გულბაათ რცხილაძე: აშშ საქართველოს მოკავშირე აღარ არის, შეიძლება ის მოწინააღმდეგედაც იქცეს, ამერიკის ფორმალური მოკავშირეობა დასრულდა

    გულბაათ რცხილაძე

    უკვე თვეზე მეტიაამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი არაორდინარული განცხადებებითა და ქმედებებით მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს. ერთერთი ასეთი ქმედება იყო 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა, როდესაც მსოფლიომ იხილა დამცირებული უკრაინის პრეზიდენტი და აგრესიული ამერიკელი მასპინძლები.

    რა მოხდა ოვალურ კაბინეტში, რა სურს დონალდ ტრამპს და რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამერიკის პრეზიდენტის ქმედებებმა? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება:

    _ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ამერიკის პრეზიდენტის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან უპრეცედენტო შემთხვევაა დიპლომატიაში.

    ტრამპი, მოგეხსენებათ, ბიზნესმენია და დაკავებულია ხელშეკრულებების გაფორმებით, საქმოსნობით. ის საქართველოშიც იყო ჩამოსული სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, ასე ვთქვათ, ორი კაპიკის საშოვნელად. როგორც მახსოვს, 400 ათასი დოლარი ჩაიჯიბა სააკაშვილთან ერთად ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს ბათუმში ააშენებდა ,,ტრამპთაუერს”…

    ტრამპს პირველი პრეზიდენტობისას არ ჰყავდა სანდო გუნდი, ამიტომ არ დასცალდა, განეხორციელებინა თავისი კონცეფცია. ამჟამად ტრამპი რადიკალურია, მეტად გამოციდილი და, რაც მთავარია, თავისი ხალხი ჰყავს დანიშნული საკვანძო ადგილებზე. ესენია: ვენსი, რუბიო, უოლცი, ჰეგსეთი ამასთანავე, მან ყველა სპეცსამსახურის სათავეში თავისი ხალხი დააყენა. ამერიკაში, დიდი ხანია, ასეთი ვითარება არ ყოფილა, ე.წ. მერყევ შტატებში პრეზიდენტს არჩევნებზე ასეთი ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა არასდროს მიუღია, ამიტომ ტრამპი თავს ძალიან ძლიერად გრძნობს და, სანამ ეს დიდი მხარდაჭერა არ გახუნებულა, ცდილობს, სწრაფად მიაღწიოს დასახულ მიზნებს და კიდევ უფრო გაიძლიერებს თავისი პოზიციები. ის, როგორც ბიზნესმენი, ცდილობს, ჩინეთთან შეთანხმებას მიაღწიოს ამერიკის პირობებით. ტრამპს არ სურს ჩინეთთან კონფლიქტი და არც სხვა რომელიმე ქვეყანასთან. მას აქვს ამბიცია, რომ არის მშვიდობისმყოფელი, განსხვავებით თავისი წინამორბედებისგან, მაგრამ ეს მშვიდობა უნდა დამყარდეს ამერიკის დომინირებით, გაძლიერებით, ეს უნდა მოხდეს სხვა ქვეყნების რესურსებზე კონტროლის მოპოვებით, რაც დისკრიმინაციის გარეშე შეუძლებელია და ეს იცის კიდეც, ამიტომ ეძებს სუსტ მოთამაშეებს, რომლებსაც გავლენას თავს მოახვევს.

    ტრამპმა გააცნობიერა, რომ ვერც რუსეთს ჩაიგდებს ხელში და ვერც ჩინეთს დააჩოქებს პირდაპირი იერიშებით. მას სჭირდება ისეთი მოდელის მოფიქრება, რომელიც რუსეთსაც მისცემს ხელს და ჩინეთსაც დათმობებზე წაიყვანს.

