2010 წლის 24 ივნისს გორში, სტალინის მშობლიურ ქალაქში, დიდი ბელადის ძეგლი ღამით, მოსახლეობისგან მალულად აიღეს. ეს თარიღი დაამთხვიეს დღეს, როდესაც დიდ სამამულო ომში გამარჯვების შემდეგ სტალინმა პირველი სამხედრო აღლუმი ჩაიბარა.
წლები გავიდა და, მიუხედავად მოსახლეობის მოთხოვნისა და ხელისუფლების დაპირებისა, სტალინის ძეგლი არც თავის ადგილას დაუბრუნებიათ და არც მისი სახლ–მუზეუმის ეზოში დაუდგამთ. უფრო მეტიც _ ძეგლი ამჟამად ტრიალ მინდორში აგდია. 2015 წელს კი ბორჯომში ილია ჭავჭავაძის ძეგლი აიღეს იმ მიზეზით, რომ ტანი, ილიასი კი არა, რევოლუციონერ ფელიქს ძერჟინსკის აქვსო. დიდი ილიას ძეგლი ამჟამად ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზეა… ძეგლების ჩამოგდება ჩვენთვის ახალი ამბავი არ არის, ყველას კარგად გვახსოვს აღმაშენებლის ძეგლის გადატანა დედაქალაქის შუაგულიდან შემოსასვლელისკენ, ბათუმში მემედ აბაშიძის ძეგლის აღება, ფოთის ცენტრიდან “კოლხი დედის” ძეგლის გატანა, ქუთაისში “დიდების მემორიალის” აფეთქება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა… ძეგლებთან ბრძოლა დაიწყეს პოლონეთშიც. იქ წითელი არმიის გამარჯვებისა და დიდი სამამულო ომის დიდების დღეების აღმნიშვნელი 230-მდე ძეგლის აღებას აპირებენ; რამდენიმე დღის წინათ ტრაგედიით დასრულდა აშშ–ში სამოქალაქო ომის გმირის, კონფედერატების გენერლის, რობერტ ლის ძეგლის აღების მცდელობა _ დაპირისპირებისას დაიღუპა ერთი და დაიჭრა 19 ადამიანი… როგორც ჩანს, ძეგლებთან ბრძოლა ლიბერალების კიდევ ერთი ჰობია… გვესაუბრება საზოგადოება “სტალინის” თავმჯდომარე გრიგოლ ონიანი.
_ ჩვენთვის ცნობილია, რომ სტალინის ძეგლი, რომელიც გორში აიღეს, ამჟამად ტრიალ მინდორში აგდია…
_ გთხოვ ამ ინტერვიუს დაურთო იმის ამსახველი ფოტოები, რაც გორში ხდება: ბრინჯაოსგან ჩამოსხმული სტალინის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც კედლებით დაცულ, თუმცა გადაუხურავ შენობაში იყო მოთავსებული, მინდორში გაუტანიათ და ლაფში ამოსვრილი გდია უპატრონოდ. ის კაცი კი (რევაზ კახნიაშვილი), რომელიც ჩამოგდებულ სტალინის ძეგლს გორის ცენტრალურ მოედანზე თავში ხელს უტყაპუნებდა, დღეს ქალაქის მერობის კანდიდატად არის დასახელებული. სწორედ სტალინის მიზეზით არის გორი ტურისტებისთვის ერთ–ერთი საინტერესო ადგილი საქართველოში. არადა, ერთ–ერთ სავაჭრო ობიექტზე სტალინის ფოტოს გამოჩენამ ზოგი არამზადა არასამთავრობოს გაღიზიანება გამოიწვია და საპროტესტო აქციაც გამართეს. ისინი ხომ თავს სტალინის ლანძღვითა და გინებით ირჩენენ, საზღვარგარეთიდან მიღებული დოლარებით. არ გალანძღავენ სტალინს და არ ექნებათ დოლარი, მაგრამ მე იმ ადაიანების გამკვირვებია, რომლებიც სტალინის სახლ–მუზეუმში მუშაობენ. 50 კაცზე მეტი სწორედ სტალინის სახელით იკვებება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სტალინის მუზეუმით მიღებული შემოსავალი არცთუ ცოტა შეღავათს აძლევს გორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას პრემიების დასარიგებლად.
