Home სხვადასხვა დაიჯესტი გლდანის ციხის ყოფილი ჯალათი, მიუნსტერის ციხეში ქართველმა პატიმრებმა სასტიკად ცემეს

გლდანის ციხის ყოფილი ჯალათი, მიუნსტერის ციხეში ქართველმა პატიმრებმა სასტიკად ცემეს

2147

გერმანიაში მცხოვრებმა გრიგოლ კელენჯერიძის განცხადებით, მიუნსტერის ციხეში, მაღაზიის ქურდობისთვის დაჭერილი ერთ-ერთი ქართველი პატიმარი, სხვა ქართველმა პატიმრებმა სასტიკად ცემეს, ვინაიდან მასში გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომელი და ჯალათი ამოიცნეს. პორტალმა „ფოსტალიონმა” მომხდართან დაკავშირებით კელენჯერიძეს კომენტარის გაკეთება სთხოვა. 

– ბ-ნო გრიგოლ, ვინ არის ეს ადამიანი და რატომ მოხვდა ციხეში?– წვრილმანი ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. ერთი კვირის წინ მიუყვანიათ მიუნსტერის ციხეზე სხვა ციხიდან და ჩვეულებრივად ქართველებთან მოხვდა. ამ დროს ერთ – ერთი პატიმარი, ოქროს უბნელი გიორგიც იქ იხდის სამ თვიან სასჯელს. და ამ გიორგიმ ამოიცნო მასში გლდანის ციხის ოფიცერი “პალაჩი” . ცემაში ყველა ქართველმა პატიმარმა მიიღო მონაწილეობა. რომ არა გერმანელი თანამშრომლები, ალბათ მოკლავდენ. ჰოსპიტალშია გადაყვანილი. 22 ნაკერი მარტო სახეზე აქვს. ძვლები დამტვრეული…

– ქართველ პატიმრებს სასჯელი დაუმძიმდებათ?
– თვითონ ეს გიორგი ყავდათ კარცერში, მაგრამ ეხლა ჩვეულებრივადაა. “პალაჩმა” არ იჩივლა ჯერ- ჯერობით . რამოდენიმე ქართველი დაშალეს და სხვაგან გადაიყვანეს, სხვა ციხეებზე. ისე, აქ ყველამ იცის, რომ ციხის ჯალათებს სადაც ნახავენ, გაამწარებენ. ჩემს ქალაქში არის ერთი ოჯახი და აღმოჩდა მისი ქმარიც გლდანში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ვერავინ ადებს ხელს როგორც „პალაჩს”, გარეთ გამოსვლა აკრძალული აქვს და სახლშია ჩაკეტილი. როგორც კი გამოვა, გალახავენ მწარედ…

– გამოდის, რომ ყველაზე უსაფრთხოდ საქართველოში არიან. აქ მათზე ნადირობა ნამდვილად არ არის.
– მეც მასე მგონია. აქ ნებისმიერი რომ გაიშიფროს, რომ იმ 9 წლის განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში მუშაობდა, მერწმუნეთ მაგრად ცემენ თუ არ შემოაკვდათ.. საბერძნეთში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც მოუწოდებენ, რომ ანალოგიურად იმოქმედონ დათა ახალაიას მიმართ, რომელიც პოლიციაში ცხადდება და გარეთ დადის. ეგრეთწოდებული „პრაგონი” გაკეთდა, რომ იმოქმედონ მასზე.

– „პრაგონი” რას ნიშნავს?
– უკაცრავად ჟარგონისთვის. პრაგონი ნიშნავს „ყველას, ყველას, ყველას!”, ანუ მოუწოდებენ, რომ გადასცენ ერთმანეთს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here