რამდენიმე დღის წინათ ინტერნეტში გამოქვეყნდა ანდრეი ალექსეევის წერილი, რომელშიც საინტერესოდ არის განხილული კაცობრიობის წინაშე არსებული პრობლემები, რომლებიც გლობალიზაციის პროცესს ახლავს. გთავაზობთ ამ წერილის შემოკლებულ ვარიანტს ჩვენი კომენტარებით.
სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, მაგალითად, კომუნიკაციის საშუალებების სრულყოფა ამცირებს მანძილს და ადამიანები ბიზნესის ერთ ენაზე ლაპარაკობენ. ერთი შეხედვით, სურათი ასეთია, მაგრამ, თუ ვითარებას კრიტიკულად შევხედავთ?
გლობალური ბიზნესი
სამყაროს მართავს ფული და არაფერი ფულის გარდა, სწორედ ფულია ისტორიის მამოძრავებელი ძალა. ამაში დარწმუნებულია თითქმის ყველა, მაგრამ მოცემულ ფორმულას მსოფლიოში მომხდარი კონფლიქტების ისტორია ეწინააღმდეგება. სსრკ-ისა და აშშ-ის დაპირისპირება განა მიზანშეწონილი იყო? ცინიკური ბიზნესის გადმოსახედიდან ამ ქვეყნებისთვის მეგობრობა უფრო სასარგებლო იყო. ორ ბირთვულ სახელმწიფოს შეეძლო, სწრაფად დამორჩილებოდა დანარჩენ მსოფლიოს ეკონომიკა შანტაჟისა და სამხედრო მუქარის გზით. როგორც ამბობენ, “არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი”.
მაგრამ რას ვხედავთ, ფაქტობრივად? იდეოლოგიის გავრცელების მცდელობას. ერთნი მსოფლიოში თავისუფალი ბაზრის დამკვიდრებას ცდილობენ, მეორენი სოციალიზმის. გერმანიისთვის ხეირის მომტანი არ იყო ომი რუსეთის იმპერიასთან, არც სსრკ-თან. ჰიტლერი თავს არ დასხმია მდიდარ შვეიცარიას. დებიუტისთვის მას აღმოსავლეთი ევროპა დასჭირდა. კვლავ ბიზნესის გვერდის ავლით ერთმანეთს შეეჯახა ორი იდეოლოგია.
დიახ, შეიძლება ითქვას, რომ კულისებს მიღმა მყოფნი ყოველთვის მდიდრდებოდნენ კონფლიქტების ხარჯზე, მაგრამ კულისებს მიღმა სამყარო გლობალური არ არის, გლობალური შეიძლება იყოს ხალხების ინტერესები. ლაპარაკია ფინანსურ ინტერესებზე, რომლებიც არასოდეს ქრება კულტურული განსხვავებულობის გამო. საყოფაცხოვრებო დონეზე განსხვავებასაც კი არ შეუძლია ფინანსური მოტივის გაუქმება. კერძო საცხობის მფლობელს სულაც არ ანაღვლებს, ვინ შეჭამს მის ფუნთუშას, მთავარია ფული; პოლიტიკოსებს კი ეს უფრო მეტად არ ანაღვლებთ, ანუ გლობალიზაციის პროცესი, ყოვლისმომცველი ბიზნესის სახით, შეფერხდა.
მასმედია
როგორი ადამიანი უნდა შექმნას თანამედროვე მედიასაშუალებებმა? გლობალიზაციის თვალსაზრისით, ის მრავალმხრივ უნდა იყოს განვითარებული. გარშემო ხომ ყველაფერი ვითარდება და ურთიერთქმედებს? ამისკენ მიისწრაფვოდნენ სსრკ-ში, მაგრამ აშკარად ძალიან დატვირთეს ახალგაზრდობა მოცულობითი ინფორმაციით, თანაც ხშირად მიუწვდომელით.
შედეგად, მასობრივმა კულტურამ გაიმარჯვა განათლებაზე. იმის ნაცვლად, რომ გაამარტივონ სწავლება, ცოდნა ორიენტირებულია ვიწრო სპეციალიზაციაზე. როგორც ძველად იყო: თუ მჭედელი ხარ, მაშინ, მჭედლობის ცოდნის გარდა, არაფერი გინდა. ვითარება ცოტა გამოასწორა ინტერნეტმა, მაგრამ იქ გასართობზე გაცილებით მეტი მოთხოვნაა, ვიდრე შემეცნებითზე.
