Home რუბრიკები საზოგადოება გრცხვენოდეთ!

გრცხვენოდეთ!

გრცხვენოდეთ!

ქალბატონ მაია ცქიტიშვილის უწყება საგურამოში მოასფალტებული გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს აწარმოებს. ძალიან კარგია, მაგრამ რატომღაც მუშახელი და ტექნიკა მხოლოდ ავდარში გამოჩნდება, დარში არავინ მუშაობს.

ეს სამუშაოები, წელიწადზე მეტია, გრძელდება, თუმცა თავისუფლად შეიძლებოდა, ორ თვეში დასრულებულიყო.

თუ ასე უპასუხისმგებლოდ მუშაობს სამინისტრო სხვა ობიექტებზეც, კარგად გვქონია საქმე. გაჭიანურებული მშენებლობა ყოველთვის იწვევს გაძვირებას, უარესდება ხარისხი. ნუთუ ქალბატონმა ცქიტიშვილმა ეს არ იცის?! ასე უდიერად უნდა მოექცეს ქვეყნის ბიუჯეტს, რომელსაც ჩვენ, მოსახლეობა, ვავსებთ? გრცხვენოდეთ!

ზის მრგვალ სამთავრობო მაგიდასთან განაბული მშვენიერი ქალბატონი ნაპატიები დედალი ხოხობივით,  ჯოკონდას ამოუცნობი ღიმილით. განა არ დადგა  გამოუცდელი, არაპროფესიონალი ხელმძღვანელი კადრების შეცვლის დრო?

დადგა, როგორ არა, მაგრამ ვინ არის განმკითხავი?

ომარ მარგველაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here