Home რუბრიკები პოლიტიკა გულბაათ რცხილაძე: გათვლა კეთდება იმაზე, რომ შეიქმნას სამხედრო ბაზა ჯავახეთში და ამ...

გულბაათ რცხილაძე: გათვლა კეთდება იმაზე, რომ შეიქმნას სამხედრო ბაზა ჯავახეთში და ამ ბაზას მოაყოლონ “დამხმარე სამოქალაქო პერსონალი”

2798
გულბაათ რცხილაძე

რამდენიმე დღის წინათ ამერიკელი მკვლევარისა და ანალიტიკოსის _ ლუკ კოფის იდეას სირიიდან გამოსული ამერიკული ჯარის საქართველოში განთავსების შესახებ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული იდეა არ არის ვაშინგტონის ოფიციალური პოზიცია, კამათი საკითხის გარშემო კვლავ გრძელდება. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტების ნაწილი (რესპუბლიკური პარტია, “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველოდა სხვ.) მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ კოფის განცხადების კვალდაკვალ ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს, რათა ამერიკული ჯარის თუნდაც მცირე ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდეს.

ეს ნაბიჯი რეგიონში (და არა მხოლოდ რეგიონში) საქართველოს უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გაამყარებს; ხოლო სტაბილურობის თვალსაზრისით უფრო მეტ გარანტიებს გააჩენს ქვეყნის მიმართ. მიუხედავად ამ მკვეთრი გზავნილებისა და განცხადებებისა, ხელისუფლების წარმომადგენლები შეფასებებს არ აკეთებენ, რაც აშკარაა, რომ პოლიტიკურ სპექტრში გარკვეულ დაძაბულობას ქმნის. ოფიციალური პირები თავს არიდებენ პასუხს შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობენ ამერიკელი მკვლევარის მიერ წამოყენებულ იდეაზერას ნიშნავს საქართველოსთვის ლუკ კოფის განცხადება და რა მიზანს ემსახურება სინამდვილეში მსგავსი პოლიტიკური გზავნილები? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრებაევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე.

_ ბატონო გულბაათ, ლუკ კოფის განცხადებამ, რომლის თანახმად, თურმე კარგი იქნება, თუ სირიიდან გამოსული ამერიკული ჯარები საქართველოში განთავსდებიან, ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთობ ააფორიაქა. ზოგი მიიჩნევს, რომ საქართველომ ესშესაძლებლობახელიდან არ უნდა გაუშვას; ზოგი პირიქით _ სკეპტიკურად უყურებს ამ ინიციატივას. რა მიზანს ემსახურება რეალურად ეს ყველაფერი?

_ ვფიქრობ, გასაკვირი არ არის, რომ ამ განცხადებამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია, მაგრამ უფრო საინტერესო და საყურადღებო მაინც სხვა რამაა. პირველ რიგში, მოდი, ვთქვათ, ვინ არის ლუკ კოფი. ეს კაცი ან არასერიოზულია და ექსპერტობასა თუ ანალიტიკოსობასთან საერთოდ კავშირი არ აქვს, ან ამ ყველაფრის უკან დგას სრულიად სხვა რამ. რას ვგულისხმობ: პირველი და უმთავრესი _ გათვლა, ალბათ, კეთდება პოლიტიკური ტემპერატურის აწევაზე. როგორც ჩანს, არის ისევ გარკვეული ინტერესი და მცდელობები, რომ საქართველოს კვლავ ჰქონდეს აქტიური დესტრუქციული როლი რუსეთის და არა მხოლოდ მის წინააღმდეგ. ეს ერთი. ახლა მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, რაც გაავრცელა საინფორმაციო სააგენტო “ნიუსფრონტმა”: არიან გავლენიანი ადამიანები, მათ შორის, ლუკ კოფის გარემოცვაში, რომლებსაც აქვთ თავიანთი კონკრეტული ინტერესები. აქ საუბარია დიდი ბიზნესსტრუქტურების წარმომადგენლებზე, ერთ-ერთი მათგანია სომხური ლობი.

_ რა კავშირი აქვს ამ ლობისა და ბიზნესსტრუქტურებს კოფის იდეასთან?