გლობალური ქსელი თითქოს მოგვიწოდებს საბჭოთა წარსულში დაბრუნებისკენ, მაგრამ ტელევიზორის თაობამ ინერციით გადასცა ესტაფეტა უმცროს აუდიტორიას. ჩვენი, ერთი შეხედვით, ძალიან განვითარებული და მობილური ბავშვები სულაც არ არიან გლობალურები.
* საქართველოში, 15 წელზე მეტია, გრძელდება განათლების სისტემის ნგრევა, რომელიც ხელისუფლების სათავეში “ნაციონალური მოძრაობის” მოსვლის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანას არ ჰყოლია ისეთი განათლების მინისტრი, რომელიც მომავალი თაობის განათლების დონის ამაღლებაზე იზრუნებდა. შეგახსენებთ: სხვადასხვა პერიოდში განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობდნენ ალექსანდრე (კახა) ლომაია; გია ნოდია, ნიკა გვარამია, დიმიტრი შაშკინი, გიორგი მარგველაშვილი, თამარ სანიკიძე, ამჟამად ალექსანდრე ჯეჯელავა, რომლებსაც თითი თითზე არ დაუკარებიათ განათლების სისტემაში ვითარების გასაუმჯობესებლად, პირიქით მათ მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა კატასტროფამდე მიიყვანა ახალგაზრდა თაობა: 2017 წელს საქართველოში 11 ათასამდე მოსწავლემ, ანუ ყოველმა მეოთხემ ვერ ჩააბარა საატესტატო გამოცდები. განათლების ამჟამინდელმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ კი ეს კატასტროფული შედეგი ასე შეაფასა:
“ვინც საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა, იმ ბავშვებს ბედნიერი ცხოვრება ელით იმიტომ, რომ დასაქმება პროფესიულ განათლებაში უფრო მაღალია. პროფესიული განათლება მოდაში უნდა დაბრუნდეს”.
სწორედ გაუნათლებლობის შედეგია ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება: ტელეეთერში გამოჰყავთ და ქვეყანაზე მზრუნველ ადამიანებად წარმოაჩენენ უცხოეთის რომელიღაც სასწავლებელში “განათლებამიღებულ” გოგო-ბიჭებს, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, 14 ივლისს ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “რეაქციაში”, როდესაც უცხოეთში “უსაშველოდ განათლებულმა” ვინმე ელენე კიკნაძემ, საზოგადოებრივი თანასწორობის ცენტრის” წარმომადგენელმა, “ქართულ მარშში” მონაწილე 10 ათასამდე ადამიანს გაუნათლებელი უწოდა; ან “ექსპერტებად” და “ანალიტიკოსებად” წარმოგვიდგენენ უცხოეთიდან გულუხვად დაფინანსებული ყოველივე ქართულის მოწინააღმდეგე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და “ნაცმოძრაობის” განაყოფი პოლიტიკური პარტიების წევრებს, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, 6 ივლისს ტელეკომპანია “იმედის” გადაცემებში _ “იმედის დილა” და “იმედის დღე”, როცა “ყველაფრისმცოდნე” წამყვანებმა და ექსპერტებმა დაუბალანსებელი, მიკერძოებული, არაობიექტური გადაცემები შესთავაზეს ტელემაყურებელს “ქართული მარშის” თემაზე.
პოლიტიკა
რა გლობალიზაციაზე შეიძლება ლაპარაკი, თუკი ქვეყნები ნელ-ნელა იკეტებიან საკუთარ ნაჭუჭში? ტურიზმისა და სხვადასხვა კონფერენციის ჩასატარებლად მსოფლიო, რა თქმა უნდა, გახსნილია, მაგრამ არის საწინააღმდეგო ტენდენციაც. ცდილობენ, ინტერნეტი დაყონ სხვადასხვა რეგიონისთვის, მაგალითად, ჩინეთში მკაცრად კონტროლდება ინტერნეტი. ანალოგიური რამ ხდება უკრაინაშიც. აშშ-ში ბევრს ლაპარაკობენ ფეიკური (ყალბი) ახალი ამბების გავრცელებაზე, რათა ამ კატეგორიაში შეიყვანონ ყველა, ვინც არასასურველია. გლობალურ ქსელს კი ტოტალურად აკონტროლებს აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო. რუსეთშიც ბევრი იდეაა ინტერნეტის შიგა უსაფრთხოებაზე.