    ტრამპმა სარისკო განცხადებები გააკეთა ჯერ გრენლანდიაზე, შემდეგ ფაქტობრივად, შეურაცხყო მეზობელი ქვეყანა კანადა, რომელიც, სხვათა შორის, მონარქიაა. კანადის ნომინალური სახელმწიფო მეთაურია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეთაური, მეფე ჩარლზი. ტრამპი მექსიკასაც უდიერად მოექცა _ მეზობელ სახელმწიფოს სამხედრო ოპერაციის ჩატარებით დაემუქრა, კიდევ უფრო უხეშად ზემოქმედებს პანამაზე……ტრამპი, ისევე, როგორც ამერიკული ისტებლიშმენტის ყველა ტიპური წარმომადგენელი, ანტიკომუნისტი და ანტისოციალისტია, მას დაწინაურებული ჰყავს ილონ მასკი, რომელიც ასეთივე ტალღაზეა. მულტიმილიარდერი მასკი გიგანტურ თანხებს აკონტროლებს და ის, ბუნებრივია, იქნება სოციალიზმის, კომუნიზმის წინააღმდეგი. ის ტიპური ამერიკელი ოლიგარქია. აქ ჩანს ამერიკული სისტემის ცინიზმი: მასკი, რომელიც დაახლოებით ოთხას მილიარდ დოლარს ფლობს, რაც რამდენიმე საშუალო ზომის სახელმწიფოს წლიურ ბიუჯეტებს უდრის, აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტში ხარჯების შემცირებას ცდილობს…

     ზემოთ აღვწერეთ ტრამპის ამბიციები. აქ დავამატოთ ის ფაქტიც, რომ ევროპასთან გააფუჭა ურთიერთობები და იქ უკვე ეჭვის თვალით უყურებენ. ტრამპის პოლიტიკა გაჯერებულია ამერიკული მეგალომანიით, განდიდების მანიით, იგი უარყოფს მოკავშირეობის პრინციპს, მაგრამ, შეუძლია თუ არა აშშ-ს მსოფლიოზე დომინირება მოკავშირეების გარეშე, ჯერჯერობით პასუხგაუცემელ კითხვად რჩება.

    აი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ტრამპის საგარეო პოლიტიკაში, რომელიც ბევრ რამეს ხსნის: აშშ-ის ახალი პრეზიდენტი მზადაა, დაივიწყოს თავისი, როგორც მშვიდობისმყოფელის, იმიჯი, თუ ირანი განაგრძობს განვითარებას და ბირთვული იარაღის შექმნას მოახერხებს… მაშ, რატომ აქვს ტრამპს დიდი მხარდაჭერა აშშ-ის შიგნით, რატომ დაუდგა მას გვერდით ამერიკული ოლიგოკრატია? ერთ-ერთი ვარიანტი პასუხისა არის ის, რომ ტრამპი არის ისრაელთან დაკავშირებული პროექტი. კაცი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის არაეკონომიურად ხარჯვაზე აპელირებს, ამბობს, რომ მზად არის, იყიდოს ღაზის სექტორი და იქიდან 2 მლნ ადამიანი გადაასახლოს ამერიკის ბიუჯეტის ხარჯზე. ეს ნათლად გვიჩვენებს ამერიკის სახესა და ჩანაფიქრს… მართალია, ბაიდენის ,,კოვიდფაშიზმმა”, შავმა რასისტულმა მოძრაობა Black Lives Matter-მა  და ,,გენდერულმა” ნარატივმა აშშ-ის მოსახლეობას თავი მოაბეზრა და ტრამპის მხარდამჭერად აქცია, მაგრამ ტრამპის განცხადებებმა და ამბიციებმა ნათლად დაგვანახვა, რა სურს სინამდვილეში ამერიკას.

    ახლა გადავიდეთ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის დეტალებსა და ამერიკის დამოკიდებულებაზე უკრაინის მიმართ.

    ოვალურ კაბინეტში ტრამპმა გალანძღა ბაიდენი, მას ,,სულელი პრეზიდენტი” უწოდა, ასევე, გალანძღა ობამა, თავის თავზე კი არაერთი საქებარი სიტყვა თქვა. ეს ყველაფერი ხდებოდა არა წინასაარჩევნო შეხვედრაზე, არამედ საერთაშორისო დელეგაციის მიღებისას, რაც დიპლომატიური ნონსენსია და მასპინძელი ქვეყნის, ანუ აშშ-ის დამცირებაა. ამასთანავე, ტრამპი დაუპირისპირდა თავის სამშვიდობო რიტორიკას, როდესაც ზელენსკის დააყვედრა ის შეიარაღება, რომლითაც უკრაინელები რუსებს დაუხვდნენ, მაგალითად: ,,ჯეველინები” ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მიიღეთო.

    ტრამპმა და ვიცეპრეზიდენტმა ვენსმა ზელენსკი საყვედურებით აავსეს, პატივს არ სცემ ამერიკას და ცუდ ტონში გველაპარაკებიო. არადა, თვითონ ტრამპი გამოხატავს უპატივცემულობას თავისი ხალხის მიმართ, რადგან ყველა თავისი წინამორბედი, რომლებიც გალანძღა, ასევე ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტები იყვნენ.

