. სხვათა შორის, ბოლო ერთერთმა კვლევამ, რომელიც ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ჩაატარა, აჩვენა, რომ ამერიკის მოსახლეობის ნახევარს არ სჯერა ამ არჩევნების სამართლიანობის

რაც შეეხება მოლოდინს, რომელიც ბაიდენის გაპრეზიდენტებამ გააჩინა გარკვეულ წრეებში, ერთადერთი, რაც, ალბათ, შეიცვლება ბაიდენის გაპრეზიდენტებით, იქნება ის, რომ მთავარ საფრთხედ ამერიკისთვის რუსეთი გამოცხადდება. მოგეხსენებათ, ტრამპის ადმინისტრაცია მთავარ საფრთხედ მიიჩნევდა ჩინეთს, თუმცა ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ბაიდენი რეალურ პოლიტიკაში მიზეზთა გამო არაფრის გამკეთებელი არ არის; უბრალოდ, დემოკრატებს მასზე უკეთესი კანდიდატი არ ჰყავდათ. ის ყველაზე სუსტი კანდიდატია იმ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის, რომლებიც ამერიკას ჰყოლია ოდესმე. ეს ჩემი აზრია. სხვა დანარჩენი, ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: თუ ვინმეს რამე მოლოდინი აქვს, ბაიდენის გაპრეზიდენტებით ჩვენთვის რაღაც სასიკეთოდ შეიცვლება, ეს არის ილუზია, ან სიბეცით და არა ადეკვატურობით განპირობებული, ან მიზანმიმართული პოლიტიკით, რათა საზოგადოება ისევ დააბნიოს და რაღაც ცრუ მოლოდინი შეუქმნას.

_ დასაწყისში თქვით, რომ ბაიდენის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამერიკისთვის მთავარ საფრთხედ არა ჩინეთი, არამედ რუსეთი გამოცხადდება. რისთვის სჭირდება ეს ვაშინგტონს, თუ ამ ყველაფერს რეალურ პოლიტიკაში ვერ ასახავს?

_ თეთრი სახლის პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე, რუსეთის გავლენის შესუსტების მცდელობის თვალსაზრისით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს მათთვის ერთგვარი მოუშუშებელი იარაა.. ჯერ იყო სირია, იქ ამერიკამ ვერაფერი გააწყო რუსეთის წინააღმდეგ და იძულებული შეიქნა, დაეტოვებინა ქვეყანა; ახლაა სომხეთი და იქაც პირდაპირ დაეჯახნენ ერთმანეთს, მაგრამ ვხედავთ, რომ ვერ დაიცვეს ფაშინიანი… აი, ამ ყველაფრის ფონზე, ცხადია, არსებობს სურვილი, რომ რუსეთს ახალ-ახალი სირთულეები შეუქმნან, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგრამ სურვილი ერთია და რეალური მოცემულობა _ მეორე. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს სენატში რესპუბლიკელები მეტნი არიან დემოკრატებზე და ეს უმრავლესობა, ცხადია, დიდ სირთულეებს შეუქმნის ბაიდენს. რაც შეეხება საერთაშორისო დონეზე ვაშინგტონის გავლენის შენარჩუნებას, მისი სტრატეგია ყოველთვის იყო ცხელი კერების შექმნა სხვადასხვა რეგიონში, რომლითაც, ერთი მხრივ, თავიანთ პოლიტიკურ ბერკეტებს, ხოლო, მეორე მხრივ, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მონოპოლიას ინარჩუნებენ. სხვათა შორის, ამერიკელი გენერალი ჯონმალხაზ შალიკაშვილი ჯერ კიდევ როდის გვეუბნებოდა, რომ, თუ ისინი ახალ საომარ მოქმედებებში არ ჩაერთვებოდნენ და ამით არ დაასაბუთებდნენ სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობას, დაფინანსებას ვერ მიიღებდნენ

_ გამოდის, ხელოვნურად ქმნიდნენ დაძაბულობას?