ანტიგლობალიზაციური პოლიტიკის კიდევ ერთი ნიშანია მოძველებული და წამგებიანი პოლიტიკური მოდელებისკენ დაბრუნება, უფრო ზუსტად, ნაციზმისკენ ბალტიისპირეთსა და უკრაინაში. დღეს სვასტიკა და ჩირაღდნებიანი მსვლელობები ლეგალიზებულია. და ეს ხდება ლიდერი ქვეყნების ჩუმი თანხმობით. გლობალიზაცია შეუძლებელია ისტორიული პროცესების თუნდაც მისი ძირითადი ფაქტების გაცნობიერების გარეშე. მსოფლიო ვერასოდეს განვითარდება ერთ ტალღაზე, სანამ იაპონიაში ჰგონიათ, რომ იქ ატომური ბომბები სსრკ–მა ჩამოყარა, ხოლო აშშ–ში მოსახლეობის 90% დარწმუნებულია, რომ ამერიკამ დამოუკიდებლად გაიმარჯვა ფაშიზმზე.
სამწუხაროდ, ფაშიზმზე გამარჯვების ჭეშმარიტ შემოქმედს რუსეთს, ვითარების შეცვლა არ შეუძლია. ორმხრივი სანქციების პოლიტიკაც აშკარად მიმართულია გაუცხოებისკენ და არა გლობალიზაციისკენ. თუ ასე გაგრძელდა, მსოფლიო დახურულ ეკონომიკურ ზონებად დაიყოფა.
* ბოლო წლებია, დასავლური პრესა გაშმაგებულ პროპაგანდას ეწევა ფაშიზმზე გამარჯვებაში სსრკ-ის როლის დასაკნინებლად. ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ ფაქტია: 1945 წლის მაისში გამარჯვების წითელი დროშა ბერლინში, რაიხსტაგის თავზე სწორედ საბჭოთა მეომრებმა _ მელიტონ ქანთარიამ და მიხეილ ეგოროვმა ააფრიალეს; საბჭოთა კავშირმა დიდ სამამულო ომში გამარჯვება 26,6 მლნ ადამიანის სიცოცხლის ფასად მოიპოვა.
ე.წ. დემოკრატიული მედია დღეს თითქმის არაფერს წერს, რომ ევროპის ქვეყნებში შუა აღმოსავლელი და ჩრდილოაფრიკელი ლტოლვილების მომრავლების ფონზე გაძლიერდა ნაციონალური განწყობა და დიდია ფაშიზმის აღორძინების საფრთხე. მაგალითად, რამდენიმე თვის წინათ გერმანიაში ბესტსელერად იქცა ჰიტლერის უკვე მერამდენედ გამოცემული წიგნი “ჩემი ბრძოლა” (“მაინ კამპფ”), ხოლო აშშ-ში კვლავ წამოყო თავი რასისტულმა ორგანიზაციამ კუ-კლუქს-კლანმა.
სექსი
2 ათეული წელიწადია, ინტიმურმა ცხოვრებამ წინა პლანზე წამოიწია. დღეს სექსი უფრო ხელმისაწვდომია. კამასუტრას პოზები თეორიიდან დემონსტრირების პრაქტიკაზე გადაიყვანეს. ამას ხელს უწყობს ეროტიკული სამოსი, სხეულის მოვლის ათასგვარი საშუალება, “თვალსაჩინოების სახელმძღვანელოები”, სქესობრივი აქტის მრავალფეროვანი სიუჟეტური ხაზი მუსიკისა და ცეკვის თანხლებით.
გლობალიზაციის პირობებში სქესობრივი კავშირი ისეთივე ხელმისაწვდომია, როგორც საკვები მაღაზიაში, მაგრამ სექსი სხვადასხვა სქესის წარმომადგენელთა ურთიერთობაა; ხოლო მოდა ერთნაირსქესიანთა სექსზე, რომელსაც აგრესიულად გვახვევენ თავს, ანადგურებს სექსს, როგორც ასეთს.
