Home სხვადასხვა დაიჯესტი გლობალისტების კლიმატური აფერა

გლობალისტების კლიმატური აფერა

24 სექტემბერს მსოფლიოს თითქმის 100 ქვეყანაში გაიმართა .. გლობალური ეკოლოგიური პროტესტი, რომელშიც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ისინი მოითხოვდნენ, მთავრობებმა დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებების დამანგრეველი შედეგების თავიდან ასაცილებლად.

The Guardian-ი წერს, რომ ადამიანები ევროპის, აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 1800-ზე მეტი ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ. ბერლინში საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე აქციაში მონაწილეობდა 100-ზე მეტი ადამიანი. მათ წინაშე გამოვიდა შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი.

“გახსოვდეთ, მხოლოდ ხმის მიცემა საკმარისი არ იქნება. ჩვენ კვლავ უნდა გამოვიდეთ ქუჩაში”, _ განაცხადა გრეტამ და წაიკითხა ფურცელზე ჩამოწერილი მოწოდებები ეკოლოგიური პრობლემების დაუყოენებლივ მოსაგვარებლად. ეს ყველაფერი გერმანიის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე ხდებოდა.

ბერლინში გამართულ აქციაზე შვედ აქტივისტებს შეუერთდა 25 წლის ლუიზა ნოუბაუერი _ მოძრაობა Fridays for Future-ს ერთ-ერთი ლიდერი გერმანიაში. მან გერმანელი პოლიტიკოსები დაადანაშაულა, რომ მათ სურთ 2038 წლამდე გამოიყენონ ქვანახშირი, როგორც ენერგიის ერთ-ერთი წყარო. კომენტატორებმა ეს მწვანეთა პარტიის მხარდაჭერად შეაფასეს. კანცლერობის კანდიდატს მწვანეებიდან, ანალენა ბერბოკს, განზრახული აქვს, შეეწინააღმდეგოს ბუნებრივი აირის მიწოდებას “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ით, თუ ახალ მთავრობაში შევა. მან უკვე არაერთხელ სცადა, ბუნდესტაგში გაეტანა კანონი მილსადენის გადაკეტვის შესახებ.

24 სექტემბერს გამართული გლობალური პროტესტი მსოფლიო მასშტაბის პირველი ღონისძიება იყო. ის მოაწყვეს გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციის წინ, რომელიც 2021 წლის 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს.

ცოტა ხნის წინათ G7-ის ლიდერებმა მოილაპარაკეს, რომ ყოველწლიურად 100 მლრდ დოლარს გამოყოფენ ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო გაეროს მონაცემების მიხედვით, შემდეგ ათწლეულში დედამიწაზე მავნე გამონაბოლქვების მოცულობა 16%-ით მოიმატებს.

მართლა ემუქრება თუ არა მსოფლიოს კლიმატური კატასტროფა?

კლიმატური ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ადრეც მომხდარა, სამრეწველო ეპოქის დაწყებამდე, და ამაში არა მხოლოდ ადამიანი იყო დამნაშავე. დათბობას სხვადასხვანაირი გავლენა აქვს პლანეტის სხვადასხვა ნაწილზე. მაგალითად, ევრაზიის ჩრდილოეთში, სადაც რუსეთის ტერიტორიაა, ფართოვდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ზონა და ეს ძალიან კარგია.

მაშინ რატომ სახავენ კლიმატის პრობლემას დრამატულად?

2008 წლიდან მსოფლიო მესამე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. “სულ უფრო მეტი ფულის კონცენტრაცია ხდება ფინანსურ სექტორსა და ინტერნეტში, ხოლო მრეწველობისა და მომსახურების სფეროში შემოსავლები ნელა იმატებს. ადამიანები, რომლებიც დასავლეთის რეალურ ეკონომიკაში მუშაობენ, უფრო ცუდად ცხოვრობენ, ვიდრე მათი ბაბუები და მამები 1950-1960-იან წლებში, მმართველი ელიტებისთვის მნიშვნელოვანია უკმაყოფილების შეკავება. საზოგადოების ყურადღების გადატანა ეკოლოგიურ პრობლემებზე კარგად წყვეტს ამ ამოცანას. ადამიანებს არწმუნებენ: თქვენი მტერი არ არის კორპორაციები. თქვენი მტერია მავნე აირები. ადამიანებს უხსნიან: პრობლემა ის კი არ არის, რომ თქვენი ქარხნების პროდუქცია ძალიან გაძვირდა და მისი შეძენა ხელსაყრელი აღარ არის, არამედ ის, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არის რუსეთი და ჩინეთი, ბინძური კარბონული ტექნოლოგიებით ამზადებენ იაფფასიან პროდუქტებს. ეს ყველაფერი მიდის აბსურდამდე: სერიოზულად მსჯელობენ ძროხების რაოდენობის შემცირებაზე, რომლებიც ატმოსფეროში ნაწლავურ აირებს გამოყოფენ”. _ ამბობს პოლიტეკონომიური კვლევების ცენტრის ახალი საზოგადოების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვასილ კოლტაშოვი.

