Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ისტორიას რეზიდენტად შემორჩება

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ისტორიას რეზიდენტად შემორჩება

4258
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილის არჩევის შემდეგ გამოითქვა ვარაუდი, რომ ის რუსეთთან ურთიერთობაში არ იქნებოდა ისეთი რადიკალური, როგორიც მისი წინამორბედი გახლდათ. მეტიც, მაშინ რუსულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა მოლაპარაკებების დასაწყებად და ეს იყო იდეალური მომენტი ჩრდილოელ მეზობელთან დიალოგის გამართვისა და ურთიერთობის დათბობისა, საბოლოოდ კი ისეთ კალაპოტში მოქცევისა, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მისაღები იქნებოდა.

მაგრამ, როცა ერთერთ შეხვედრაზე მარგველაშვილს რუს კოლეგასთან შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ კითხვა დაუსვეს, მან ამაყად განაცხადა: ჯერ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს უნდა დავეკითხოო. ამ ამბიდან მალევე მარგველაშვილი ჯორჯ სოროსს შეხვდა, ფეხქვეშ გაეგო, ფინიასავით უქიცინა კუდი და შეხვედრიდან გამოსულმა რუსეთი გააკრიტიკა. სწორედ მაშინ გამოჩნდა, რომ პრეზიდენტი კონსულტაციების გავლას სოროსთან აპირებდა, გაიარა კიდეც და მისგან კატეგორიული უარი მიიღო.

ამის შემდეგ დრო გადიოდა, მარგველაშვილი ხვდებოდა ყველას, ვინც კი ხელს დაუქნევდა, მაგრამ ამ შეხვედრებიდან ქვეყანამ ვერაფერი მიიღო. თვითონ მარგველაშვილმა კი სარგებელი ნახა _ ჯერ სათესლე კარტოფილი წამოიღო ბელარუსის პრეზიდენტისგან, შემდეგ _ ტრაქტორი; იმ ბელარუსის, რომელსაც თავის დროზე დიქტატურის ბოლო ბასტიონს ეძახდა, და ლუკაშენკოს დიქტატორად მოიხსენიებდა, მაგრამ უთხრეს შემდეგ, შეხვდიო, შეხვდა და არც დიქტატი გახსენებია და არც სხვა რამ.

პრეზიდენტობის მეხუთე წელს კი მარგველაშვილმა ისევ გაიღვიძა. ჰო, გაიღვიძა, რადგან მისი პრეზიდენტობის განვლილ პერიოდს სიფხიზლეს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ვერ გეტყვით, რა დაესიზმრა ბატონ გიორგის, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის პირველ პირთან შეხვედრის სურვილი ისევ გაუჩნდა, მაგრამ, როგორც კი ეს სურვილი სააშკარაოზე გამოიტანა, აქეთ არასამთავრობოები დაესიენ, იქით _ ოპოზიცია და ხელისუფლება. შესაბამისად, მარგველაშვილმა თავისი სურვილი სოროსისეულად “დავარცხნა” და შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:

ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დროს რუსეთთან რა პოლიტიკაც ჩამოვაყალიბეთ, ჩემი აზრით, არის სწორი. ჩვენ ვამბობთ: გთავაზობთ რაციონალურ დიალოგს. რას ნიშნავს რაციონალური დიალოგი? რაციონალური დიალოგი ნიშნავს: მოდით თქვენ, თქვენი შეხედულებებით, პრობლემებით, ინტერესებით, თქვენი ხედვით _ რა სარგებელი შეიძლება ვნახოთ ერთმანეთისგან, ჩვენ მოვალთ, დავსხდებით ერთად და ვისაუბროთ. სულ ვამბობ ხოლმე, მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რიგით რუსულ ოჯახს, პერმში იქნება თუ მოსკოვშიაი, აქედან გამომდინარე თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით, იმიტომ, რომ ამას ჰქვია თანამედროვე დიალოგის ფორმა, .. ის ისე დამელაპარაკება, როგორც მე მელაპარაკება პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი…”