_ მოგახსენებთ. არის, მაგალითად, ასეთი პიროვნება _ ნერსი ნაზარი, იგივე ნერსეს ნაზარიანი, რომელიც ამერიკის სომხური დიასპორის მძლავრი ფინანსური წარმომადგენელია. ეს ადამიანი თანადამაარსებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელია კომპანიისა Vital Connect. Inc, რომელიც, თავის მხრივ, სახელგანთქმულ Silicon Valley-ში ფუნქციობს და საკმაოდ წარმატებითაც. სავარაუდოდ, სწორედ ამ პიროვნებამ ჩააწვეთა ლუკ კოფის იდეა, რომ ამერიკის სამხედრო ბაზა გაჩნდეს ჯავახეთში. რატომ? იმიტომ, რომ იქ მოხდეს სირიელი სომხების შემოყვანა და დასახლება. ოფიციალური მონაცემებით, დღეს სომხეთს 22 ათასი სირიელი სომეხი აფარებს თავს. გათვლა კეთდება იმაზე, რომ შეიქმნას სამხედრო ბაზა ჯავახეთში და ამ ბაზას მოაყოლონდამხმარე სამოქალაქო პერსონალი”. საერთოდ, სომხეთის ნაციონალისტურ ძალებს და, მათ შორის, მათ გავლენიან ამერიკულ ლობისაც ძალიან აშფოთებს ის, რომ ბოლო პერიოდში ჯავახეთი სიღარიბის გამო ბევრმა სომეხმა მოქალაქემ დატოვა. მათი დიდი ნაწილი რუსეთში წავიდა, ნაწილი სხვა _ ქვეყნებში და ამან, ბუნებრივია, რეგიონში გარკვეულწილად შეცვალა დემოგრაფიული სურათი. აი, ამ დემოგრაფიული დანაკლისის შევსებაზე მიდის დღეს, როგორც ჩანს, აქტიური მუშაობა და ამ პროცესში სერიოზული ძალებია ჩართული. კიდევ ვიმეორებ: ამ ვერსიას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო “ნიუსფრონტი” და მასალაში ეს ყველაფერი გამყარებულია კონკრეტული არგუმენტებით, რომლებსაც შესაბამისი ბმულები ერთვის. თუ ვინმეს დააინტერესებს, შეუძლია, გადაამოწმოს. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ეს ვერსია ყურადსაღებია.

_ კოფის განცხადება ბევრმა შეაფასა ერთგვარ პოლიტიკურ პროვოკაციად, რომლის მიღმაც ნაკლებ სავარაუდოა, რეალური გეგმა იდგეს.

_ ცხადია, ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ, თუ ეს პროვოკაციაზე მეტია, მაშინ მას სხვა უფრო რეალური ახსნა არ აქვს, გარდა იმისა, რაც გითხარით საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით.

რაც შეეხება ამ ყველაფრის შესაძლო გავლენას რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, ცხადია, ეს ყველაფერი გამოწვევაა არა მხოლოდ ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის, არამედ თურქეთის მიმართაც, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, თურქეთი დღეს სხვა პოლიტიკას ატარებს რუსეთისა და ირანის მიმართ. საერთოდ, მსგავს პროვოკაციულ განცხადებებს, თუნდაც მის მიღმა არ იდგეს რამე კონკრეტული მოქმედების გეგმა, შეუძლია ბევრი რამ შეცვალოს რეგიონში. ეს კარგად ესმით დასავლეთში და შესაძლოა, სწორედ ამ პოლიტიკურ რყევებზეა გათვლილი, ამიტომ არის საჭირო ხელისუფლების მხრიდან დროული და ადეკვატური რეაგირება ყველა ასეთ გამოვლინებაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ დღეს ასეთ რეაქციას ჩვენი პოლიტიკური ელიტისგან. პირიქით, ხელისუფლება გაჩუმებულია, თითქოს არაფერი ხდება. არ ვამბობ, რომ ამ ერთი კონკრეტული განცხადებით ქვეყანა დაიქცა, მაგრამ, როცა ამხელა აჟიოტაჟია, თუნდაც ხელოვნურად ატეხილი, პოზიციის გამოხატვა აუცილებელია…

_ რას ნიშნავს ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან პოზიციის გამოხატვისგან თავის შეკავება?

_ ეს დუმილი იმაზე მეტყველებს, რომ დაშინებული ხელისუფლება გვყავს და მას არ შეუძლია თავისი პოზიციის გამოხატვა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ მისასალმებელია უშიშროების ახალდანიშნული მინისტრის, ლილუაშვილის, განცხადება რუსულ-ქართულ ურთიერთობებსა და გარკვეულ პოლიტიკურ ფობიებზე. მოგეხსენებათ, ერთ-ერთ ინტერვიუში მან პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ფობიებს და რომ რუსოფობია არაფერში გამოგვადგებაო. სხვათა შორის, იმავე გამოსვლაში მან დაგმო ქუთაისში გავეშებული ბრბოს მიერ ვითომ ოკუპაციის გაპროტესტების მიზნით სპექტაკლის ჩაშლის მცდელობა. რა შუაშია ოკუპაცია, ჩამოსული იყო პეტერბურგის თეატრი და მიდიოდა წარმოდგენა. ვფიქრობ, ეს განცხადება მიუთითებს, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, დღევანდელ ხელისუფლებაშიც არიან ცალკეული სუბიექტები, რომლებიც საღად აზროვნებენ და ადეკვატურად აფასებენ მიმდინარე პროცესებს.