თუმცა, ალბათ, გვეჩვენება, რომ ეროტიკულ ეპოქაში ვცხოვრობთ; დღეს _ კი, მაგრამ დრო სწრაფად იცვლება.
დღეს მსოფლიოში არის ქვეყნები, რომლებშიც უადგილო ადგილას ქალთან ურთიერთობის გამო შეიძლება ციხეში შეიძლება ჩაგაყუდონ, ჰომოსექსუალებს კი სრული თავისუფლება აქვთ მინიჭებული. მათ მხარს უჭერენ სახელმწიფოებრივ დონეზე. დადგება ანტისექსის საუკუნე. რაც მეტ გარყვნილებას სჩადის საზოგადოებრიობა, მით სწრაფად იხრება ჰომოსექსუალური კავშირებისკენ. 1990-აინ წლებში ეროტიზმის მკვეთრი მატება მხოლოდ სატყუარა აღმოჩნდა ასექსუალურობის გზაზე.
* დღეს ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება ლეგალიზებულია მსოფლიოს 23 ქვეყანაში, აგრეთვე, დიდი ბრიტანეთისა და მექსიკის რამდენიმე რეგიონში. რაც შეეხება სექსის ე.წ. ხელმისაწვდომობას ტოლერანტულ დასავლეთში მხოლოდ 2017 წლის 6 თვეში, არაფერი რომ არ ვთქვათ გასულ წლებზე, ქალი მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეებზე ძალადობის, ანუ პედოფილიის რამდენიმე სკანდალური შემთხვევა აღირიცხა: ბრედფორდის (ინგლისი) 36 წლის მასწავლებელს ამენა ნაზამ კჰამს 9 თვის განმავლობაში სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა თავის მოსწავლესთან; კანადელმა მასწავლებელმა ჟაკლინ მაკლარენმა კი ქმარს რამდენიმე მოსწავლესთან უღალატა; ჩრდილოეთ კაროლინელმა (აშშ) 25 წლის მათემატიკის მასწავლებელ ერინ მაკოლიფს სექსი ჰქონდა სამ მოსწავლესთან. კალიფორნიელმა ნინა სკაიმ კი მასწავლებლის პროფესია მხოლოდ მაშინ მიატოვა, როდესაც სკოლის ხელმძღვანელობამ შეიტყო, რომ პედაგოგი პორნობიზნესში იყო ჩართული.
იუვენალური იუსტიცია
მსოფლიოს მასშტაბით ეგოიზმი მკაფიო თანამიმდევრობით ვითარდება. ქრისტიანიზმის მიხედვით, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი, შემდეგ ადამიანმა შესცოდა, ღმერთი დარჩა მეხსიერებაში, ხალხი კი უმთავრესი შეიქნა. ხალხის ინტერესების დასაცავად მიმდინარეობდა ომები და ადამიანები სიცოცხლეს სწირავდნენ. მოგვიანებით გაჩნდა ცნება “სახელმწიფო”, მისი ინტერესების დასაცავად იღვრება სისხლი, სახელმწიფოს ჩარჩოებში ფუნქციობენ თემები, რომლებიც საზოგადოების უჯრედის როლს ასრულებენ. ადამიანი შრომობს თემისთვის, თემი კი _ საზოგადოებისა და ქვეყნისთვის.
დღეს, ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად, წინა პლანზე გადმოდის ოჯახი. დღეს ოჯახის სარგებელი უპირველესია. არადა, თემისა და სახელმწიფოს ინტერესებისგან განდგომა ნებისმიერი სახეობის კორუფციის მიზეზია.
შემთხვევითი არ არის, რომ სტალინის მმართველობის პერიოდში კორუფცია განადგურდა. ცნობილია, რომ მას არ ჰქონდა ოჯახური ინტერესები. სტალინისთვის მიბაძვა გულუბრყვილობა და იდეალისტური მიდგომა იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ ოჯახის კეთილდღეობაზე ფიქრი, ოჯახის ნაჭუჭში ჩაკეტვა არანაკლები ზიანის მომტანია.
შეიძლება ვიღაცამ შენიშნოს, რომ დღეს ოჯახიც გადადის უკანა პლანზე და მართალიც იქნება.
დღეს უმთავრესია საკუთარი მე, უწინარესად კი, ბავშვის უფლებები, რათა ბავშვი თავიდანვე აყენებდეს საკუთარ თავს დედასა და მამაზე მაღლა.
