Home რუბრიკები საზოგადოება გოგა ხაინდრავა: ნეოლიბერალიზმმა კრახამდე მიიყვანა ევროპა, რომელმაც მამათმავლობის ლეგალიზაციას ანაცვალა კაცობრიობის ინტერესები,...

გოგა ხაინდრავა: ნეოლიბერალიზმმა კრახამდე მიიყვანა ევროპა, რომელმაც მამათმავლობის ლეგალიზაციას ანაცვალა კაცობრიობის ინტერესები, მათ შორის _ საქართველოს ინტერესებიც

გოგა ხაინდრავა

ბატონ გოგა ხაინდრავას ფილმმაჰეროკრატიამსაბოლოოდ დაასამარა სააკაშვილის რეჟიმი; იმდენი ლურსმანი ჩააჭედა მისი კუბოს სახურავს, რამდენი სერიაც იყო დემონსტრირებული ამ მხატვრულდოკუმენტური სურათის. მიწა მიაყარა. ხოლო ფილმის მთავარი გმირის, ქვეყნის ერთპიროვნული მმართველის სახელი ჰერო განზოგადდა, როგორც ბოროტებისა და ნარცისიზმის ნაზავის აღმნიშვნელი ტერმინი, ყვარყვარეს სიბრიყვის პრიმიტივიზმით გამდიდრებული.

_ გაქრა და ამოიშანთა დღევანდელობიდან თუ ნარჩენი დეფორმაციით კვლავაც შემორჩა ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას? _ შეკითხვა ფილმის ავტორს.

_ საბოლოოდ არ გამქრალა, რადგან კერპთაყვანისმცემლობა ახასიათებს ჩვენს ერს, სამწუხაროდ, და ამის მოწმენი უახლოეს წარსულშიც ვყოფილვართ სულ ცოტა ორჯერ, როცა პრეზიდენტად ავირჩიეთ კერპი და არა პოლიტიკური მოღვაწე. ამის სიმპტომები დღესაც არის, თუმცა მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ხოლო ე.წ. მესამე სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც (ძირითადი ნაწილი მაინც) მოწოდებით ფლაგმანი უნდა იყოს საზოგადოების განვითარების, მისი გათანამედროვების, პირიქით ირჯება _ ხელს უწყობს ჰეროების კრატიას (ხელისუფლებას) ქვეყანაში; და მათთან ერთად, რა თქმა უნდა, მედია, რომელიც საქართველოში ისე ყვითელია…

_ როგორცბოტკინითდაავადებული პაციენტი.

_ ძალიან გამიჭირდება, პრესა დავარქვა იმ ბეჭდურ თუ ელექტრონულ პროდუქციას, ცალკეული გამონაკლისის გარდა, რომლებიც ქვეყანაში მოგვიმრავლდა. აბსოლუტურად გაუგებარი კონგლომერატია, რომელშიც თავი მოიყარეს არაპროფესიონალებმა, ხშირ შემთხვევაში გაუნათლებელმა ადამიანებმა.

_ რომლებიც, სხვა გზა რომ ვერ იპოვეს, აქ ცდილობენ თავის დამკვიდრებას.

_ ასეთ პირობებში რეციდივი გამორიცხული არ არის, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ქვეყანაში დაგროვდა საკმაოდ დიდი მასა გათვითცნობიერებული ადამიანებისა, რომლებიც არ დაუშვებენ ბნელ წარსულთან დაბრუნებას.

იმედი მაქვს, თუ ახალი თაობა სწორად გაერკვევა საზოგადოების განვითარების ტენდენციებში, ალღოს აუღებს მავნებლურ “ნოვაციებს”, რომლებსაც თავს გვახვევენ, ვფიქრობ, სამშვიდობოს გავალთ. ამის წინაპირობა კი ნამდვილად არის.