    შეხვედრის დაწყებამდე ზელენსკის თეთრ სახლთან თვითონ ტრამპი გამოეგება _ ეს პატივისცემაა, მაგრამ ეს პატივისცემა იქვე გაბათილდა, როდესაც ზელენსკის ჩაცმულობაზე გააკეთა აქცენტი, ესეც პროტოკოლის დარღვევაა… აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს, რომ ოვალურ კაბინეტში დიპლომატიური სკანდალი სპონტანურად არ მომხდარა. ის, რაც მსოფლიომ იხილა ოვალურ კაბინეტში, წესითა და რიგით არ უნდა ენახა, ტრამპს განზრახ რომ არ დაერღვია პროტოკოლი. განგიმარტავთ: მოლაპარაკებების წინ ხდება ფოტო და ვიდეოგადაღება, ჟურნალისტები რამდენიმე კითხვას უსვამენ ხოლმე პოლიტიკოსებს. 2-3 წუთის გასვლის შემდეგ  ჟურნალისტები ტოვებენ შეხვედრას და იწყება პირდაპირი მოლაპარაკებები. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, მათ შორის, ამერიკული პროტოკოლიც, მაგრამ ტრამპმა პროტოკოლი დაარღვია და 15-20-წუთიანი სკანდალური შეხვედრა პირდაპირ ეთერში ნახა მთელმა მსოფლიომ. მხოლოდ ამის შემდეგ დაატოვებინა ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალური კაბინეტი და, როგორც ჩანს, შეგნებულად გააკეთა ის, რაც ვიხილეთ, თანაც განაცხადა, კარგი სიუჟეტი გამოვიდა ტელევიზიებისთვისო, რაც მიანიშნებს, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა.

    უკრაინის პრეზიდენტს ახლდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა; პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო და ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცეპრემიერი ოლგა სტეპანიშინა, უკანა რიგში იჯდა აშშ-ში უკრაინის ელჩი, ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ცრემლს ვერ იკავებდა. ამერიკის მხრიდან ისხდნენ (ზოგი იდგა) ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკ რუბიო,  ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი (სხვათა შორის, ღია ჰომოსექსუალი), ტრამპისტი ჟურნალისტი ბრაიან გლენი, უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი და სხვ. ამერიკის ,,მძიმე არტილერია” ტრამპისა და ვენსის სახითა და ჟურნალისტ გლენის პროვოცირებით უტევდა ზელენსკის. ეს იყო ძალის დემონსტრირება. მათ სურდათ, გაეტეხათ უკრაინის პრეზიდენტი, რითა დამამცირებელ ვითრებაში ხელი მოეწერა იმ ყველაფერზე, რასაც ამერიკა მოითხოვს, მაგრამ ასე არ მოხდა. ამ ყველაფერს უმწეოდ შესცქეროდა გამოცდილი ამერიკელი საკადრო სამხედრო, 80 წლის გენერალი კიტ კელოგი – ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში.

    ზელენსკის, რომელიც, ჩვეულებრივ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო,  ,,საქმე გაურჩიეს” ამერიკელმა, ასე ვთქვათ, განგსტერებმა, მაგრამ, თუკი ამერიკელები განგსტერები იყვნენ, ზელენსკი ჩემს აღქმაში გამოჩნდა, როგორც მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ტყავისქურთუკიანი, მაუზერგარჭობილი ებრაელი ტერორისტების მსგავსი პერსონაჟი, რომელიც ვერ გატეხეს. შესაძლოა, დაამცირეს, რადგან მასპინძელი მხარე იყო ამერიკა, მაგრამ ეს სირცხვილია მასპინძლისთვის. კონგრესში დემოკრატებმა ბოდიშიც მოიხადეს, რადგან უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ ყველა ეტიკეტი დაირღვა, აშშ-ისთვის სასურველი შედეგი კი არ დაიდო. გამყარდა თეზისი, რომ ტრამპი პუტინის `სასარგებლო იდიოტია”.

