Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: სად ვცხოვრობთ, რომელ პლანეტაზე? რა ტერიტორიების დაბრუნებაზე ვლაპარაკობთ? მათხოვარი ქვეყანა...

გულბაათ რცხილაძე: სად ვცხოვრობთ, რომელ პლანეტაზე? რა ტერიტორიების დაბრუნებაზე ვლაპარაკობთ? მათხოვარი ქვეყანა ვის რად უნდა?!

1152
გულბაათ რცხილაძე

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა (IRI) და ეროვნულდემოკრატიულმა ინსტიტუტებმა (NDI) საქართველოში 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოიკიდეს ფეხი. ამ ამერიკული ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობა ძალიან დაბალია, მაგრამ, ამის მიუხედავად, საზოგადოებაცა და პოლიტიკური პარტიებიც დიდ ინტერესს იჩენენ მათ მიერ ჩატარებული ყოველი კვლევის მიმართ. არც 2019 წლის 30 იანვარს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები დარჩენილა პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და საზოგადოების ყურადღების მიღმა. ენდიაის კვლევის მიხედვით, ხვალ საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 52%- არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას; 41% ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს; 6%-მა არ იცის; ხოლო 1%- პასუხის გაცემა არ სურს. იმავე კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 36% ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

კვლევის შედეგების მიხედვით, “ქართულ ოცნებაზეპირველ არჩევანს 27% გააკეთებდა, ხოლო 2% _ მეორე არჩევანს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისშემთხვევაში ეს პროცენტული მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 12% და 2%: “ევროპული საქართველოსშემთხვევაში _ 3% და 5%. “პატრიოტთა ალიანსისშემთხვევაში _ 3% და 4%; სხვა პარტიების შემთხვევაში კი _ 7% და 5%.

ჩვენი ყურადღება მიიქცია იმან, რომ გამოკითხულთა 52 პროცენტს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას, და პასუხმა, რომ არც ერთ პარტიას მხარს არ უჭერს 36 %. გამოდის, ამომრჩევლის 88%- არ მოსწონს საქართველოში მოქმედი არც ერთი პოლიტიკური პარტია.

ამ კვლევის შედეგებსა და ქართველი საზოგადოების განწყობაზე გვესაუბრებაევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე.

_ ბატონო გულბაათ, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებისა ბევრს არ სჯერა, მათი შედეგები მაინც იპყრობს ყურადღებას. ამჯერად, ორი შეკითხვის პასუხები იყო მნიშვნელოვანი _ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს და, ხმას ვის მისცემს, არ იცის. ამით რის თქმა სურს 9 წლის განმავლობაში შიშში ნაცხოვრებ და ახლა უკვე მოშიმშილე ქართველ ხალხს?

_ ეს მასობრივი პროტესტია და ნიჰილიზმი. ხალხს სურს, ნორმალური საარსებო პირობები, აღარ ვსაუბრობ საცხოვრებელ პირობებზე… რაც, დამეთანხმებით, ახლა უფრო გაჭირდა, ვიდრე აქამდე. მოახლოებული არ არის არც ერთი არჩევნები, ამიტომ ამ დისკრედიტებული ორგანიზაციის მხრიდან რაიმე გაყალბების მცდელობა არ იქნებოდა. ამჯერად ნაკლებია სიყალბე. მჯერა, ეს ნამდვილად ხალხის აზრია.

_ ამომრჩევლის ის პროცენტი, რომელსაც არც ერთი პარტია არ მოსწონს, ნატოსა და ევროკავშირის მოწინააღმდეგენი არიან?

_ არის ამ კვლევებში ასეთი შეკითხვა, მაგრამ ამჯერად პროცენტი დიდია იმ ხალხისა, რომელსაც სურთ ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობა:

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ევროკავშირში გაწევრების მიზანი გამოკითხულთა 83%-ისთვის მისაღებია, 9%-ისთვის _ მიუღებელი; 7%-მა არ იცის. ნატოს წევრობა მისაღებია _ 78%-ისთვის,

მიუღებელი _ 13%-ისთვის, არ იცის _ 9%-მა.