იმასაც ვფიქრობ, რომ სერიოზული და წარმომადგენლობითი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საზიანოა საქართველოსთვის. ასეთია, უწინარესად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო”, რომლის ახლახან გამოქვეყნებულ გამოკვლევას თუ ვენდობით, ჩვენი საზოგადოების 44 პროცენტს სურს, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი. თავს დავდებ და სახალხოდ ვაცხადებ, რომ ეს სრული სიცრუეა, ისეთივე, როგორიც მათი აქამდე ჩატარებული კვლევები, რომლებიც შეკვეთილია და რომლებშიც დიდძალი ფული იხარჯება, რათა ქვეყანაში შეიქმნას დამფინანსებლებისთვის სასურველი ნეგატიური განწყობილება საჭირო მომენტში ამ ფონის გამოსაყენებლად, რა თქმა უნდა, საკუთარი მიზნების მისაღწევად. ასეთივეა ჩემთვის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვები. მათ მსგავს ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანები ძალიან ხშირად სხვადასხვა იპოსტასში გვევლინებიან ხელისუფლების საკვანძო თანამდებობებზე და იმ თემებს ნერგავენ ჩვენს ყოველდღიურობაში, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესს არ შეესაბამება.

_ გაქცეული ჰეროს იდეებს ახმიანებენ. საქართველოში დასაბრუნებლად ემზადება მიხეილი.

_ არავითარი პერსპექტივა, როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს, მას არ აქვს საქართველოში, უკრაინაშიც, რა თქმა უნდა. არ მიიღებდა და არც მიიღო უკრაინამ სააკაშვილი, რადგან მასზე არავითარი მოთხოვნა არ იყო. შეაგზავნეს პირველადაც და მეორედ ხომ დესანტად გადასვა კიევში ევროპარლამენტის გავლენიანმა სახალხო პარტიამ, რომლის წევრების კორუფციონერობაზე ახლა მთელი ევროპა ლაპარაკობს. ხუთი წლის განმავლობაში პრესკონფერენციებზე ვამტკიცებდი ამას, ხელს ვადებდი, მაგალითად, კარლ ბილდტსა და სხვებს. ახლა გამჟღავნდა, რომ ამ პარტიის მნიშვნელოვანი ფრთა კორუფციულ სკანდალშია გახვეული.

ამათგან მოდის შეტევის დიდი ტალღა. მაგალითად, ფრიდომ ჰაუსისბოლო ანგარიში ცილისწამებისა და სიცრუის ნიმუშია. ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად ამ ანგარიშს რომ ჩავეძიეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანი, რომელიც ევრაზიის მიმართულებას კურატორობს ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში, “ცხოვრობსქართველ მამაკაცთან, როგორც თავის ცოლთან თუ ქმართან (ამაში თვითონ გაერკვევიან). იგი უშიშროების ყოფილი თანამშრომელია, რომელიც მხილებულია სააკაშვილსა დანაციონალურ მოძრაობასთანპირდაპირ და უშუალო კავშირში. ამის შემდეგ რა უნდა გაგვიკვირდეს?!

ნეოლიბერალიზმმა კრახამდე მიიყვანა ევროპა, რომელშიც ადამიანის სხეულის ერთ ნაწილს ანაცვალეს კაცობრიობის ინტერესები, მათ შორის, საქართველოს ინტერესებიც.

_ 17 მაისს სოდომიტების შემოტევას ველოდებით ლგბტ თემის აღლუმის სახით. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამდაჩაგრულთაპრობლემისადმი?

_ ესეც ცრულიბერალიზმის გავლენის შედეგია. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, მიღებულია კანონი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, მძიმე დანაშაულად არის ჩათვლილი. მაგრამ, როცა იღებ კანონს ერთნაირსქესიანთა დაქორწინების დაშვებაზე, პრაქტიკულად, კაცობრიობა მიგყავს თვითმკვლელობამდე, აკანონებ კაცობრიობის გადაშენებას. როცა ასეთნაირად დაწყვილებულებს ნებას რთავ, ბავშვი შვილად აიყვანონ, ამის გამართლება ადამიანის უფლებათა დაცვის მოხმობით ყოვლად წარმოუდგენელია. რა ვუყოთ ამ ბავშვის თანდაყოლილ ბუნებრივ უფლებას, გაიზარდოს და განვითარდეს სრულფასოვან ადამიანად? მას ხომ ვართმევთ ამ უფლებას? რატომ უნდა ვანაცვალოთ ერთი უკუღმართი ადამიანის უკუღმართ სურვილს შეუდარებლად უფრო ღირებული ფასეულობა, რომელიც მთელი საზოგადოების მომავალს განსაზღვრავს _ ბავშვის სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბება?! საკუთარი სხეულის ნაწილის შენი სურვილის მიხედვით მოხმარების საკითხში არავინ არავის ედავება, მაგრამ ნუ მოითხოვ ამ არაბუნებრივი ურთიერთობის გაფეტიშებას, ნუ აქცევ ამას სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად, ნუ ეწევი ამის ფარულ რეკლამირებას.

