Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: NDI-ის კვლევამ დაადასტურა ის, რასაც ვეჩიჩინები “გამოფეისბუკებულ” პარტიებსა და მათ...

გულბაათ რცხილაძე: NDI-ის კვლევამ დაადასტურა ის, რასაც ვეჩიჩინები “გამოფეისბუკებულ” პარტიებსა და მათ ლიდერებს – ხალხს პურის ფული უჭირს, ხალხი არ გენდობათ!

რეალობას მოწყვეტილი, თავიანთფეისბუკებსადა პარტიულ ტელევიზიებში თვითგამომწყვდეული პარტიები ჯიუტად განაგრძობენ ხალხის მოთხოვნების გაუთვალისწინებლობას, არადა, ვითარება ისეთია, როგორსაც ვუხატავდი ბევრ მათგანს ბოლო წლებში:

ხალხის უმეტეს ნაწილს ლუკმაპური უჭირს, სარჩო-საბადებელი ადარდებს, ხვალინდელი დღის იმედი აქვს დაკარგული, თქვენ კი ამ დროს ნატოზე, “გეებზე”, რაღაც განყებენულ იდეოლოგიებზე, ნაგიჟარ მიშასა და კიდევ ბევრ უსაგნო თემაზე ესაუბრებით. თუმცა, ახლა რაც უნდა ისაუბროთ და სულ სოლომონ ბრძენის დარი აზრები აფრქვიოთ, ვფიქრობ, დაგვიანებულია _ ხალხის ნდობა დაკარგული გაქვთ!

ხალხი ენდობა ისეთ პარტიას (თუკი ასეთი მომავალში გაჩნდება), რომელიც არა მჭევრმეტყველებით, არამედ საქმით, ხალხთან სიახლოვით, ხალხის გასაჭირის გაზიარებით მოიპოვებს ნდობას და, ამასთანავე, იქნება არა დასავლეთზე, არამედ რეალობაზე ორიენტირებული, ეს რეალობა კი რუსული ბაზარი, რუსული ინვესტიციები, რუსული სამხედრო თავდაცვაა, მაგრამ, პირველ რიგში, დაამტკიცეთ, რომ სოციალური პრობლემების მოგვარება ძალგიძთ და რაღაც უკვე გაგიკეთებიათ ან აკეთებთ. აი ბოლო კვლევების შედეგები, არა მგონია, ამერიკული “ენდიაი” ჩემი თვალსაზრისის გამყარების მიზნით აყალბებდეს გამოკითხვის შედეგებს. ამჯერად ეს გამოკითხვა ბაჯაღლო სიმართლეა, ეს ისედაც ვიცოდით იმ სოციოლოგებმა, რომლებსაც ჭკუა მოგვეკითხება:

რესპონდენტების 32% ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სიღარიბეს ასახლებს, 32% _ ინფლაციას, 29 % _ სამუშაო ადგილებს, 16% _ ტერიტორიულ მთლიანობას, 13%_ პენსიებს. ამასთანავე, გამოკითხულთა 2% ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად ნატოში გაწევრებას, გარემოს დაცვას, ევროკავშირში ინტეგრაციას, კრიმინალს, რუსეთთან ურთიერთობასა და სასამართლო სისტემას ასახელებს. გარდა ამისა, რესპონდენტების 49% საქართველოსთვის ეკონომიკის წინაშე მდგარ მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, 42% _ ინფლაციას, 23% _ სიღარიბეს, 21% _ დაბალ ხელფასებს, 14% _ ლარის გაუფასურებას.

NDI-ის თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისის მიუხედავად, მოქალაქეები ძირითად ეკონომიკურ პრობლემებზე თანხმდებიან. გამოკითხულების უმრავლესობა თანხმდება, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში განათლების, ტერიტორიული მთლიანობის, კრიმინალისა და სიღარიბის მიმართულებით ქვეყანაში არსებული ვითარება გაუარესდა. “ქართული ოცნებისმხარდამჭერების 51% ფიქრობს, რომ სიღარიბის თვალსაზრისით ვითარება გაუარესდა. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არც მმართველი პარტია მოქმედებს და არც ოპოზიცია. 51% ამბობს, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ “ქართული ოცნება” ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გათვალისიწნებით მოქმედებს, 36% ეთანხმება, 13%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე. პარალელურად, რესპონდენტების 53% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტსა და თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. 31% ეთანხმება, 16-მა არ იცის ან უარია პასუხზე.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა კვლავ “პოლიტიკურად გადაუწყვეტელია” და პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებელი ისე დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. კითხვაზე _ “რომელი პარტია დგას თქვენს თვალსაზრისთან ყველაზე ახლოს?” _ 41%-მა თქვა, რომ არც ერთი; 12%-მა უარი განაცხადა პასუხზე, 6%-მა არ იცის; 24%-მაქართული ოცნებადაასახელა; 9%-მა _ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; 8%-მა კისხვა პარტიები.

აბა, მიდით, თქვენ მაინც თქვენი განაგრძეთ, შეუბერეთ _ ტაშიიი!..

georgia-news.info

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here