Home ახალი ამბები საქართველო გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა

გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა

2606
გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა

80 წლისა გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი გოგი (გიორგი) ქავთარაძე.

გოგი ქავთარაძე გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი. სხვადასხვა წლებში იყო ქუთაისის, სოხუმის, ალ. გრიბოედოვის სახელობისა და რუსთავის თეატრების დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მან სხვადასხვა თეატრის სცენაზე არაერთი სპექტაკლი დადგა.

გოგი ქავთარაძე იყო საქართველოს სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი.

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here