ვიმეორებ: თუ ერთი კაცის თვითმკვლელობამდე მიყვანა ისჯება, კაცობრიობის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობა არ უნდა დაისაჯოს?!

_ აღლუმების ორგანიზება კი, თუ გავხსნით ფრჩხილებს, ამ დანაშაულის ჩადენისკენ მიმართული პროპაგანდაა.

_ სწორედ ასეა, რაც მეტყველებს პოლიტიკური სისტემების დეგრადაციაზე იმ ქვეყნებში, რომლებშიც ეს “მასობრივი მსვლელობები” მიღებულია და, ამასთანავე, მსოფლიოს საზოგადოების იმ ნაწილის დეგრადაციაზე, რომელიც ამ გზას მიჰყვება.

ჩვენ რატომ უნდა ჩაგვითრიონ ამ მორევში?!

_ თანაც ჩვენივე ნებით

_ მით უფრო, რომ, მიუხედავად იმისა, რამდენად გულწრფელები ვართ ჩვენს ქრისტიანულ რწმენაში, მართლმადიდებლობა მსოფლმხედველობრივად არის ჩვენი ყოფიერების წესი და კანონი, რომლითაც აქამდე გვიცხოვრია, და ჩვენი შვილებიც მისი ერთგულებით უნდა გავზარდოთ. მასთან დაპირისპირება ნიშნავს ჩვენი მენტალობის უგულებელყოფას, სახელმწიფოებრიობასთან ჩვენს დაპირისპირებას, ხოლო ამ ტენდენციის შემომტანი ჩვენი მეგობარი და კეთილისმსურველი ვერასოდეს გახდება.

_ რატომ ხდება, ბატონო გოგა, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც ქრისტიანობის დასაცავად გამოდიან, კანონით სჯიან, მამათმავლობის პროპაგანდისტები კი ჯეჯილობენ ტელესივრცეში?

_ უფალს ჩვენი დაცვა არ სჭირდება, მით უფრო, კანონის დარღვევით. უფალი თავად გვიცავს. ჩვენ უნდა დავიცვათ უფლის წესი, კანონი და არასოდეს აღმოვჩნდებით განსასჯელის სკამზე. ის, რაც იმ ახალგაზრდებმა გააკეთეს, მე, რა თქმა უნდა, მათ მხარეს ვარ, მესმის, მაგრამ, სამართლის თვალსაზრისით, კანონის დარღვევაა. ბრძოლა კანონის დაცვითაც შესაძლებელია. მეორე საკითხია, კანონი იყოს ისეთი, რომ სამართლიანობის საპოვნელად მისი დარღვევა არ დაგვჭირდეს.

ნებისმიერი ანომალიის უკან დგანან სერიოზული ძალები. ვიცით, რომ კოაბიტაცია მათ მიერ არის ჩვენი ხელისუფლებისთვის თავსმოხვეული. არაორაზროვანი გაფრთხილებით: თუ ასე არ მოიქცევით, ძალიან სერიოზული გართულებები გაგიჩნდებათო.

საქართველოს ისტორიის ოქროს პერიოდშიც იყვნენ სახელმწიფოები, რომელთა ინტერესებს, ნებსით თუ უნებლიეთ, ანგარიშს ვუწევდით.

_ მაგრამ არა საკუთარი ინტერესების ხარჯზე.

_ გეთანხმებით, მაგრამ ასეთი იყო და არის ხვედრი ჩვენი და ჩვენნაირი სახელმწიფოების. ბუნებრივია, მაშინაც და დღესაც იძულებულნი ვართ, ზოგ რამეზე, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის მისაღები არ არის, დავხუჭოთ თვალი და ანგარიში გავუწიოთ რეალობას. არა იმიტომ, რომ მოგვწონს, არამედ იმიტომ, რომ ამ პრობლემის გაუთვალისწინებლობამ შეიძლება უფრო ღრმა და ფართომასშტაბიანი პრობლემების წინაშე დაგვაყენოს.