ეს მაჩვენებელი 4-5 წლის წინათ სხვანაირი იყო, რასაც ენ-დი-აიც კი ვერ მალავდა. რამდენიმე წლის წინათ ნატოსა და ევროკავშირის მიმართ ნდობის დაკარგვა იმან გამოიწვია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქართულ წარმოებას გაუხსნა ბაზარი, რაც სწორი იყო. ამასთანავე, მან შეარბილა სავიზო რეჟიმი და ხალხის მიმოსვლა გაამარტივა. ტურისტების შემოსვლამ ქვეყანაში ქართულ ეკონომიკაზე კარგად იმოქმედა. მოკლედ, რამდენიმე წლის წინათ რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს სამაშველო რგოლი გადმოუგდო. ხაზს ვუსვამ, სამაშველო რგოლი გადმოუგდო ქვეყანას და არა ხელისუფლებას. თუმცა რუსეთის მხრიდან არაფერი არ გაკეთებულა იმისთვის, რომ ახსნა-განმარტებითი სამუშაოები ჩაეტარებინა ჩვენი მოსახეობისთვის; ეთქვა გარკვევით, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის ის ნაბიჯები, რომლებიც მან კეთილი ნებით გადადგა. პირიქით, მისმა ქცევამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს ჩვენ, ქართველებს, მისგან ეს ყველაფერი გვეკუთვნოდა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. და რადგან რუსეთმა არაფერი არ აგვიხსნა, დაიწყო მეზობელი ქვეყნის ლანძღვაგინების ახალი ეტაპი.

ეს რომ არ გაგრძელდეს, საჭიროა, ისევ რუსეთმა გადმოდგას შემდეგი ნაბიჯი _ სავიზო რეჟიმი გაუქმდეს, ინვესტიციები შემოვიდეს, თუმცა ამ ინვესტიციებზე ქართველი ხალხის რაღაც ნაწილს მაინც გართულება აქვს; თვლიან, რომ რუსების მიერ ჩადებული ინვესტიცია ოკუპაციას ნიშნავს. საკითხისადმი ასეთი მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიმართ მავნებლობაა, მაგრამ მაინც რუსეთს ვადანაშაულებთ, რადგან, როდესაც კარგი საქმე გაგვიკეთა და დახმარების ხელი გამოგვიწოდა, არ მოაყოლა ახსნაგანმარტება, სიმართლე ეთქვათ, რასაც აქ რუსულ პროპაგანდას უწოდებენ და რომელიც რეალურად არ არსებობს.

რუსეთი ვერ ახორციელებს თავის სტრატეგიულ მიზნებს კავკასიაში და ამიტომ ციფრები, რომლებიც ახლა გამოქვეყნდა, არ მიკვირს. არ მიკვირს, რომ გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ნატო დაიცავს და ევროკავშირი ქვეყნის განვითარებისთვის კარგია. ქართველს უკვე ჰგონია, რომ რუსეთიდან იმაზე მეტს ვეღარაფერს მიიღებს, რაც უკვე აქვს. იმაზე არ ფიქრობენ, რამდენი ფული შემოდის რუსეთიდან.

შეკითხვა უნდა დაისვას ასე: ევროპა უნდა იყოს თუ რუსეთი? რადგან შეკითხვა ასე არ იყო დასმული, საზოგადოებამ პასუხიც შესაბამისი გასცა. საზოგადოებრივი აზრი დროდადრო იცვლება, რასაც ჩვენ რუსეთს ვერ ვაგებინებთ. რუსები ზოგიერთ ქვეყანაში ხარჯავენ დიდძალ ფულს იმისთვის, რომ მოსახლეობას აუხსნან განსხვავება მათსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, ცდილობენ, თავიანთი ქვეყანა დადებითად წარმოაჩინონ, მაგრამ იმავეს არ აკეთებენ, ასე ვთქვათ, ახლო საზღვარგარეთში, ე.წ. პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში.

რუსეთის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობენ, რომ მხოლოდ ოფიციოზთან მუშაობენ და სხვასთან არავისთან. მათ ეს სწორი ჰგონიათ. ისინი არ ერევიან ქვეყნების საშინაო საქმეებში, სამაგიეროდ, ამას დიდი სიამოვნებით აკეთებს ამერიკა _ საშინაო საქმეებშიც ერევა, პოლიტიკაშიც, ოპოზიციის საქმიანობაშიც და მმართველი ძალის საქმეებშიც. ამერიკელებს მშვენივრად აქვთ მოგვარებული უერთიერთობა საქართველოსთან.

ასე რომ, ბოლო კვლევები, რომლებიც ენ-დი-აიმ გამოაქვეყნა, სწორია და მასში ეჭვი არ შემაქვს.