“ჩვენ, ყველანი, ვართ ანტიმეცნიერული სიცრუისა და პროპაგანდის მსხვერპლი… ეს ხელს აძლევს მათ, ვინც იბრძვის ფინანსებისთვის; მათ, ვისაც არ სურს, ე.წ. განვითარებადმა ქვეყნებმა ოდესმე მიაღწიონ ინდუსტრიულ წარმატებას”, _ მიაჩნია რუსეთის აკადემიის პროფესორ სერგეი გულიოვს.

გლობალური დათბობის კატასტროფისმითი გაჩნდაოზონის ხვრელების შესახებმითის შემდეგ. “ოზონის ხვრელებიკი თითქოს ჩნდებოდა ატმოსფეროში ფრეონის გამოყოფის შედეგად. 1986 წელს ამერიკულმა კომპანიამ Dupont-მა, რომელმაც დაიწყო ქლორის გარეშე გამაცივებელი აგენტების ახალი კლასის წარმოება, ეკოლოგიური ომი გამოუცხადა კონკურენტებს, რომლებიც ფრეონს იყენებდნენ. შედეგად, 1987 წელს ხელი მოაწერა პროტოკოლს ოზონის ფენის დამაზიანებელი ნივთიერებების წარმოების გამოყენების შეზღუდვაზე, რომელმაც ბევრი კომპანიის გაკოტრება გამოიწვია. შედეგად Dupont-ი მონოპოლისტად იქცა ამ ბაზარზე, თუმცა ოზონის ხვრელები მაინც დარჩა.

ბევრი მტკიცებულებაა იმისა, რომ “გლობალურ დათბობაზე” წარმოდგენები მცდარია. მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე დამოკიდებულია ტემპერატურაზე, და არა პირიქით. პასუხი ამ ურთიერთკავშირზე დევს მსოფლიო ოკეანეში, რომელიც ატმოსფეროში ყოველწლიურად გამოყოფს 80 გიგატონა ნახშირორჟანგს, კაცობრიობის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის წილი კი გაცილებით ნაკლებია _ 7 გიგატონა.

 “გლობალურ დათბობაზე ადამიანის გავლენის თემა, წარმოშობილი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში და ასახული კიოტოს პროტოკოლში, განავითარა ალბერტ გორმა _ იმხანად აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, _ ამბობს გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრე გოროდნიცკი , _ 2006 წელს საზოგადოებამ იხილა ფილმი და წიგნი სახელწოდებით “უხერხული სიმართლე”, რომელშიც დახატული იყო აპოკალიფსური სურათი: თუ კაცობრიობა არ შეამცირებს ატმოსფეროში სამრეწველო ნახშირბადის გატყორცნას, მაშინ უახლოეს წლებში დადნება ყინული ანტარქტიდაში, მოიმატებს მსოფლიო ოკეანის დონე, ჩაიძირება ლონდონი, ნიუ-იორკი, ტოკიო; დაიწყება პანდემიები, ომები მტკნარი წყლისთვის, მასობრივი ემიგრაცია დატბორილი ქვეყნებიდან. აქ ზედმეტიც კია იმის თქმა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა”.

კლიმატური კატასტროფის საფრთხობელა _ ეს არის საზოგადოების ყურადღების გადატანის მეთოდი იმ საფრთხეებიდან, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს მსოფლიო კაპიტალისტური სისტემის საყოველთაო კრიზისს, რომელმაც მოიცვა როგორც სისტემის ცენტრი, ისე მისი პერიფერიები. საზოგადოებრივი ყურადღება გადააქვთ სხვა სიბრტყეზე, არანაკლებ გლობალურზე, როგორიც ეს კრიზისია: საყოველთაო ვაქცინაცია და ბრძოლა ე.წ. კოვიდდისიდენტებთან, კლიმატური კატასტროფის საფრთხე და ეკოლოგიური პროტესტი. ეკოლოგიური საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიტიკურ ამოცანებსაც წყვეტენ. სწორედ ამიტომ გამოჩნდა გრეტა ტუნბერგი ბერლინში გერმანიის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე; სწორედ ამიტომ ფინანსდება უცხოეთიდან რუსეთში 150 ორგანიზაცია.

nk.org.uaზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

P.S. შვედმა ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა ორიოდე დღის წინათ კვლავ დაადანაშაულა მსოფლიო ლიდერები, რომ ისინი არაფერს აკეთებენ პლანეტის გადასარჩენად. იტალიაში გამართულ ახალგაზრდულ კლიმატურ სამიტზე მან პოლიტიკოსების ტყუილებსბლაბლაბლაუწოდა.

.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here