    ტრამპის გვერდით იჯდა ჯეი დი ვენსი, რომელიც ინიციატივას იღებდა ხოლმე და ზელენსკის ეკამათებოდა, რაც ტრამპის სუსტ მხარეებზე მეტყველებს. ამ სურათმა ტრაგიზმთან ერთად კომიკური ელფერიც შეიძინა, განსაკუთრებით შეხვედრის ფინალში, როდესაც ახალგაზრდა ვიცეპრეზიდენტმა მოხუც პრეზიდენტს შექების ნიშნად მხარზე ხელი ,,დაუტყაპუნა”.

    ზელენსკიმ ტრამპი გააღიაზიანა, გამძვინვარებულმა ტრამპმა უარი თქვა იშვიათი ლითონების რესურსებზე, რომლებიც უკრაინისგან სურდა, ასევე ვნახეთ იმედგაცრუებული ზელენსკი, რომელიც ევროპის იმედად დარჩა.

    ჩემთვის ტრამპიცა და ზელენსკიც კლოუნები არიან, მათგან ერთი განგსტერია, მეორე _ ებრაელი ტერორისტის ტიპი…

    ახლა გადავიდეთ შედეგზე, რომელიც შეიძლება ამ შეხვედრამ გამოიღოს. ამერიკის პრეზიდენტ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა ჩაიშალა. ისე არ გამოვიდა, როგორც ტრამპს სურდა _ ერთი ხელისმოსმით დაემყარებინა მშვიდობა. ისინი მოწადინებულნი იყვნენ მშვიდობის დასამყარებლად და ეს სურდათ მიწვეული სტუმრის გატეხვით, რაც ტრამპის ძლიერ ფიგურად წარმოჩენის მიზანს ემსახურებოდა. გარდა ამისა, ტრამპსა და მის გარემოცვას ზელენსკისთვის ვერ მიუტევებიათ დემოკრატების მხარდაჭერა წინასაარჩევნო კამპანიაში…

    ხელშეკრულების დადება ჩაიშლა, მაგრამ ზელენსკი ახლაც მზადაა, ხელი მოაწეროს მას. ის, რაც ტრამპს სურდა, ეს არის უკრაინის წიაღისეულის მოპოვება, თანაც არავინ იცის, რამდენია ეს წიაღისეული, შეიძლება თუ არა მისი მოპოვება და გამოყენება. ამერიკის პრეზიდენტმა იცის ეს, მაგრამ სჭირდება თავისი ხალხისთვის, რათა დაანახვოს, რომ მოიპოვა კონტროლი დიდ რესურსებზე, ბაიდენი კი იქით ახარჯავდა ფულს.

    ტრამპი დიდ დათმობებზე წავიდა რუსეთთან, მან აკრძალა ტერმინი ,,რუსული აგრესია”. ამის შესახებ ზელენსკისაც უთხრეს: არ შეიძლება ლანძღო პუტინი და ისე დაამყარო მშვიდობაო. ეს ქართველების მიმართაც იყო ნათქვამი, რადგან რუსეთის პრეზიდენტს ჩვენც ოკუპანტს ვუწოდებთ, თან გვინდა, რუსეთი დათმობებზე წავიდეს. ასე რომ, ამერიკა საქართველოს მოკავშირე აღარ არის, შესაძლოა, ის ჩვენი მოწინააღმდეგეც გახდეს. ამერიკის ფორმალური მოკავშირეობა დასრულდა.

    ჩვენ რუსეთს არ ველაპარაკებით, კლასიკური მაგალითია ჩვენთვის ის, რომ ამერიკა უკრაინისგან პირდაპირ ითხოვს რუსეთთან დალაპარაკებას, რაც ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ. რუსეთისთვის აგრესორის ძახილი უკვე მოძველებულია… ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ამერიკა ჩვენი მოკავშირე აღარ არის და არც იქნება. ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ შედეგი რა დადგება უკრაინისთვის, უცნობია, ყოველ შემთხვევაში, ომი შეიძლება ექვს თვეს გაგრძელდეს ისე, რომ ამერიკული დახმარების შეწყვეტა უკრაინაზე არსებითად არ აისახოს, მაგრამ, თუ უკრაინას შეუწყდება ოპერატიული მონაცემების მიწოდება ამერიკული კოსმოსური თანამგზავრებიდან,   ეს მისთვის დიდი დარტყმა იქნება. უკრაინა იოლი ნადავლი გახდება რუსული ავიაციისა და არტილერიისთვის

    ტრამპმა განაცხადა, რომ გადაიხედება უკრაინის დახმარების შეწყვეტის შესაძლებლობაო, მაგრამ ვფიქრობ, უკიდურესად მკვეთრ ნაბიჯებს, სატელიტური მონაცემების დაბლოკვის თვალსაზრისით, არ გადადგამს. ამერიკამ რომ შეუწყვიტოს უკრაინას თანამგზავრების მონაცემების მიწოდება, რუსეთმა კი რაკეტა ესროლოს, დავუშვათ, კიევს და გაანადგუროს პარლამენტის შენობა და მოსახლეობა, ეს ავტომატურად დაარტყამს ტრამპის რეპუტაციას.