_ სტალინის ძეგლის “გადაგდება” რატომ გიკვირთ, ბატონო გრიგოლ, ბორჯომში ილია ჭავჭავაძის ძეგლი აიღეს და ამჟამად ნაგავსაყრელზეა…
_ კი, ასეა… თქვე მართლა მკვდრებო, არ გრცხვენიათ მკვდარი სტალინი რომ გარჩენთ დღესაც, თქვენ კი ხმას არ იღებთ მის დასაცავად? თუმცა რა, თუ სტალინი მამა არ იყო და “ნაოსარია”, ილია ჭავჭავაძე ხომ ნამდვილი ქართველი და ერის მამაა, მისი ძეგლი რატომ გდია ბორჯომში ნაგავსაყრელზე?! ილიას ძეგლს ტანს ედავებიან, _ ძერჟინსკისააო. როდის ეცვა ძერჟინსკის კრაველის საყელოიანი პალტო?! ან ძეგლის თითები ვისია, რა, დნმ-ის ანალიზი ჩაუტარეთ?! ვაი, თქვენს პატრონს! მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ადგილობრივი ხელისუფლების შემოქმედება ან ხალხის დაკვეთა არ არის. არა, ბატონებო! ბორჯომის მუნიციპალიტეტში და, საერთოდ, ბორჯომში, ძალიან კარგი ხალხია. მე მათ, დიდი ხანია, ვიცნობ და მჯერა, ეს იმ ადამიანების ნახელავია, რომლებმაც სტალინის ძეგლის სანაგვეზე გადაგდება დაუკვეთეს. ეს იმ ადამიანების დავალებაა, რომლებმაც, როგორც ილია ჭავჭავაძის, ისე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამქვეყნიდან გასტუმრება დაუკვეთეს.
საქართველოში დღეს თურმე ჩვენ ვართ “რუსეთუმეები”, რომლებიც მოწყვეტილი ვართ ყოველგვარ მფარველობას, ხოლო სტალინის, ილიას, კათოლიკოს–პატრიარქის, ეკლესიის, ტრადიციების, ოჯახის, სამშობლოს სიყვარულისა და, საზოგადოდ, სიყვარულისა და პატრიოტიზმის მტრების უმრავლესობა ხელისუფლებაშია მოკალათებული და დასავლეთის მიერ მორალურ–ფინანსურად მხარდაჭერილი.
თანამედროვე მსოფლიოს სახელმწიფოების პირველი პირები _ პრეზიდენტები, მეფეები, კანცლერები, პრემიერმინისტრები სარკეში აკვირდებიან თავიანთ თავს და სტალინთან მსგავსების ნიშნებს ეძებენ, ამაყობენ იმით, რომ ოკეანეების გაღმა, ცივილიზაციის გარკვეულ ნაწილში, მათ ამ მხარის სტალინს ეძახიან.
ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სახლზე, სადაც სტალინმა 1913 წელს დაწერა წიგნი ნაციონალურ საკითხზე, მემორიალური დაფაა მიმაგრებული სტალინის უზარმაზარი ბარელიეფით, ხოლო სტალინის ბიუსტი და ძეგლი მსოფლიოს 27 ქვეყანაში დგას.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი
მინდა მოგახსენოთ, ძვირფასო მეგობრებო, რომ ჩვენს პლანეტაზე, მიმდინარეობს ბრძოლა არსებობისათვის “სემიტ”-ისტების ორი ბოროტი, -როკფელერებისა და როტშილდების ძალათა შორის!
მინდა ასევე მოგახსენოთ, რომ “სემიტ”-ი, სემიტ-იზმი, ერთი ფუძიდან წარმოშობილი ფარული -ბოროტი ძალაა, რადგან სემიტ-ი ნიშნავს: “სისტემა ევროპელი მასონების ინტელექტუალური ტერორი!” დიახ, ეს ამ ფარული სიტყვის სრული ფორმაა! დანარჩენი -თავად განსაჯეთ!
…
” მხსნელო უფალო, საწადელი თუკი გამანდე
თუკი საწუთროს მე მორჩილი – შენში მომანდობ,
თუ არჩევანი შენ ჩემს ბედზე დადე ფორანზე
შენგან იმედი – შემოქმედად უნდა მომმადლო.”
“თუკი ეს ზეცაც ხვალინდელი დილას მე მითმობს
ჩემს ნამოქმედარს შენ მოგანდობ – ვით დღეს ხვალინდელს.”