მიუხედავად იმისა, რომ სწორ პოზიციაზე დგახარ და სიმართლეს იცავ, უნდა იმოქმედო იმ ფარგლებში, რომლის საშუალებასაც კანონი გაძლევს. ეს ერთი, და მეორე: რეალობის გაუთვალისწინებლობამ შეიძლება უფსკრულში გადაგჩეხოს.

_ როგორც წარმოუდგენელი იყო საქართველოსგან აფხაზეთის განდგომა მაშინ, როცა თქვენ იქ სახელმწიფო მინისტრად იყავით მივლინებული, ასევე წარმოუდგენელია დღეს საქართველოსთან აფხაზეთის შემოერთება, დაბრუნება საქართველოს წიაღში.

_ ძალიან რთული საკითხია. ბევრს ვფიქრობ ამაზე. ბუნებრივიცაა, რადგან იქ დამრჩა გული. პირდაპირ გეტყვით: ასეთი ტიპის, ასეთი მნიშვნელობის საკითხები, ჩემი აზრით, მიწიერი გადაწყვეტილების რიგს არ განეკუთვნება.

მაგალითად, აჭარა ღმერთმა დაგვიბრუნა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ჩვენ არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, იოტისოდენა ენერგია არ დაგვიხარჯავს, 1918 წელს აჭარა საქართველოს რომ დაბრუნებოდა. უფრო მძიმე მდგომარეობაში იყო მაშინ აჭარა იმასთან შედარებით, როგორშიც დღეს აფხაზეთია. თბილისში _ 300 წელიწადი თურქობა, 400 წელიწადი _ არაბობა. დღეს თბილისი საქართველოს დედაქალაქია. ასეთი რამ ქვეყნის ისტორიაში ხდება. სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, სწორად უნდა მივუდგეთ მომავალს. სრულად უნდა გავისიგრძეგანოთ ის შეცდომები, რომლებიც დავუშვით და რომელთა გამოც დავკარგეთ აფხაზეთი, მაგრამ აფხაზეთს ვერავინ წაგვართმევს. ბედიის მონასტერი როგორ უნდა წაგართვან, როგორ უნდა წაგართვან ახალი ათონი, ბიჭვინთა!

აფხაზეთი რომ საქართველოს განუყოფელი ნაწილია, დღეს ყველამ იცის, იციან რუსეთშიც და, რაც მთავარია, იციან აფხაზებმაც. რთული მდგომარეობაა ცხინვალში, სადაც ოსები საკუთარი აზრის გამოხატვას კი არა, გაფიქრებასაც ვერ ბედავენ. მათთან ურთიერთობა დღემდე მაქვს. თავისუფლად ჩავალ ცხინვალში. ოსებმა შესანიშნავად იციან ჩემი მათდამი დამოკიდებულება. პირველი ავანტიურა რომ წამოიწყეს სააკაშვილმა და ბარამიძემ (მაშინ ახალი დანიშნული ვიყავი კონფლიქტების მოგვარების მინისტრად), პრაქტიკულად მოინდომეს სამხედრო ძალით პრობლემის გადაწყვეტა, რაც უტოპია იყო _ დაბომბვა დაიწყეს ქალაქის. მაშინ დავურეკე ბარამიძეს და ვუთხარი, რომ შეეწყვიტათ ცეცხლი, აქედან არ გამოვალ და, თუ ხელს გაძლევთ, საკუთარი მინისტრიც გაწირეთ-მეთქი. ქუჩაში გამოვედი და ოსებთან ერთად დავდექი. ეს ახსოვთ მათ.

_ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან?

_ უეჭველად გამოვალთ. სხვა გზა არ არსებობს. ოსებსაც ესმით ეს ძალიან კარგად, რუსეთშიც ესმით. ახლა ასეთი ეპოქაა, მაგრამ მუდმივი ამ ქვეყნად არაფერია.

_ და ამ სიტუაციაში სააკაშვილი ყველაფერს აკეთებდა რუსეთთან ურთიერთობის გასამწვავებლად, რაც უფრო და უფრო გვაშორებდა აფხაზეთის, ცხინვალის პრობლემების მოგვარებას.