ბავშვის ასე აღსაზრდელად საუკეთესო დამხმარეა იუვენალური იუსტიცია, რომელიც დაუჯერებელი სისწრაფით იდგამს ფესვებს მსოფლიოში, რაც საბოლოოდ ყველას და ყველაფერს დაუმორჩილებს მართვის ერთობლივ ცენტრს. კორუფცია გაქრება, მასთან ერთად თავისუფლებაც. ელექტრონული მონობის სისტემაში, რომელშიც თითოეული მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს, მაგრამ ემორჩილება მართვის ერთობლივ ცენტრს, არანაირი გლობალიზაცია არ მოხდება. “მართვის ცენტრიც” ხომ მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს?
* იუვენალური იუსტიცია ნელ-ნელა იქცა სისტემად, რომელშიც ჩამოყალიბდა სოციალური ზედამხედველობის ორგანო ოჯახში ბავშვის მდგომარეობის შესაფასებლად. ე.წ. საბავშვო იუსტიცია დგას რამდენიმე პრინციპზე: პირველი _ ბავშვს აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც ზრდასრულს, მაგრამ ბავშვის ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობაზე არავინ ლაპარაკობს. ბავშვს შეუძლია მიმართოს ორგანოებს თავისი უფლებების დასაცავად, მათ შორის, პოლიციას ან სასამართლოს, თუ მიიჩნევს, რომ მშობლები მის უფლებებს ლახავენ. ეს ორგანოები კი ვალდებულნი არიან, შეამოწმონ, სათანადოდ თუ ასრულებენ მშობლები თავიანთ მოვალეობებს, თუმცა რას ნიშნავს მოვალეობების “სათანადოდ” შესრულება, განმარტებული არ არის. იუვენალური სისტემის სოციალური ზედამხედველობის ორგანოს, რომელიც სოციალური სფეროს მუშაკებისა და ფსიქოლოგებისგან შედგება, შეუძლია თავისი გადაწყვეტილების საფუძველზე ბავშვი მშობლებს ჩამოართვას, სასამართლოში გასაჩივრებას კი რამდენიმე წელი სჭირდება.
ცნობისთვის: ფინეთში მეურვეობის ორგანოს კონტროლს 80 ათასი ბავშვი დაექვემდებარა. მათი უმრავლესობა მშობლებს აღარ დაუბრუნეს.
იუვენალური ტერმინოლოგიის ერთ-ერთი პოსტულატი ბავშვების სექსუალური აღზრდაა. ცნება “სქესის” ნაცვლად შემოღებულია ცნება “გენდერი” და “გენდერული თანასწორობა”. აქცენტი კეთდება სექსუალურ არჩევანზე.
ათეიზმი და წარმართობა
გლობალიზაცია და მეცნიერება განუყოფელია. ცოტა ვინმე თუ დაფიქრებულა, რომ ქრისტიანობა _ მეცნიერებებით ტევადი რელიგია, ექსპერიმენტების ჩატარების თავისუფლებას იძლევა. ბიბლიის თანახმად, ღმერთმა ადამიანები ცოდვიანი სამყაროს პირისპირ დატოვა და ადამიანებმა ის დამოუკიდებლად, უფლის დაუხმარებლად უნდა შევიცნოთ. ცოდვილი სამყაროს სისტემაში შედის ხეც და მზეც, რომლებიც წარმართებისთვის ღვთაებრივია და მნიშვნელოვან ცვლილებას ან შესწავლას არ საჭიროებს. რატომ უნდა შეისწავლო ის, რაც უკვე არის სრულყოფილი ღვთაება?
წარმართს სჯერა მხოლოდ იმის, რასაც თვალით ხედავს. ამ თვალსაზრისით, ათეისტებიც წარმართები არიან, ოღონდ უფრო გვიანდელი ეპოქის, ხედავენ მხოლოდ მეცნიერულ აღმოჩენებს და მათთვის სხვა არაფერი არსებობს, მათ შორის, არც ღმერთი. არადა, მეცნიერების საბოლოო მიზანია, გაიგოს, როგორ, რით დაიწყო სიცოცხლე და საით მიდის. მეცნიერება ღმერთს ეძებს. შემთხვევითი არ არის, რომ გამოჩენილი მეცნიერების უმრავლესობა ქრისტიანი იყო.
