Home სხვადასხვა დაიჯესტი გრეტა ტუნბერგი, ჟურნალ Time-ის ვერსიით, მსოფლიო ადამიანად აღიარეს

გრეტა ტუნბერგი, ჟურნალ Time-ის ვერსიით, მსოფლიო ადამიანად აღიარეს

მისი დახმარებით ცდილობენ, გაავრცელონ კაცობრიობის გამოთაყვანების ახალი სცენარი

758
გრეტა ტუნბერგი

უკიდურესად გავაუბრალოებთ და ასე გადმოგცემთ სიტუაციას: კლიმატოლოგების შეფასებით, კაცობრიობის მოღვაწეობას კვალად მოსდევს პარნიკული გაზების გამოფრქვევა, რომელიც პლანეტის ჰავის ცვლილებას იწვევს და კატასტროფების სერიით გვემუქრება, რომლებისაც ასე ეშინია გოგონა გრეტას. კლიმატოლოგის რეცეპტია გამონაბოლქვის შემცირება იმ სფეროებში (ენერგეტიკაში, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში), რომლებშიც ის განსაკუთრებით ბევრია.

ყველაზე შედეგიანი ღონისძიებებია აკრძალვითი და დამსჯელობითი. ეს არის “მწვანე გადასახადები”, “კლიმატური ჯარიმები”, სამრეწველო ტაბუ. ეკონომისტები გვაფრთხილებენ, რომ მას შედეგად შეიძლება მოჰყვეს უმუშევრობა, წარმოების ვარდნა, სატრანსპორტო ფასების, ხორცის, სამრეწველო პროდუქციის გაძვირება, რომლებიც ეკონომიკური კრიზისებს გამოიწვევს.

ასეთ შემთხვევებში აუცილებელია კომპრომისების აკურატული ძებნა, მაგრამ გრეტამ აირჩია მხოლოდ ერთი მხარე: იგი მეცნიერების მქადაგებელი კი არ არის, არამედ მრეწველთა კონკურენტად გვევლინება.

ასე რომ, შვედი გოგონა გრეტა ტუნბერგი, ჟურნალ Time-ის ვერსიით, “წლის ადამიანად” რომ აირჩიეს, გასაკვირი არ არის. გასაკვირია ის, რომ ეს აღიარება ნობელის მშვიდობის პრემიით არ იყო განმტკიცებული. ტუნბერგიდან შექმნეს წარმავალ წელს მსოფლიოს ეკოლოგიური სიწმინდისთვის მებრძოლი მთავარი მებრძოლი, მაგრამ უკვე ლაპარაკია არა მსოფლიო დათბობაზე, ყდას ამშვენებს ტუნბერგის პორტრეტი წარწერით “ახალგაზრდობის ძალა”.

გრეტა ტუნბერგი

“იგი ყველაზე უფრო ძლიერი ხმაა მთავარ საკითხში, რომელიც წლეულს პლანეტის წინაშე დადგა, რომელიც მოვიდა არსაიდან, რათა სათავეში ჩაუდგეს მსოფლიო მოძრაობას”, _ იუწყება Time. არსაიდან მსოფლიო მოძრაობა _ აი, ასე! გრეტა ყველაზე უფრო ახალგაზრდა წლის ადამიანი გახდა ამ წოდების მთელი ასწლოვანი ისტორიის განმავლობაში.

ტრანსეროვნულ, გლობალისტურ ელიტებს ეზიზღებათ ტრამპი მთელი თავისი დაბერებული სულისკვეთებით და ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება აქვს მისდამი ნორჩ გრეტას, რომელიც დაარწმუნეს, რომ მაინცდამაინც მისგან მოდის საშინელი უბედურება, ყველას რომ გვემუქრება, მათ შორის, ეკოლოგიურიც. მაგრამ ტუნბერგისკურთხევაარ არის ბანალური ჟესტი ტრამპის წინააღმდეგ, ეს არის კაცობრიობის გაბითურების ახალი სცენარის დასაწყისი.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში მთავარი აქცენტი ობივატელის დაშინებაზე კეთდება, რა თქმა უნდა, დასავლელ ობივატელზე დედამიწაზე ჰავის ცვლილებების საშინელი სურათის წარმოდგენით. მითური გლობალური დათბობა წარმოდგენილია, როგორც საყვედური მთელი კაცობრიობის მიმართ: იმ დონემდე განვითარდით, რომ უკვე არა მხოლოდ ღუპავთ ბუნებას, არამედ განწირული გყავთ ყველა ცოცხალი არსება, საკუთარი სახეობის ჩათვლით. მინიმუმ, ადამიანების საზოგადოების წინაშე ეს მოქმედებს, მით უფრო, რომ თვით საზოგადოებრიობა იმყოფება უკიდურესი ნევროზისა და ძალის გამოფიტვის ზღვარზე, რომელიც გამოწვეულია მისი თითქმის ყველა ტრადიციული საფუძვლის დემონტაჟით. რელიგიური, ზნეობრივი, ოჯახური, ეროვნული, სახელმწიფო საერთო ყოფიერების ნაცვლად გვთავაზობენ ინდივიდუალობის კულტს ნევროზულ და ისტერიკულ, შიშის ატმოსფეროში.