_ უნდა გითხრათ, რომ სააკაშვილი ამას შემთხვევით არ აკეთებდა. შეთქმულების თეორიების მოყვარული არ ვარ, მაგრამ ფაქტებსაც ვერ გავექცევი. ძალიან მალე, იმდროინდელ მთავრობაში რომ შემიყვანეს, დავუპირისპირდი მათ.

_ დღევანდელ საგარეო პოლიტიკაზე შეგეკითხებით, რომელიც ყოფილი ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ: რუსეთთან ურთიერთობის აუცილებელი გართულება და აბსოლუტური გადახრა დასავლეთისკენ.

_ აჩემება უგუნურებაა. ისტორია გვასწავლის, რომ საქართველო წელში გამართული იყო ყოველთვის, როცა დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას განახორციელებდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და იმპერიებთან. სიტყვას არ გავაგრძელებ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ამოცანებზე.

ბალანსი უნდა დავიცვათ აუცილებლად. სრული სიგიჟეა აბსოლუტური კონფრონტაცია რუსეთთან. ხშირად ეს ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ჩვენთან კონფრონტაცია არანაირად არ შედის რუსეთის ფედერაციის ინტერესებში, თუნდაც იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ურთიერთობას უჩვენოდ ვერასოდეს ალაგებდნენ და უჩვენოდ დღესაც გაუჭირდებათ. ასეთი მოცემულობაა: კავკასიის რეგიონში წამყვანი როლი ეკისრებოდა, ეკისრება და მომავალშიც დაეკისრება საქართველოს. საქართველო არ არის რუსეთისადმი მტრულად განწყობილი. ფსევდოლიბერალებზე არაფერს ვამბობ… ხალხს შესანიშნავად ესმის, რომ რუსეთთან დაპირისპირება დამღუპველია. სხვა საქმეა, რომ ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები და არასოდეს შევეგუებით არც აფხაზეთის, არც ცხინვალის დაკარგვას. რა დროც გინდა გავიდეს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დავიბრუნებთ.

თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, ღმერთი დაგვიბრუნებს.

იგივეა დასავლეთთან ურთიერთობაშიც, რომელიც ცივილიზებულად უფრო განვითარებული და თანამედროვეა, მაგრამ, ამასთანავე, იქ ბევრია ისეთი მანკიერება, ჩვენი ცხოვრების წესი რომ ვერანაირად გახდება. რაღაცაზე უარი უნდა ვთქვათ, რაღაცას ფრთხილად მოვექცეთ და ზოგი რამ შემოვუშვათ.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. ეს საუბარიოცნებისყრილობის დროს დაემთხვა _ პარალელურად, ერთსა და იმავე საათს. ვთხოვე ორწინადადებიანი კომენტარი, თუ როგორ აფასებს გოგა ხაინდრავა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

_ უწინარეს ყოვლისა, უაღრესად მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების დასაძლევად, ისტორიის ამ ეტაპზე ჩვენ წინაშე რომ დგას. შესაძლებლობა გვეძლევა, სერიოზული გარღვევა გავაკეთოთ საერთაშორისო ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს ერთი.

და მეორე: ეკონომიკური ვითარების გასაჯანსაღებლად, მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად მისი გამოცდილებისა და ერუდიციის გაზიარების გზით იმ ახალგაზრდული გუნდისთვის, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას.

* * *

ინტერვიუსთვის გამოყოფილი დრო ისე ამოიწურა, რომ ახალი ფილმის შესახებ რესპონდენტს ვერაფერი ვკითხე. არადა, აზერბაიჯანელ სცენარისტ რამიზ ფატალიევთან ერთად მუშაობს ძალიან საინტერესო სურათზე, რომელიც ოთხი თაობის ქართველი ემიგრანტების ისტორიას მოგვითხრობს. “ბედისწერაჰქვია ამ ფილმს.

საქვეყნოდ სახელმოხვეჭილიქართული ფილმისსტუდიის ფაქტობრივ აღდგენას ჰგავს ის უთანამედროვესი კინოსტუდია, რომელიც ყოფილი, გაძარცვული და ყველასგან მივიწყებული ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობაში მუშაობს დღეს და რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია გოგა ხაინდრავა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here