რაც მეტად ვშორდებით ქრისტიანობას, მით მეტად შევდივართ ველურ მდგომარეობაში. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ აგრესიული ათეიზმისა და ნეოწარმართობის ეპოქაში.
21-ე საუკუნეში მართლმადიდებლობა განიცდის გაცილებით გამანადგურებელ დარტყმებს, ვიდრე პირველი ბოლშევიკების მმართველობის პერიოდში. თუკი მე-20 საუკუნის დასაწყისში დარტყმა გარედან თავსმოხვეული ათეიზმის გავლენით ხდებოდა, დღეს მართლმადიდებლობას უტევენ ორი მხრიდან: პირველი ეს არის ათეისტების მზარდი აგრესია (ფიზიკური ზემოქმედების გარეშე, მაგრამ მასზე პრეტენზიის მქონე), მეორე შინაგანი გახრწნილება.
ბევრი თანამედროვე მღვდელმსახურისთვის უცნობია ცნება “ასკეზა”. სარფი, მოგება ბევრი ქრისტიანისთვის თვითმიზნად იქცა.
ნელ-ნელა ქრება თვით რელიგიის პრინციპი. ათეისტებისა და ქრისტესმოძულეების წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებული არ იქნება. გაველურებული ანტიგლობალიზაციის სამყაროს ორივე სჭირდება, რადგან ადამიანები სამართლიანად მიუთითებენ ხოლმე ეკლესიაში არსებულ მანკიერებებზე და ამ საბაბით კვლავაც გაგრძელდება ქრისტიანობის სიძულვილის პროპაგანდა, ეს კი მნიშვნელოვნად გააძლიერებს სხვა რელიგიების გავლენას: ან ათეისტების, ან კიდევ უფრო უარესის _ სექტების.
* საქართველო, ქართველები, თავიანთი ტრადიციებითა და ფასეულობებით, აქამდე სწორედ მართლმადიდებლობამ მოიყვანა და გასაკვირი არ არის, რომ სწორედ მართლმადიდებლობა ჰყავთ ამოღებული სამიზნეში “დასავლური ფასეულობების” მქადაგებელ არასამთავროებსა და მათ პატრონებს. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევა, რომელიც 2003 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიწყო, დღეს უფრო ფართომასშტაბიანია.
რასობრივი ურთიერთქმედება
ვიდრე ლიფტით მესამე სართულზე ან უფრო მაღლა ახვალთ, მეორე სართული უნდა გაიაროთ. ეს პროგრესის აუცილებელი პირობაა და მას გვერდს ვერ ავუვლით. ასევეა რასობრივი ურთიერთქმედება გლობალიზაციის კანონებით ეს გარდაუვალია. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, რომელშიც თეთრკანიან ქრისტიან ხალხებს ჯერ კიდევ კარგად არ გაუცვნიათ ერთმანეთი, მაგრამ აქტიურად ასიმილირდებიან სხვა რასებთან. ამრიგად, განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი გამოტოვებული., ეს კი ნიშნავს იმას, რომ არანაირი რასობრივი ჰარმონია არ არსებობს.
ტოლერანტულობის დიქტატურის მიუხედავად, საუბარი რასობრივ ომზე ევროპაში სულ უფრო აქტუალურია. საქმე ის კი არ არის, რომ ჩვენთვის მუსლიმური კულტურაა უცხო, არამედ ის, რომ ჯერ არ მოვმწიფებულვართ ურთიერთგაგებისთვის.
არავინ დავობს იმაზე, რომ უნდა მივისწრაფვოდეთ ბუდისტებსა და მუსლიმანებთან მეგობრობისკენ, მაგრამ ეს შეუძლებელია თანამიმდევრობის გარეშე. გერმანია თითქმის ოკუპირებული აქვთ თურქებს, მაგრამ რა იციან გერმანელებმა რუსებზე? _ არაფერი, გარდა იმისა, რომ 4 წლის განმავლობაში ერთმანეთს კლავდნენ ან უფრო მეტი ხანს, თუ პირველ მსოფლიო ომსაც გავითვალისწინებთ.