რამოდენიმეჯერ გამოვაქვეყნე და თითქმის ყოველთვის უყურადღებოდ დარჩა. ნუთუ ყველას გონება დაახშო სატანის ჰიპნოზმა, ნუთუ ერთი კაციც არ გამოჩნდება, ვინც ამ სიტყვების მნიშვნელობას აღიქვამს?! ნუთუ ასე უკიდურესადაა ქართული ინტელექტი? მიაქციეთ ყურადღება: “მხსნელო უფალო, საწადელი თუკი გამანდე, თუკი საწუთროს მე მორჩილი -შენში მომანდობ, თუ არჩევანი შენ ჩემს ბედზე დადე ფორანზე, შენგან იმედი -შემოქმედად უნდა მომმადლო. ნუთუ აქ გასაგებად არ ჩანს რომ სტალინს საუბარი აქვს, თვით უფალთან!
“თუკი ეს ზეცაც ხვალინდელი დილას მე მითმობს, ჩემს ნამოქმედარს შენ მოგანდობ -ვით დღეს ხვალინდეს!” აქაც ასევე ნათლად სჩანს, რომ “სამყარო (ზეცა) ხვალინდელ დღეს მე მითმობს ხვალინდელს,” ესეიგი ურთიერთობა იყო შემდგარი უფალსა და მას შორის, რაც ნიშნავს რომ -ის, უფლის მოვალეობას ასრულებდა რაღაც გარკვეული დროიდან. ქვემოთ იხილეთ ჩემი ჰიპოტეზა, რაც საშუალებას მოგცემთ, სრული სიზუსტით აღიქვათ, არსებული ფაქტი. განაჩენისათვის ნუ აჩქარდებით.
ე.წ. ღმერთმა ანუ სრულყოფილმა ინტელექტმა, საერთოდ სამყარო და სრულიად ყველაფრი -სრულყოფილი შეჰქმნა ადამიანის გარდა. სხვა ცხოველები ადამიანისაგან განსხვავებით, სრულყოფილები არიან და ასებობენ ინსტიქტის საფუძველზე, რომლისგანაც ადამიანი განსხვავდება, მეტყველებით და აზროვნებით. რაც გამოიხატება იმაში რომ, ე.წ. ღმერთმა ანუ სრულყოფილმა ინტელექტმა, ადამიანში მოათავსა საკუთარი სულის, ანუ საკუთარი სრულყოფილი ინტელექტის მცირეოდენი ნაწილაკი, ე.წ. “სული!”
ე.წ. “სული,” ანუ სრულყოფილი ინტელექტის მცირეოდენი ნაწილაკი, ადამიანში იზრდება -მხოლოდ განათლების პროცესში და ნელნელა ღებულობს -ე.წ. ღმერთის, ანუ სრულყოფილი ინტელექტის სახეს.
საოცრება ის არის რომ -ე.წ. სული, ანუ ინტელექტის მცირეოდენი ნაწილაკი, განათლების მიღების და გაღრმავების პროცესში, ნელნელა იწყებს ამაღლებას -ე.წ. ღმერთის, ანუ სრულყოფილ ინტელექტამდე და სრულყოფილების მიღწევის ფაზაში, გარდაიქნება -ე.წ. ღმერთის სრულყოფილ ნაწილად, ანუ სრულყოფილ ინტელექტად -მრავლობითში, როგორც მიწაში ჩათესილი მარცვალი, შემდეგ მიღებული -მოსავლის სახით.
ჩემი ჰიპოტეზა სრულიად ლოგიკური არის და მაძლევს უფლებას, ამ პროცესს ვუწოდო, -ე.წ. ღმერთის, ანუ სრულყოფილი ინტელექტის გამრავლების პროცესი.
მხოლოდ ასეთი თვალსაზრისით, ადამიანი არის ცოცხალი ორგანიზმი, როგორც სხვა ცხოველები, მხოლოდ გარკვეული ფუნქციით და დანიშნულებით. არ იქნება შეცდომა, თუ ვიტყვი რომ, -ე.წ. ღმერთმა -აბსოლუტურად ყველაფერი, სამყაროში -მხოლოდ თავისთვის შეჰქმნა და ამიტომ სჭირდება გამრავლება.
ძვირფასო მეგობრებო, ეს -მხოლოდ ჩემი თვალსაზრისი არის და ნება თქვენია, როგორც გნებავდეთ, ისე მიიღეთ, თავზე მოხვევის მიზნით, არ ვაქვეყნებ, უბრალოდ -თქვენი აზრი მაინტერესებს.
პატივისცემით!
…
…
დიდება დიდ სტალინს