მოდი, მის ნათქვამს მივყვეთ. ჯერ ერთი, რუსეთის პრეზიდენტი (და ამ ეტაპზე ნებისმიერი სხვა ქვეყნის პირველი პირი) მარგველაშვილს ტოლ-სწორად არ უნდა ელაპარაკოს, რადგან პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი თვეებიღა დარჩა და ყველამ იცის, რომ მეორედ ის პრეზიდენტი ვეღარ გახდება. შესაბამისად, პოლიტიკური პენსიისთვის განწირულ ადამიანთან საუბარი ნებისმიერი ლიდერისთვის დროის დაკარგვაა. მეორე _ რომ ამბობს მარგველაშვილი, რუსეთის პრეზიდენტს მისი იმიჯიდან გამომდინარე არ დაველაპარაკებიო, რა უნდა ქნას ვლადიმერ პუტინმა: იმიჯი შეიცვალოს ჩვენი პრეზიდენტის გამო თუ თავდახრილი ეახლოს, მაპატიე, აქამდე რომ ვერ გამოვნახე დრო და ვერ შეგხვდიო? ვინმე აგვიხსნის, რას ჰქვია, “პრეზიდენტს არ დაველაპარაკები მისი იმიჯიდან გამომდინარე?” და ამერიკის პრეზიდენტს როგორ ელაპარაკებიან: როგორც მილიარდერსა და ლამაზი ქალის ქმარს თუ, როგორც ამერიკის პრეზიდენტის იმიჯს შეშვენის?! ან რა იცის მარგველაშვილმა, რა ინტერესი აქვს რიგით რუსულ ოჯახს?! ის თუ იცით, ბატონო გიორგი, რომ რიგითი რუსული ოჯახი ამაყობს თავისი პრეზიდენტით, რადგანაც მას ზუსტად ის ინტერესები აქვს, რაც რიგით რუსულ ოჯახებს, ამიტომ უყვართ და პატივს სცემენ ქვეყნის პირველ პირს, იმ პირს, რომელიც მთელი ქვეყნის იმიჯს განაპირობებს მსოფლიოში, და ამით ამაყობენ. ამაყობენ იმით, რომ რუსეთი მსოფლიოში ისევ ანგარიშგასაწევია და ანგარიშს უწევს ყველა; პუტინთან შეხვედრის წინ საიმიჯო პირობების დაყენებას ვერ ბედავს ვერავინ და უსმენს ყველა; თუ თქვენ, არასამთავრობოებისგან, სორისისგან, ევროპა-ამერიკისგან წაქეზებული კაცი, აპირებთ, რუსეთის პრეზიდენტს თითი დაუქნიოთ და უთხრათ, როგორც გეტყვი, ისე შემხვდიო?! ქართველებმა ვიცით თქმა და, ბატონო გიორგი, სიმაღლე ხომ არ გატყუებთ?!

ისევ მისსავე ნათქვამს მივყვეთ:

“აი, აქედან გამომდინარე, თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით; იმიტომ, რომ ამას ჰქვია თანამედროვე დიალოგის ფორმა, ე.ი. ის ისე მელაპარაკება, როგორც მე მელაპარაკება პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი…”

და როგორ გხვდებიან და გელაპარაკებიან, ბატონო გიორგი, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების ლიდერები? ისე ხომ არა, როგორც ვასალ ქვეყანას? ისე ხომ არა, როგორც აფრიკის განუვითარებელ სახელმწიფოს და, თუ გგონიათ, რომ ან საფრანგეთის, ან გერმანიის პირველი პირები დიდ განსხვავებას ხედავენ თქვენსა და პიერ ნკურუნზიზას შორის, ძალიან, ძალიან ცდებით. პიერ ნკურუნზიზა ვინ არის?! ვინ და ბურუნდის პრეზიდენტი, რომელიც ჰუტუს ტომის ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება თურმე. ისე, რომელ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნებით თქვენ, ნამდვილად არ ვიცი, რადგან გქონდათ უნიკალური შანსი, ქვეყანა ჩიხიდან გამოგეყვანათ. იმის მიუხედავად, რომ სოროსს მიყიდული პოლიტიკოსები გაკრიტიკებდნენ, ხომ ედექით ოპოზიციაში ყველას და ყველაფერს? ჩასდგომოდით ამ საკითხშიც, შეხვედროდით რუსეთის პირველ პირს და ეგებ ისტორიაში მეორე გიორგი ბრწყინვალე გვყოლოდა და არა გიორგი პლასტილინი.

მაგრამ ეს არ გააკეთეთ იმიტომ, რომ პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ იმავე სოროსის ძუძუთი აპირებთ კვებას, რომლითაც საქართველოში არასამთავრობოთა უმრავლესობა სულდგმულობს. პირად ინტერესს გადააყოლეთ სახელმწიფოებრივი ინტერესი და ახლა, საპრეზიდენტო ვადის მიწურულს რომ გამოიხედეთ თვალებში, დაინახეთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას აღარ სჯერა ნატოს კარზე ბრახუნის, აღარ სჯერა ევროკავშირში მიღების, აღარ სჯერა ამერიკიდან წამოსული სიკეთეებისა და განაცხადეთ, რომ რუსეთთან სასაუბროდ მზად ხართ; მიხვდით იმას, რასაც ხალხი დიდი ხნის წინათ მიხვდა; მიხვდით, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაშია ქვეყნის ხსნა, რომ რუსეთის გარეშე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ნათელი მომავალი ფუჭი სიტყვებია, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გაბედეთ, გეთქვათ, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაჯდეს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან, ყოველგვარი მესამე ძალის გარეშე; ვერ გაბედეთ იმიტომ, რომ ქვეცნობიერად გრძნობთ, რუსეთს თქვენნაირ ლიდერთან დალაპარაკება აღარ სჭირდება, არაფერს წყვეტთ, ვერაფერს წყვეტთ ამის მიუხედავად, რუსულმა მხარემ ის ადგილი კი არ მოგიჩინათ, რომელსაც იმსახურებთ, არამედ დიპლომატიურად გიპასუხათ, რომ ამ შესაძლებლობას განიხილავს და შეხვედრის მომზადებასაც კი დაიწყებს, მაგრამ, თუ ეყოფა ამ სამზადისისთვის დრო, ძნელი სათქმელია, რადგან თქვენ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 5 თვე დაგრჩათ, რუსეთის პირველ პირთან საუბრის მსურველი პრეზიდენტების რიგი კი გრძელია; მათი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე ფიქრობს; მათი, ვინც ზუსტად იცის, რომ რუსეთის გარეშე მსოფლიო პოლიტიკა არ კეთდება და ვერც გაკეთდება; მათი, ვინც თქვენზე ადრე მოახერხა გაღვიძება და სამშობლო სოროსს არ ანაცვალა. ეს არის რეალობა, ბატონო გიორგი, ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, და ის რეალობა, რომელშიც თქვენ პრეზიდენტად არჩევის მეხუთე წელს შემთხვევით გამოიღვიძეთ.

