Home ახალი ამბები მსოფლიო გლობალიზაცია კვდება არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ ადამიანების გონებაშიც

გლობალიზაცია კვდება არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ ადამიანების გონებაშიც

1193
გლობალიზაცია კვდება არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ ადამიანების გონებაშიც

ექსპერტები ერთსულოვანნი არიან: მიმდინარე პროცესები უმძიმესად ურტყამს ეროვნულ ეკონომიკებს და მათთან ერთად გლობალიზებულ მსოფლიო ეკონომიკასაც, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეკონომიკით არ იფარგლება. გაცილებით მნიშვნელოვანია გლობალიზაციის ადამიანური ასპექტი, რომელიც ჩვენ თვალწინ კარდინალურად იცვლება _ კვდება.

გამჭვირვალე მსოფლიოს იდეა, რომელშიც ნებისმიერს შეუძლია გადაბარგდეს და დამკვიდრდეს მისთვის სასურველ ადგილას (დროებით ან სამუდამოდ), არის თანამედროვე ცივილიზაციის ღირებულებათა შორის ერთ-ერთი, რომელიც საკმაოდ წარმატებულად არის ჩანერგილი ჩვენს ცხოვრებაში. ნებისმიერი გამონაკლისი წლების განმავლობაში ითვლებოდა შესაბამისი ქვეყნების “ბარბაროსობისა და ტირანიის” სამხილად.

იდეამ, რომლის მიხედვით, ნებისმიერს შეუძლია იცხოვროს, იშრომოს ან დაისვენოს პლანეტის ნებისმიერ წერტილში, სადაც მოესურვება, პრაქტიკულად მთელი კაცობრიობა მოიცვა. ამ საფუძველზე აღმოცენებული ჩვეულებები და მისწრაფებები დღეს არსებობას წყვეტს. უქმდება დასაქმების ადგილები, იცვლება ცხოვრებისეული გეგმები, ადამიანები ფინანსურად ზარალდებიან. ეს ყველაფერი ნებისმიერ ქვეყანაში ხდება, მიუხედავად იმისა, დემოკრატიისა და თავისუფლების რეიტინგებში რომელ ადგილს იკავებენ. უფრო მეტიც: ფაქტია, რომ აშშ სათავეში ჩაუდგა მოძრაობას “ისხედით შინ, ისარგებლეთ მხოლოდ მშობლიურით”, რომელიც კლავს იმედს იმისა, რომ ყველაფერი შეიცვლება პანდემიური ფორსმაჟორის დასრულებისთანავე და თავის ადგილს დაუბრუნდება.

დღევანდელი მოვლენები უფრო წინასწარი გაფრთხილებაა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, შემდეგ ყველაფერი უფრო სერიოზული იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here