    _ ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა დაგეგმილია. გაიმართება თუ არა ეს შეხვერდა უკრაინის გარეშე?

    _ უკრაინის გარეშე  შეხვედრები უკვე რამდენიმეჯერ გაიმართა. რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები უკრაინის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, ვერც ევროპის გარეშე მიიღებენ. სიმართლე გითხრათ, ვერც თურქეთის გარეშე მიიღებენ რამე გადაწყვეტილებას, გაითვალისწინეთ, რომ ჩინეთიც არ აპირებს განზე გადგომას.

    _ როგორც ჩანს, ომი ჯერ არ დასრულდება

    _ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეძლება მალე გაფორმდეს, მაგრამ სხვა პირობებით და ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში აალდეს, უკრაინას რუსეთთან ძალიან დიდი გამყოფი ხაზი აქვს და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ამხელა პერიმეტრზე ცეცხლის შეწყვეტა, თუ მხარეებმა 200-ზე მეტი კილომეტრით არ დააშორეს ჯარები, რათა არ მოხდეს შემთხვევითი გასროლები. ამის გარანტიას ვერავინ ვერავის მისცემს და ამაზე შეთანხმებაც შეუძლებელია. ევროპელებსაც სურთ ომის შეწყვეტა, მაგრამ თავიანთი პირობებით, ამერიკასაც იგივე უნდა, რუსეთს თავისი პირობები აქვს, ბუნებრივია, უკრაინასაც. სწორედ ამ პირობებზე საუბრობენ ახლა ბრიტანეთის პრემიერი სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, მათ შეუერთდება გერმანელი ფრიდრიხ მერცი. დიდი მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ გაიმართოს პუტინისა და ტრამპის შეხვედრა, მაგრამ უცნობია, როდის და რა პირობებში…

    _ დათმობს თუ არა რუსეთი იმ ტერიტორიებს, რომლებიც თავისთვის მოინიშნა?

    _ არა, რუსეთი  დამატებით ტერიტორიებს მოითხოვს უკრაინაში. რაც აღებული აქვს, იმას არ დათმობს, ერთი მეტრითაც არ დაიხევს უკან. ყირიმი მისია, დონბასი მისია, ეს მთავარი გეოპლოტიკური შედეგია, მინიმალისტური, მაგრამ, უკრაინის სამხეთ-აღმოსავლეთი და აზოვის ზღვა გადაიქცა რუსეთის შიდა ტერიტორიად და ტბად, ქალაქ მარიუპოლითა და ბერდიანსკით. რუსეთს გაუჩნდა სახმელეთო მისასვლელი ყირიმთან, რუსეთი მოითხოვს ზაპოროჟიეს, აგრეთვე, ხერსონს, რუსული ჯარი იქვე დგას და შეიძლება სავაჭრო თემა იყოს იმისთვის, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი ტერიტორიებიდან არ მოსთხოვონ ჯარების გაყვანა. ამერიკამ რუსეთის ტერიტორიები უნდა აღიაროს. რუსეთის არმია წინ მიიწევს, რა მოხდება, ჯერ არავინ იცის…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    P.S. მასალა უკვე გამოსაქვეყნებლად იყო მზად, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშმა შეაჩერა უკრაინისთვის გაზიარება იმ სადაზვერვო ინფორმაციისა, რომელიც კიევს რუსეთის ტერიტორიაზე მიზნების დაბომბვაში ეხმარებოდა. ეს ინფორმაცია ბრიტანულმა ტელეარხმა Sky Newsმა უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

    წყაროს თქმით, ამერიკელების მიერ უკრაინელებთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება სრულად არ შეჩერებულა და აშშ უკრაინასთან განაგრძობს ისეთი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, რომელიც შეიძლება უკრაინელებმა გამოიყენონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიზნების დასაბომბად.

    ..      

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here