_ უკვე რამდენიმე წელიწადია, საქართველოში მოქმედი ამერიკული ინსტიტუტების კვლევებში არ არის შეკითხვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. თავდაპირველად იყო ეს შეკითხვა, მაგრამ ნელნელა გაქრა. როგორ ფიქრობთ, ქართველი ხალხის სურვილი აღარ არის ტერიტორიების დაბრუნება?

_ საქართველოს მოსახლეობა ხედავს, რომ ტერიტორიების დაბრუნება არარეალურია. სად ვცხოვრობთ, რომელ პლანეტაზე? რა ტერიტორიების დაბრუნებაზე ვლაპარაკობთ? მათხოვარი ქვეყანა ვის რად უნდა?!

აფხაზები და ოსები ნებით არ წამოვლენ ჩვენკენ, ბევრი შეცდომა დავუშვით. არაფერი არ შეგვიძლია. ქვეყანაში საშინელი ქაოსი გვაქვს, ყოველ დღე გულისამრევი ინფორმაცია გადის _ ხან ნარკოკლუბბასიანზევლაპარაკობთ, ხან პირადი ცხოვრების ამაზრზენ კადრებზე, ხან გეებზე, ჯანდაბაზე და უბედურებაზე და მითხარით, ასეთ ქვეყანას ვინმე შეუერთდება?

ჩვენი ხალხი ბრიყვი არ არის, რეალობას ხედავს და ამაზე აღარ საუბრობს. განა არ სურს ქვეყნის გაერთიანება? უბრალოდ, ხედავს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეს საკითხი აქტიურად არ დადგება, პრიორიტეტი არ იქნება.

_ კვლევამ დაგვანახა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს რაღაც ახალი სურს, ახალი პოლიტიკური გუნდის დანახვა უნდა

_ ახალი ძალის გამოჩენისა არავის არ სჯერა. სურთ, მაგრამ არ სჯერათ. რამდენი ვინმე გამოჩნდა, მაგრამ ხალხზე, რეალურ პრობლემაზე არავინ არ ფიქრობს. ღრუბლებში დაფრინავენ, ზოგი ძალიან არის ეკლესიაში “გადავარდნილი”, ზოგი ნაციონალისტობს, ზოგი რას ამბობს და ზოგი რას… ისეთი გიჟური ლოზუნგები ისმის, გასული საუკუნის 80-იან წლებშიც რომ არ მომისმენია.

ერთი თვეა, სოციალურ ქსელში დავრეგისტრირდი, თვალს ვადევნებ პოლიტიკოსების “პოსტებს”, ისინი თითქოს თეატრის სცენაზე დგანან და აქედან კიდევ რამდენიმე იდიოტი უწონებს ნათქვამს. ეს მოწონებები მათ აგიჟებს, ჰგონიათ, ხალხსაც მოსწონს. ვურჩევ, გააუქმონ “ფეისბუკი”, იარონ ხალხში, მოისმინონ რეალური პრობლემები. გაიგონ, ვის არ აქვს წყალი, ბუნებრივი აირი, მიწა ვის გაუყიდეს, საძოვარი ვის წაართვეს… ყოფითი და სოციალური პრობლემებით დაინტერესდნენ, რამდენი მუშა კვდება, რამდენს გაუსაძლისი სამუშაო პირობები აქვს და ა.შ. დაანებონ თავი ლექციის კითხვას იმის შესახებ, რომელი ქვეყანა როგორ ცხოვრობს, ჩვენ მათზე უკეთ ვიცით ბევრი რამ. საქმე გააკეთონ, ხალხს მიხედონ, უკვე დაგროვილი აქვთ საკმარისი ფინანსები და ბიძინა ივანიშვილივით ნუ მოიქცევიან, საქმეში ივანიშვილის ფულის ჩადებას ნუ დაელოდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ გაჩნდება მოთხოვნა დიქტატურაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, სტალინი კი არა, მიშასნაირი სადისტი დიქტატორი გამოჩნდება.

გაეროს მონაცემებით, ქართველები კავკასიაში ერთდერთი ხალხი ვართ, რომელიც არ მრავლდება, პირიქით მინუსში ვართ. ამ საკითხს მიხედონ, თორემ მალე ქართველის მხოლოდ კარიკატურა თუ პორტრეტი დარჩება _ ინფანტილური ღიპიანი ქართველი და მერე აღარავის აღარ გაახსენდება აღაც რუსთაველი და აღარც ვაჟაფშაველა

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here