რაც შეეხება ქმედებებს და რეალურ პოლიტიკას, მიუხედავად შიგადაშიგ გაკეთებული საღი შეფასებებისა, რეალობა კომიკურია: ქვეყანაში პოლიტიკურ დღის წესრიგს ისევ ვითომ პროდასავლურილიბერალურისუბიექტები ადგენენ და ეს ძალები კარნახობენ მმართველ გუნდს ყველაფერს. ხელისუფლება, მართალია, ცდილობს, ეს არ შეიმჩნიოს, მაგრამ გარკვეულ პოლიტიკურ კომპლექსებს ყველა ხედავს. ყველა ხვდება, რომ “ოცნება” თავისი ლიდერებით ერთგვარი პოლიტიკური კომპლექსების ტყვეობაშია.

_ რუსეთთურქეთის ურთიერთობასა და ბოლო პერიოდში გაღრმავებულ თანამშრომლობაზეც გკითხავთ. გარკვეული პოლიტიკური ძალები საქართველოში ამბობენ, რომ ეს პროცესი დასავლეთისთვის, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისთვის, საქართველოს მნიშვნელობას ზრდისრეალურია ეს შეფასება?

_ ყველაფერი პირიქითაა. თუ თურქეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდება, ეს დასავლეთისთვის საქართველოს მნიშვნელობას შეამცირებს. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ თურქეთი არის საქართველოსთვის სწორედ დასავლეთთან დამაკავშირებელი უმოკლესი და ყველაზე რეალური გზა… გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ შავ ზღვაში, რომლის აკვატორიაშიც “თეთრი სახლი” ძალიან ცდილობს გავლენის გაძლიერებას, რუსეთი და თურქეთი არიან დომინანტები. მეტსაც გეტყვით, ამ ორ ქვეყანასთან შეთანხმების გარეშე შავი ზღვა, ზღვა კი არა, არის ტბა და ვერც ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალები აქ ცხვირს ვერ შემოყოფს. სხვათა შორის, თურქეთი დღეს სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს აფხაზეთში და განსაკუთრებით ტყვარჩელში, განსხვავებით შევარდნაძის პერიოდისგან, როდესაც ბატონი ვალერი ჩხეიძე იყო სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თურქულ თევზსაჭერ სეინერებს აკავებდნენ ჩვენს აკვატორიაში. მერე რაც მოხდა, ყველამ ვიცით _ სააკაშვილმა, ფაქტობრივად, გაანადგურა საზღვაო ძალები და სასაზღვრო კონტროლის ყველანაირი მექანიზმი მოშალა, მაგრამ ამაზე დღეს არავინ საუბრობს, საუბრობენ იმაზე, რომ თურმე ამერიკის დაძაბული ურთიერთობა ოფიციალურ ანკარასთან ჩვენთვის კარგია. რა არის კარგი და რა _ არა, პროცესები გვიჩვენებს, მაგრამ ერთი შეკითხვა მიჩნდება: ვინ არის დღეს იდიოტის მდგომარეობაში _ აზერბაიჯანი, რომელსაც აქვს ბალანსის პოლიტიკა, გვედავება ტერიტორიებს და წარმატებითაც; სომხეთი, რომელიც, მართალია, თურქეთთან არ არის ნორმალურ ურთიერთობაში, მაგრამ რუსეთის მოკავშირეა და ამით ასევე კარგად ახერხებს ბალანსის შენარჩუნებას, თუ ჩვენ? პასუხი, მგონი, ერთმნიშვნელოვანია _ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა ხელისუფლებამ “მოახერხა” ის, რომ ქვეყანას ყველა მიმართულებით განეცადა კრახი, დაეთმო ყველაფერი და სანაცვლოდ არაფერი მიეღო. აი, ეს პოლიტიკა გრძელდება დღესაც და ვფიქრობ, ამ პირობებში კარგის მოლოდინის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს.

რაც შეეხება ისევ კოფის განცხადებას, არ მიმაჩნია, რომ ამ განცხადებას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ ხელისუფლება სირაქლემის პოზაში კი არ უნდა იყოს, მით უმეტეს, როცა ხედავს, რომ ამ თემით ისეთი დესტრუქციული ძალები (როგორიცაა, მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განაყოფი სუბიექტები) სარგებლობენ, არამედ უნდა გამოვიდეს და გააკეთოს განცხადება. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას უნდა ეთქვა, რომ ეს საკითხი არ განიხილება, იმიტომ, რომ კოფი არ არის ოფიციალური პირი და მისი ინიციატივა არ შეიძლება აღვიქვათ რომელიმე ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკად.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here