გრეტა ტუნბერგი

ამ სიტუაციის მთავარი გმირები იქნებიან არა მხოლოდ ეკზალტირებული ქალები, არამედ სექსუალური და სხვა უმცირესობანი, არცთუ ჯანმრთელი ადამიანები, აგრეთვე, ბავშვები.

ამ თვალსაზრისით, გრეტა ტუნბერგიჩვენი დროის იდეალური გმირია”; უფრო ზუსტად, იმ დროის, რომლისჩვენ დროდგასაღებას ცდილობენ გლობალიზაციის კონსტრუქტორები. იგი 16 წლისაა, ასპერგერის სინდრომი სჭირს და მიაჩნია, რომ ებრძვის კარს მომდგარ ეკოლოგიურ კატასტროფას, ებრძვის სკოლაში გაკვეთილების გაცდენის ხარჯზე, ანუ აწყობსსასკოლო გაფიცვებსდა ხვდება ცნობილ პიროვნებებს _ რომის პაპით დაწყებული, ჰოლივუდის ვარსკვლავებით დამთავრებული, რომლებიც მხარს უჭერენ მისწმინდაბრძოლას.

ტუნბერგის პროპაგანდა ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე დაიწყო, 2019 წელს მაქსიმალურ დონეს მიაღწია, ხოლო წლეულს, სექტემბერში გაეროს სამიტზე გამოსვლამ გრეტა მსოფლიო ვარსკვლავად აქცია.

“თქვენ მომპარეთ ოცნებები და ჩემი ბავშვობა ფუყე დაპირებებით, მაგრამ მე მაინც გამიმართლა. ადამიანები იტანჯებიან, ადამიანები იღუპებიან, ეკოსისტემები ირღვევა, ჩვენ მასობრივი გადაშენების ზღვარზე ვდგავართ, ხოლო ყველაფერი, რისი თქმაც შეგიძლიათ, ეს არის ფული და ზღაპრები უსასრულო ეკონომიკური ზრდის შესახებ. როგორ ბედავთ?”

ეს არის პასაჟი ოთხწუთიანი სიტყვიდან, რომელიც წარმოთქვა ნერვიულმა, ბოროტმა, ლამის ატირებულმა ბავშვმა და რომელიც, ალბათ, მილიარდობით ადამიანმა ნახა და მოისმინა. და აქ, არც თუ ძალიან ჯანმრთელი ბავშვის მიერ მოწოდებულ გაკვეთილს უნდა შეერცხვინა ადამიანები და მონანიება გამოეწვია მათი.

თუ მონანიებაა საჭირო, ალბათ, იმაში, რომ კაცობრიობამ აირჩია ტექნოლოგიური და ურბანისტული ცივილიზაციის გზა და სამომხმარებლო-გედონისტური მევახშური კაპიტალიზმის ტყვეობაში აღმოჩნდა, მაგრამ ტუნბერგის პროპაგანდით გატაცებული გლობალური მედია და ლიდერები ყურადღებას არ ამახვილებენ ანტიკაპიტალისტურ და მემარცხენე თემებზე. არა! მხოლოდ ბრალს აღიარებენ ახალგაზრდებისა და ბავშვების წინაშე. სწორედ ამიტომ ჟურნალ Time ყდაზე გამოქვეყნებულ ტუნბერგის ფოტოს ახლავს წარწერა: The power of youth” (ახალგაზრდობის ძალა).

რა თქმა უნდა _ ახალგაზრდები!

რადგან ძველი ელიტები მხოლოდ აღიზიანებენ ევროპას, აშშ-ს, ლათინურ ამერიკას, აზიას, არც უნდა უსმინონ მათ და ეს იქნება სწორი! ეს უკვე სხვა წყაროა ჭეშმარიტებისა და ორიენტირების. ახალგაზრდები, ბავშვები ყველაზე სუფთა და გულწრფელი არიან, მომავალი მათია, მიჰყევით მათ, ყური უგდეთ მათ! თუ ყველანი თანახმანი ხართ, შეიძლება შეუდგეთ გლობალიზაციის ახალ ეტაპს. მაგალითად, ენერგეტიკულ რევოლუციას.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 დეკემბერს კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატეხა ტუნბერგს. ეს მოხდა ჟურნალ Time-ის მიერ ამ გოგონას “წლის ადამიანად” აღიარების მეორე დღეს. ამერიკელების ლიდერმა ჟურნალის გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც “უაზრო”, _ იუწყება სააგენტო Associated Press..

თეთრი სახლის პატრონმა ეკოაქტივისტს ურჩია, “დაძლიოს რისხვა” და “წავიდეს ძველ კეთილ კინოში მეგობართან ერთად”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here