Home ახალი ამბები მსოფლიო გუანტანამოს ყოფილმა პატიმარმა ამერიკელი სამხედროები წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ამხილა

გუანტანამოს ყოფილმა პატიმარმა ამერიკელი სამხედროები წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ამხილა

75

RTისთვის მიცემულ ინტერვიუში გუანტანამოს ყოფილმა ტუსაღმა, მოაზამ ბეგმა, ილაპარაკა, როგორი სისასტიკით ეპყრობოდნენ ამერიკელი სამხედროები პატიმრებს.

ბეგის თქმით, მის თვალწინ ცემით გამოასალმეს სიცოცხლეს ორი ადამიანი; მას კი, როგორც თვითონ ამბობს, “აწამებდნენ, ცემდნენ, ამცირებდნენ და ამ ყველაფერს იღებდნენ; აგრეთვე, აიძულებდნენ, ხელი მოეწერა აღიარებაზე, რომ “ალ-ქაიდას” წევრია (მიუხედავად იმისა, რომ ასე არ იყო). ამას აკეთებდნენ შვილების ფოტოების ჩვენებითა და შანტაჟით, გვერდით ოთახიდან კი ქალის ყვირილს ასმენინებდნენ, თითქოს ეს ქალი მის ცოლი იყო. ამერიკელების ცენზურას გადიოდა ის წერილები, რომლებსაც მოაზამ ბეგი შვილებისგან იღებდა. გუანტანამოში ჩადენილი დანაშაულების გამო ამერიკელი სამხედროებისგან არავინ დასჯილა, რადგან სამხილები გაანადგურეს.

“ამერიკელობა იმუნიტეტია!” _ განაცხადა ბეგმა.

russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here