_ რა თქმა უნდა, დაწყებული ერაყითა და ავღანეთით, დამთავრებული სირიით _ ყველაფერი ამის გამოხატულება იყო. საერთოდ, ომი როდესაც არის, ჩნდება დამატებითი იარაღის წარმოების საჭიროება. ეს ძალიან მარტივია. ვინ აწარმოებს იარაღს? სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი. თუმცა, ამ კომპლექსს სახელმწიფომ რომ დაუკვეთოს, საჭიროა დაფინანსება, რომელსაც უზრუნველყოფს მსოფლიო ბანკი, სარეზერვო ფონდი, შეიძლება, სხვა ორგანიზაციებიც და ა.შ. აი, ეს არის სქემა, მაგრამ მანამდე, კიდევ ვიმეორებ, უნდა არსებობდეს იარაღის წარმოების საჭიროება, რომელსაც განაპირობებს ომი. რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, რომელსაც მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ე.წ. ლიბერალური ელიტაც საერთოდ ვერ აღიქვამს, უწინარესად, უნდა ითქვას, რომ რუსეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძირფესვიანად შეცვალა შეიარაღება. საუბარია 70%-იან ცვლილებაზე, რომელიც ნამდვილად გრანდიოზულია. ძველი შეიარაღება ან გაყიდეს, ან რეზერვში გადაიტანეს. ახლა რა შეცვალეს და განაახლეს კონკრეტულად: პირველი _ რუსები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ და ამ მიმართულებით მართლაც გასაოცარი მიღწევები აქვთ, საჰაეროკოსმოსური ძალების განვითარებას. მილიარდებია ამაზე დახარჯული; მეორე _ შექმნეს უახლესი ჰიპერბგერითი რაკეტა, რომელსაც მსოფლიოში ძნელად თუ მოეძებნება ანალოგი. ცნობისთვის: ჰიპერბგერითი რაკეტის სიჩქარე აღემატება 5000 კილომეტრს საათში. ასეთი რაკეტებიაცირკონი”, “ბულავა”, “კინჟალი…” სხვათა შორის, “ბულავას” სიჩქარე, როგორც ამბობენ, საათში 28 000 კილომეტრს მიაღწევს, ხოლო მოქმედების მანძილი 15 000 კილომეტრამდეა. აი, ამ შეიარაღებას ფლობს რუსეთი გაცხადებულად და საიდუმლოდ კი რა აქვს ან რაზე მუშაობს, კაცმა არ იცის…

_ დავუბრუნდეთ ისევ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატების თემას და იმ მოლოდინს, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებობს. ბაიდენი ჯერ კიდევ 2014 წელს ამბობდა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს არ სცემენ სექსუალური უმცირესობების უფლებებს, “უნდა ზღონ არაადამიანურობისთვის…” მისი პრეზიდენტობა გააძლიერებს საქართველოში .. ლიბერალურ გარდაქმნებს?

_ რა მოხდება და როგორ, მკითხაობას ვერ დავიწყებთ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ბაიდენი იმ პოლიტიკურ ელიტას ეკუთვნის, რომელიც ამბობს, რომ, მაგალითად, ადამიანმა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელი სქესის წარმომადგენელია. ეს ჩემი მოგონილი არ არის… რა თქმა უნდა, თუ დემოკრატები ჩაიგდებენ ძალაუფლებას, საქართველოსკენ ისევ წამოვა მრავალმილიონიანი გრანტები, უფრო გააძლიერებენ .. მესამე სექტორს, ამოქმედდება სხვადასხვა ფონდი და ყველაფერი ეს მოემსახურება ერთადერთ რამეს _ კიდევ უფრო გაძლიერდესლიბერალურიპროპაგანდა სხვათა შორის, დემოკრატები უკვე იმასაც ამბობენ, რომ ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება ჯარშიც უნდა დაუშვან. წარმოგიდგენიათ “დაბოლილი” ჯარისკაცი?!

რაც შეეხება ისევ იმ განცხადებას, რომ თურმე “ურჩმა” ქვეყნებმა არაადამიანურობისთვის უნდა ზღონ. ასე დასაჯეს და დაშალეს მათ თავის დროზე იუგოსლავია, რომელშიც მოძმე ერები ერთმანეთს გადაკიდეს. ასე ააფეთქებენ და არევდარევენ დღესაც ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ დაემორჩილებათ, თუმცა გავიმეორებ, რომ ამერიკაში ჯერ დამთავრებული არაფერია. პომპეოს ვიზიტიც ნაწილობრივ იმაზე მიანიშნებს, რომ აქ ზედმეტი მოლოდინი არ უნდა შექმნან…

_ გარდა იმისა, რაზეც საჯაროდ ისაუბრეს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო პომპეოს მთავარი გზავნილი ქართული პოლიტიკური სპექტრისადმი?

_ ერთია, რასაც საჯაროდ იტყვიან, ამაზე და იმაზე ვისაუბრეთო და მეორე _ დახურულ კარს მიღმა რა ხდება. ეს მომავალში გამოჩნდება, მაგრამ ერთი რამ ამთავითვე ცხადია _ ის განწყობები და ჟივილ-ხივილი, რომელიც ბაიდენის მიმართ აქვს აქ ზოგიერთს ატეხილი, მოწონებული ნამდვილად ვერ იქნება; ვერ იქნება თუნდაც იმიტომ, რომ ეს არავის სჭირდება, მათ შორის, ალბათ, თვითონ ბაიდენსაც. ჩვენი “ლიბერალური” ელიტის გადმოსახედიდან კი მათი ზარ-ზეიმი ლოგიკურია _ მათ ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში მეტი რესურსი ექნებათ პოზიციების გასამყარებლად. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ის წნეხი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში თეთრ სახლში გლობალისტების მოწინააღმდეგე ანტილიბერალის ჯდომით ჰქონდათ, მოეხსნებათ; ხოლო “დემოკრატიული რეფორმების” ახალ-ახალ ტალღებზე, რაც შეიძლება გულისხმობდეს ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონებას, ზელიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას და ა.შ., მუდამ მწვანე შუქი ექნებათ ანთებული.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here