ბესო ბარბაქაძე

P.S. ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, უკვე ნატოსა და ევროკავშირზე კი არა, თურმე რუსეთზე და ამ ქვეყანასთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე ფიქრობს. შესაბამისად, ამერიკა და ევროპის ქვეყნები არაერთი მილიონის ჩადებას აპირებენ საქართველოში, რათა ეს მიდგომა შეცვალონ (თავგზა აგვირიონ და შავი თეთრად მოგვაჩვენონ). ამ ქმედებით ისინი ჩვენი ნების საწინააღმდეგო აზრის პროპაგანდა უნდა გასწიონ, ჩვენი ქვეცნობიერის შეცვლა სურთ და ამ ყველაფერს აპლოდისმენტებით ხვდება როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია. თქვენს აპლოდისმენტებს ამ მიმართულებით ძალა მოაკლდა, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გადაწყვიტეთ, რა სჯობს: ხალხის ინტერესები თუ სოროსის გეგმები. სწორედ ამიტომ საქართველოს ისტორიას გიორგი მარგველაშვილი პლასტილინის კაცად შემორჩება, კაცად, რომელიც იმ ფორმას იღებს, რომელ კუთხეშიც მიაგდებენ. უკვე მიგაგდეს, ბატონო გიორგი, და ვერ ხვდებითკუთხეში მიგაგდეს

რედაქციისგან: “ჩვენ და რუსეთი რომ დავლაგდეთ”, ბატონო გიორგი, ამისთვის უცხოელ ვითომ მეგობარპარტნიორებს კი არ უნდა უთანხმებდეთ რუსეთთან სალაპარაკო თემებს, რიგით ქართულ ოჯახებს უნდა ჰკითხოთ გინდ თბილისში, გინდ ქუთაისში, უნდა შეეკითხოთ იმ ქართულ ოჯახებსაც, გინდ მოსკოვში და გინდ სანქტპეტერბურგში რომ ცხოვრობენ. მათი ინტერესებიდან უნდა გამოხვიდე. მაშინ იქნებოდა თქვენი მონდომება, მოჩვენებითი კი არა, ნამდვილი და მაშინ შედგებოდა თქვენი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან და მოიტანდა რეალურ და ხელშესახებ სასარგებლო შედეგს, გესმით? რუსეთის პრეზიდენტმა, როცა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მზადყოფნაზე განაცხადა, თქვენ როგორ მოიქეცით? რა უპასუხეთ? მე ჯერ ჩვენს უცხოელმეგობრებსუნდა ვკითხო, თუ დამთანხმდებიანო (ნებას თუ დამრთავენო)! მერე მათაც უნდა მიიღონ შეხვედრაში მონაწილეობაო (კონტროლიორი უნდა გყოლოდათ გვერდით, რომმეგობრებსრუსეთთან კარგად ევაჭრათ ჩვენს ხარჯზე)! პუტინს საქართველოს პრეზიდენტთან სურდა ლაპარაკი და არა სოროსისა და მისთანების რეზიდენტთან, გესმით? ჩვენიმეგობრებიჩვენზე და ჩვენს ზურგს უკან ისედაც მშვენივრად ლაპარაკობენ რუსეთთან (ცდილობენ, ყოველ შემთხვევაში. ეს ამბავი გახმაურდა და პრესაშიც დაიწერა, მათ შორის ჩვენს გაზეთშიც). რუსეთის პრეზიდენტმა პირდაპირი დიალოგის შემოთავაზებით დამოუკიდებელი ნაბიჯის შესაძლებლობა მოგცათ და თქვენ ეს შესაძლებლობა წყალში გადააგდეთ. ახლა კიდევ ამის ჩამდენი კაცი რუსეთის პრეზიდენტს უკიჟინებთ, რომ ის რიგითი მოსკოვური ოჯახის ინტერესებიდან არ გამოდის. ამაზე მეტი ფარისევლობა გაგონილა?!

შემოდგომაზე მარგველაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება, მაგრამ მისი ტიტული მხოლოდ პირველ ასოს დაკარგავს, ის რეზიდენტად დარჩება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here