Home ახალი ამბები საქართველო გრიგორი კარასინი: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია

გრიგორი კარასინი: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია

126
გრიგორი კარასინი: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია

საქართველოში არსებული რადიკალურად განწყობილი ძალები გაურკვევლობას მატებენ რუსეთთან საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის საკითხს, რომელზეც საუბარი ნაადრევია, _ განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემაკომერსანტთანინტერვიუში.

“საჰაერო მიმოსვლაზე საუბარი ნაადრევია. საქართველოში რადიკალი მყვირალები ამ საკითხს მხოლოდ გაურკვევლობას მატებენ. გაიხსენეთ ბოლო შემთხვევა ვლადიმერ პოზნერის მიმართ. ეს იყო სრულიად მახინჯი ინციდენტი. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ საკითხზე საქართველოს პრემიერმინისტრის დაბალანსებული განცხადება მოვისმინეთ”, _ აღნიშნა კარასინმა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან, მუშაობას ონლაინფორმატით განაგრძობს.

“ამ ერთობლივ მუშაობას ჩვენ 2012 წლიდან ვატარებთ და მას პრაქტიკული შედეგები მოაქვს რიგ მნიშვნელოვან სფეროებში. პანდემიამ არ მოგვცა საშუალება, 2020 წელს პირისპირ შევხვედროდით, მაგრამ ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ონლაინფორმატში”, _ განაცხადა კარასინმა.

tass.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here