აშშ-ში რასობრივი ვითარება უკეთესი არ არის, დიდად არც რუსეთი ჩამორჩება აშშ-სა და გერმანიას. ლაპარაკი არ არის სხვა კულტურების შეზღუდვა-შევიწროებაზე, დაე, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. მაგრამ, თუ ამ პროცესს “მეორე სართულს” არ დავუმატებთ, თეთრი რასა მალე გადაშენდება. ეს აქტიურად რომ მიმდინარეობს, საიდუმლო არავისთვის აღარ არის, თუმცა ერთი რელიგიის არათეთრმა ხალხებმაც ვერ მოასწრეს ერთმანეთის გაგება. სამაგიეროდ, მოასწრეს ქრისტიანულ ქვეყნებში ინტეგრირება. იაპონიასა და ჩინეთს ან შიიტებსა და სუნიტებს შორის, უკვე საუკუნეებია, დაპირისპირება არ წყდება. ამასთანავე, ქრისტიანული ქვეყნებიც ვერ იტანენ ერთმანეთს. აქ გლობალიზაციაზე ლაპარაკიც კი უადგილოა.
* რამდენიმე დღის წინათ გერმანული გამოცემა Fრანკფურტერ ღუნდსცჰაუ იუწყებოდა, რომ, ბოლო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქალაქ ფრანკფურტში გერმანელების რაოდენობამ მხოლოდ 49% შეადგინა და ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ. ფრანკფურტში უმრავლესობა “მიგრანტის წარსულის” მქონე ადამიანები არიან. ყველაზე მრავალრიცხოვანი თემია თურქები (13%), მიგრანტების 61% კი ევროკავშირის ქვეყნებიდანაა.
ტერორიზმი
გლობალური მსოფლიო, უწინარესად, უსაფრთხო მსოფლიოა. მილიონობით ადამიანი ურთიერთქმედებას ვერ შეძლებს, თუ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თითქმის კარგა ხანია, დასრულდა დროება, როდესაც ადამიანები მომთაბარეთა მოულოდნელი თავდასხმის შიშით ცხოვრობდნენ. ამჟამად ეს შიში განუხრელად იმატებს. თითქმის ყოველდღე სადღაც რაღაც ფეთქდება, სულ უფრო ხშირად ხდება ადამიანების პროფილაქტიკური ევაკუაცია რეალური საფრთხის გარეშე, მაგრამ აფეთქების შიშით.
ჩვენი ემოციური მდგომარეობა ნელ-ნელა უბრუნდება შუასაუკუნეებისას. და ეს გადაჭარბებული ნათქვამი არ არის. რად ღირს თუნდაც მხეცობები, რომლებიც ოფიციალურად არ არის აღიარებული ტერორისტულ აქტებად. მაგალითად, ადამიანების მასობრივად დაწვა 2014 წლის 2 მაისს ან გუანტანამოს საკონცენტრაციო ბანაკი.
ისე, ბევრს ეს ამბები ფეხებზე ჰკიდია.
ადამიანებს, გარეგნული სისასტიკის მიუხედავად, სამშვიდობო მოტივები ჰქონდათ თავიანთი თემის თუ ხალხისთვის. დღეს ასეთი მოტივი ბევრს არ აქვს, რადგან, რაც უფრო მეტია სისასტიკე და მხეცობა, მით საინტერესოა ახალი ამბები მასმედიაში. ჩვენ თითქოს მედიურ კანიბალებად ვიქეცით.
ჩნდება განცდა, რომ თითოეულ ჩვენგანში ზის უხილავი ვოლანდი (მიხეილ ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტას” პერსონაჟი ნ. კ.) და დღითიდღე სულ უფრო ხშირად იღიმის, როცა ხედავს, რომ კაცობრიობა პირველყოფილ ქაოსში ბრუნდება.
* 2014 წლის 2 მაისს ოდესაში უკრაინელმა ნაციონალისტებმა ცეცხლი წაუკიდეს პროფკავშირის სასახლეს და იქ ცოცხლად გამოწვეს 42 ადამიანი.
გუანტანამო ეს არის აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზა გუანტანამოს ყურეში (კუბა), რომელიც ცნობილია, როგორც ტერორისტებისთვის განკუთვნილი ციხე. უფლებადამცველთა განცხადებით, გუანტანამოს ციხეში ადამიანებს სასტიკად აწამებენ. 2009 წელს ობამას განცხადების მიუხედავად, რომ გუანტანამოს ციხე დაიხურებოდა, ის დღესაც ფუნქციობს.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა