Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი მდივანი: ლუკაშენკოს წინააღმდეგ უმეცარი და უგუნური ქართველები გამოდიან. საბედნიეროდ, ჩვენი ხალხის...

გიორგი მდივანი: ლუკაშენკოს წინააღმდეგ უმეცარი და უგუნური ქართველები გამოდიან. საბედნიეროდ, ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ბელარუსის პრეზიდენტს

2403
გიორგი მდივანი

ამა წლის 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა დიდი არეულობის გარეშე ვერ ჩაიარა. ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მთელი ლიბერალური სამყარო აღდგა _ მათ ლუკაშენკოს 26-წლიანი მმართველობა აღიზიანებთ და დემოკრატიის არარსებობა ელანდებათ. დასავლელ ლიბერალებს არ ჩამორჩნენ ქართველი, ასე ვთქვათ, ლიბერალფაშისტები. ისინი ბელარუსში ჩასვლასა და საპროტესტო აქციაზე გამოსულთა მხარდაჭერას ცდილობენ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საჯაროდ არ საუბრობენ ლუკაშენკოს წინააღმდეგ აგორებულ პროტესტზე, მაგრამ ფაქტია, რომ ოფიციალურ თბილისს ლუკაშენკოსთვის გამარჯვება არ მიულოცავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ის გამარჯვებულად გამოაცხადა.

ბელარუსი სახელოვანი წარსულის ქვეყანაა და ალექსანდე ლუკაშენკოს წყალობით მას ღირსება არ დაუკარგავს. დიდი სამამულო ომის პერიოდში ბელორუსიის (ასე ერქვა იმხანად) ფრონტზე საბჭოთა ჯარების შეტევით ოპერაციას, რომელიც 1944 წლის 23 ივნისიდან 29 აგვისტომდე მიმდინარეობდა, დიდი მხედართმთავრის _ პეტრე ბაგრატიონის სახელი ეწოდა. ოპერაცია “ბაგრატიონი”, რომელშიც საბჭოთა კავშირის მხრიდან 1,2 მლნ ადამიანი მონაწილეობდა, უდიდესი იყო კაცობრიობის ისტორიაში. 1945 წლის 1 მაისს სტალინმა მინსკს გმირი ქალაქის წოდება მიანიჭა.

გვაქვს თუ არა ქართველებს მორალური უფლება, მხარი არ დავუჭიროთ ალექსანდრე ლუკაშენკოს, კაცს, რომელსაც, მიუხედავად დიდი წნეხისა, აფხაზეთი და ოსეთი ვერ აღიარებინეს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად? ბელარუსში მიმდინარე პროცესებზე ახალგაზრდა პოლიტოლოგი, ბლოგერი გიორგი მდივანი გვესაუბრება:

_ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დანიშვნის დღიდან თავისი ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრობს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ფაქტობრივად, ვერც ერთი ქვეყანა ვერ ასცდა 1990-იან წლებში დაწყებულ ნგრევას, შიმშილს, ეკონომიკის ჩამოშლას. ბელარუსმა კი ეს თავიდან აიცილა.

ლუკაშენკო 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. რამდენიმე დღის წინათ ვუყურე იმჟამინდელ ჩანაწერს, რომელშიც ამბობს, რომ ქვეყანამ თავიდან უნდა აიცილოს ეკონომიკური კოლაფსი, რომელიც გამოწვეულია პრივატიზაციით. ბელარუსი დანარჩენი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისგან რადიკალურად განსხვავებული გზით წავიდა და მართლაც გადაარჩინა თავისი ქვეყანა ნგრევასა და შიმშილს.

საქართველო და უკრაინა, რუსეთიც ოლიგარქებმა დაღუპეს. ამ ქვეყნებში ყოფილმა “ცეხავიკებმა” ჩაიგდეს ხელში ხალხის კუთვნილი უზარმაზარი ქონება, ბელარუსში კი ასეთი რამ ლუკაშენკომ არ დაუშვა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა შეცვალა კონსტიტუცია და, თუკი ლუკაშენკომდე ქვეყანა იყო საპარლამენტო, 1994 წლის შემდეგ გახდა საპრეზიდენტო, რასაც დღეს მას ედავებიან, თუმცა კონსტიტუციაში არ წერია, რომ პრეზიდენტი უვადოდ უნდა იყოს არჩეული. ლუკაშენკო, უკვე 26 წელიწადია, მართავს ქვეყანას.

_ ვინ ებრძვის ბელარუსის პრეზიდენტს და ვინ არის დაინტერესებული ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორებით?

_ ლუკაშენკოს მხარდამჭერი და ამომრჩეველი მშრომელი ხალხია _ მუშათა კლასი, გლეხები და ა.შ. ის არ უყვართ ახალგაზრდებს. მქონდა ბელარუს ახალგაზრდებთან ლუკაშენკოზე საუბრის საშუალება და, როდესაც მე მას ვაქებდი, მათ საპასუხოდ არ ჰქონდათ საფუძვლიანი არგუმენტები ლუკაშენკოს წინააღმდეგ. ბელარუს ახალგაზრდებს ჰგონიათ, ისევე, როგორც ჩვენ გვეგონა 90-იან წლებში, რომ “მერსედესი” ქარხნებს აუშენებს, გერმანული ხელფასები ექნებათ და ა.შ. იქ ახალგაზრდებს ინფანტილური განწყობები აქვთ. არადა, ლუკაშენკო მართლაც დგას ხალხის სამსახურში.

ბელარუსს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა უკავია, ის ყველაფრის შემაკავშირებელია, გზაჯვარედინია, ფაქტობრივად, ევროპაა, თუმცა არც ისე დიდი მოსახლეობით. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უტევდნენ ბელარუსს, ჯერ კიდევ ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას სცადეს ამერიკელებმა ლუკაშენკოს დამხობა, მაგრამ ბალარუსი აღმოჩნდა ქვეყანა, რომელშიც ფერადი რევოლუცია ვერ მოახდინეს, ვერ გააკეთეს.

დღეს სწორედ ის პროცესი მიმდინარეობს, უფრო ზუსტად, იმ სცენარის განვითარება სურთ, რომელიც ჩვენ და კიდევ ბევრ ქვეყანას უკვე ნანახი გვაქვს და კიდევ გვიპირებენ, რომ გვანახონ: ცოცხალი ჯაჭვები, ფერადი დროშები, ყვავილები და .. იქ მიმდინარე პროცესები ააშკარავებს, ვის სურს ლუკაშენკოს დამხობა და ვის დაკვეთას არსულებენ ბელარუსში გარკვეული ჯგუფები _ “ბატკასამერიკა და ევროპა ებრძვიან.

ბელარუსი დახურულია მულტინაციონალური კომპანიებისთვის, ისეთებისთვის, რომლებიც მოქმედებენ სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, მაგალითად, როგორიც ჩვენთან არის “ფრონტერა”. ეს კომპანია, რომელსაც ამერიკელი კონგრესმენები ლობირებენ, საქართველოში ამუშავებს ადამიანებს და გასამრჯელოს არ უხდის. ახლახან უსახსროდ დარჩენილმა ერთმა ადამიანმა, “ფრონტერას” თანამშრომელმა თავი მოიკლა ამ მიზეზით, მაგრამ ეს ტრაგედია არც ერთმა ტელევიზიამ არ გააშუქა. ასეთი რამ ბელარუსში წარმოუდგენელია. ბელარუსში ეკონომიკური უთანასწორობის მაჩვენებელი დიდი არ არის. იქ სიმდიდრე, ძირითადად, თანაბრად არის გადანაწილებული. ამ მხრივ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ლიდერები საქართველო და რუსეთი არიან _ ერთეულებს აქვთ თითქმის ყველაფერი, მოსახლეობა კი ღატაკია. ბელარუსში მსგავსი რამ წარმოუდგენელია _ მათ სიკვდილიანობის მაჩვენებელიც ძალიან დაბალი აქვთ, იქ სამედიცინო სფერო ძალიან განვითარებულია. ბელარუსმა საბჭოთა ინსტიტუტები შეინარჩუნა. დღედაღამ მუშაობს ქარხნები. საქართველოში სულ ბელარუსული ტრაქტორები შემოდის და არა მხოლოდ ტრაქტორები. ამ ქვეყანაში განვითარებულია კვების მრეწველობა, ტრიკოტაჟის წარმოება… ბევრი ლიბერალი შურით სკდება, მაგრამ მათ ვეტყვი: “ფერადი რევოლუციების” დასავლელმა პოლიტტექნოლოგებმა უნდა დახვეწონ მეთოდები, ყვავილები, ცოცხალი ჯაჭვები და ოდები თავისუფლებაზე მოძველდა უკვე.

ბელარუსში არის გარკვეული სისტემური პრობლემები, არის სიტყვისა და პრესის თავისუფლების ნაწილობრივი შეზღუდვა, მაგრამ “ბატკა” ხალხის ძალაუფლების განსახიერებაა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს წყალობით ბელარუსი არა მხოლოდ მძიმე მრეწველობასა და კვების ინდუსტრიაშია წარმატებული ქვეყანა, არამედ IT-სფეროს მოწინავე მოთამაშეცაა. Viber, Maps.me, World of Tanks_ ეს არასრული ჩამონათვალია მათი წარმატებული IT-პროექტებისა. სწორედ “ბატკამ” შექმნა სასათბურე პირობები IT-სფეროს განვითარებისთვის თავის ქვეყანაში.

ჰოდა, ეს უდღეური ქართველი და უკრაინელი ლიბერალები დაბოღმილნი არიან, რომ ბელარუსი თითქმის ყველა ეკონომიკური მაჩვენებლით სჯობნის როგორც საქართველოს, ისე უკრაინას. პოსტსაბჭოთა სივრცეში ეკონომიკური უთანასწორობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლითა და ბავშვების სიკვდილიანობის მიხედვით ბელარუსს აშშ-სა და ბევრ დასავლურ ქვეყანაზე უკეთესი მდგომარეობა აქვს. ბელარუსში ბავშვები არ შიმშილობენ და მშობლებს შვილებს არ ართმევენ, ჩვენგან განსხვავებით. იქ, ბავშვის ოჯახი თუ შეჭირვებულია, მშობლებს ეხმარებიან. სხვათა შორის, იუვენალური იუსტიცია რომ არ დაუშვა, ეს ერთ-ერთი, _ თუმცა არა მთავარი, _ მიზეზიცაა ლუკაშენკოს წინააღმდეგ ლიბერალების ამხედრებისა.

_ დღეს საქართველოში ძალიან უხარიათ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმდინარე აქციები, გარკვეულ ადამიანთა ჯგუფები დროშებით გამოდიან, წასვლასაც ცდილობენ ბელარუსში, რათა მხარი დაუჭირონ პროტესტანტებს, ტელევიზიებიც მხარს უჭერენ მათ, მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე, რა დაუშავა საქართველოს ლუკაშენკომ, მან ხომ წინააღმდეგობა გაუწია ყველას და აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებას ხელი არ მოაწერა?

_ პირდაპირ ვიტყვი: ლუკაშენკოს წინააღმდეგ ის ქართველები გამოდიან, რომლებიც უმეცრები და უგუნურები არიან. საბედნიეროდ, ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ბელარუსის პრეზიდენტს, რაც სოციალურ ქსელში ნათლად ჩანს. ლუკაშენკოს დაკნინებას ცდილობს ლიბერალურფაშისტური ფრთა, რომელიც უმეცრების განსახიერებაა და წარმოდგენა არ აქვს, რა ქვეყანაა ბელარუსი, რა გამოიარა. ეს ადამიანები თავის დროზე უკრაინის დროშებითაც დარბოდნენ. ეს ვიცით, ეს გავიარეთ

საქართველოს არ აქვს მორალური უფლება, ბელარუსის პრეზიდენტის წინააღმდეგ წავიდეს. სამარცხვინოა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქამდე არ მიულოცავს ლუკაშენკოსთვის გამარჯვება, მაშინ, როდესაც ეს უკვე გააკეთა ბევრმა ქვეყანამ.

ალექსანდრე ლუკაშენკომ სულგრძელობა გამოიჩინა საქართველოს მიმართ. მან ბევრჯერ აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა უყვარს, რომ ნამყოფია აფხაზეთში, თბილად ახსოვს საქართველოში გატარებული დღეები… ლუკაშენკოს რომ ეღიარებინა აფხაზეთისა და .. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მას სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც მიბაძავდნენ; მაგალითად, ყაზახეთი, შუა აზიის თითქმის ყველა ქვეყანა. “ბატკამქართული საქმე გააკეთა და იმის მაგივრად, რომ ელემენტარული პატივისცემა გამოვიჩინოთ, საქართველოს ხელისუფლება ბოლო წუთამდე ფეხს ითრევს და თავს იკავებს მილოცვის ტექსტის გაგზავნისგან, ელოდებიან, როგორ განვითარდება მოვლენები ლუკაშენკოს გარშემო, რაც ძალიან უღირსი და სამწუხარო ამბავია.

ლუკაშენკო სახელმწიფოს დამოუკიდებლად მართავს, რაც ჩვენთვის, ქართველებისთვის, წარმოუდგენელია. ჩვენ ან რუსეთი უნდა გვმართავდეს, ან ამერიკა, ან კიდევ ბრიუსელი, სწორედ ეს აგიჟებს დანარჩენ სამყაროსაც. ბელარუსი იშვიათი გამონაკლისია.

ძალიან მნიშვნელოვანია ბელარუსისთვის, რა სანქციებს დაუწესებს ევროკავშირი. თუ მას გათიშავენ ყველაფრიდან, როგორც ირანს გაუკეთეს, ეს გამოიწვევს ხალხის მასობრივ უკმაყოფილებას. ძალიან ბევრი სცენარი შეიძლება განვითარდეს, ამიტომ უკვე თვალშისაცემია ლუკაშენკოს შერბილებული რიტორიკაც, რაც კარგი ტაქტიკაა.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ბელარუსში ყველაფერი კარგად ჩაივლის. და ბელარუსს ვერ მოგუდავენ ამერიკელები, როგორც ამის გაკეთებას ირანის მიმართ ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას ლუკაშენკო, დიდი ხანია, სამიზნეში ჰყავს ამოღებული, “ბატკა” ამ გამოცდას გაუძლებს. გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე მსგავსი მცდელობა ამერიკელებს ჩაუფლავდათ _ სირიაში, ვენესუელაშიც, ირანშიც ვერაფერს გახდნენ. მხოლოდ ბოლივია დაჩაგრეს ძალიან.

ბელარუსი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანაა, საკმაოდ ძლიერი ჯარიც ჰყავს, რესურსიც დიდი აქვს და, აქედან გამომდინარე, ალექსანდრე ლუკაშენკო თავისი აშენებული ქვეყნით გაუძლებს ასეთ ძლიერ წნეხსაც კი.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

6 COMMENTS

  1. ვეუბნევი საქართველოს უნიათო მთავრობას ფონი გასავლელი ააქვთ ოქტომბერში,,რასაც დასთესავენ ეხლა ბელარუსის ყანაში იმასვე მოიმკიან შემოდგომით”ამიტომ სჯობს მიულოცოს ლუკაშენკოს და მხარი დაუჭიროს მას,აღკვეთოს ქართველი მოფაშისტო ორგანიზაციების გამგზავრება ბელარუსში.

