Home ახალი ამბები საქართველო გულების მბრძანებელი

გულების მბრძანებელი

ლეგენდარული კარდიოქირურგი ლეო ბოკერია 80 წლისაა

6108
გულების მბრძანებელი

სახელგანთქმულ კარდიოქირურგ ლეო ბოკერიას 80 წელი შეუსრულდა. ის 1939 წლის 22 დეკემბერს დაიბადა საქართველოს ქალაქ ოჩამჩირეში. ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, 1968 წელს კი მუშაობა დაიწყო მოსკოვში, ბაკულევის სახელობის გულსისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრში, სადაც დღემდე მოღვაწეობს.

ლეო ბოკერია პირველი ქირურგია, ვინც ღია გულზე დაიწყო ოპერაციების გაკეთება. ექიმის მიერ შემუშავებულმა და შემოწმებულმა მეთოდებმა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ათასობით სიცოცხლე გადაარჩინა.

ლეო ბოკერიას პროფესიონალიზმი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა უმაღლეს დონეზე დააფასეს:  იუბილარს მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა.

დაუღალავი ბოკერია, ისევე, როგორც ახალგაზრდობაში, დღეში 6 ოპერაციას აკეთებს, დაკავებულია სხვა საქმით და ჰობით (ძალიან უყვარს ფეხბურთი), დღე-ღამეში სძინავს მხოლოდ 6 საათით.

ლეო ბოკერიას ჯანმრთელობის საიდუმლო, როგორც თვითონ ამბობს, არის ის, რომ ყოველ დღეს კარგი განწყობით იწყებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here