გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა მტკიცებულებების სახით ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუებს გამოიკვლევს.
“გამოვიკვლევთ ვიდეოებს, ინტერვიუებს, რომლებსაც კონკრეტული პოლიტიკოსები აძლევდნენ. გამოვიკვლევთ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს და განცხადებას გასამართლებულების შეწყალებაზე”, – განაცხადა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.
გირგვლიანის საქმის ამ ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.