სანაპირო დაცვის კატარღამ გონიო-კვარიათის საზღვაო აკვატორიაში მამაკაცის ცხედარი იპოვა.
არსებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის, მისი იდენტიფიკაცია მიმდინარეობს.
წინასწარი ვერსიით, შესაძლოა, გარდაცვლილი თურქეთის მოქალაქე იყოს, ის საქართველოს აკვატორიაში, სავარაუდოდ, დინებამ შემოიტანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.