  2. მხარს უჭერ ლუკაშენკოს იდეების განხორციელებაში. ბელარუსია ჩვენთვის იმედის მომცემია მინდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გონს მოეგოს მიულოცოს ბატონ ბელარუსიის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება. და ლუკაშენკოს გზით წაიყვანოს სახელმწიფო, დანერგოს ის სიკეთეები, რაც ლუკაშენკოს მის ხალხის მიმართ დანერგა. ააშენოს ფაბრიკა ქარხნები და გზა გაუხსნას სოფლის მეურნეობის დარგებს მოგვაშოროს ლიბერალისტები და ჩამოშორდეს აშშ და ევროპას ისენი ქვეყანას 30 წელია ანგრევენ, მაგრამ ქართველი ერი და ბერი ვერ გატეხეს წელში და გატეხვის იმედის არ მისცეს უფალმა ურჯულოთა სამყაროს.

  3. ლუკაშენკო ბოლშევიკური ცომითაა მოზელილი, შახაბაზ შევარდნაძესაგან განსხვავებით. ლუკაშენკოს ამერიკა -ევროპა ვერაფერს დააკლებენ, ჩვენგან განსხვავებით ბელორუსები სამშობლოს მოყვარულები არიან. მთავრობამ უნდა მიულოცოს ლუკაშენკოს თუ უნდა ვინმემ მხარდაჭერა გამოუცხადოს, თორემ ოქტომბერში ჩვენც იგივე მოგველის. ლუკაშენკო იყო ლოკომოტივი თუ აღიარებდა ,,სამხრეთ ოსეთს,, და აფხაზეთს, მაშინ ყველა ყოფილი საბჭოთა ქვეყანებიც აღიარებდნენ; მიუხედავად მედვედევის და პუტინის ზეწოლისა, ლუკაშენკომ უარი უთხრა მათ -ჩვენ უმადურები ვართ ასე ვუხდით სამაგიეროს.

  4. საინტერესოა ეს სტატია ბელორუსიაში თუ წაიკითხეს ახალგაზრდებმა.სამწუხაროდ დემოკრატიის იდეები რეალობას დიდი ხანია დაშორდა. ამიტომაც ბობოქრობს მსოფლიო ,საჭიროა ახალი თაობა ახალი პოლიტიკით. ახალი ეკონომიკით. ახალი ხედვებით მსოფლიოს სამართავად. ძველო პოლიტიკოსებო ,შეცვალეთ პოლიტიკა. მდიდრებო დაუბრუნეთ ხალხს თავისი ფული. ვინც ერთ დღეში მიითვისეთ ხალხის ქონება. ამერიკავ სანქციები დაუწესე იმ ქვეყნის მთავრობას ვისაც ღარიბი ოჯახი ეყოლება სახელმწიფოში, ვისაც მშიერი ბავშვი, უსახლკარო ადამიანები ეყოლება…იმას ვინც ომს წამოიწყებს და სიცოცხლეს ანადგურებს…ლუკაშენკო დარჩი ქვეყნის სათავეში, ამოიყენე ის ახალგაზრდობა გვერდში ვინც დღეს მტრად გიქციეს სხვა ქვეყნებმა. ესენი შენი შვილები არიან. მჯერავს შენი გამოცდილება მათთან ერთად გადაარჩენს თქვენს ქვეყანას. არ გინდათ განუკითხაობა, სიღარიბე, გაუგებრობა, ომები…არასწორი პოლიტიკა. ახალგაზრდებს ახალი ხედვები აქვთ, თქვენ კი გამოცდილება . შეაერთეთ ეს ორი ძალა , დააწყნარეთ ხალხი და გააგრძელეთ ქვეყნის შენება. პატარა ქვეყნებო გაერთიანდით დიდი ქვეყნების დასაბალანსებლად. მშვიდობა სიცოცხლეს , რომელიც ალამაზებს ჩვენს დედამიწას და გამორჩეულს ხდის სხვა პლანეტებისაგან.

  5. რუსუდანი _დიდი დუბინკებით რომ ურტყავენ ახალგაზრდებს გვერდში დაუდგებიან კი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here