Home ახალი ამბები საქართველო გიორგი მამალაძეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა

გიორგი მამალაძეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა

1089
გიორგი მამალაძე

.. ციანიდის საქმეში ბრალდებულ გიორგი მამალაძეს გამოძიების დასრულებამდე სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენელთა განცხადებით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი მამალაძის საკითხი წმინდა სინოდს გადაეცემა. ეპარქიაში იმედოვნებენ, რომ ბრალდებული თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

“დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხზე, გვსურს, განვაცხადოთ, რომ სჯულის კანონის თანახმად, როდესაც სასულიერო პირს წაეყენება ბრალდება, გამოძიების დასრულებამდე უჩერდება სამღვდელო მსახურების აღსრულების უფლება, ხოლო შემდგომ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, წმინდა სინოდი იღებს გადაწყვეტილებას, საერთოდ განიკვეთოს თუ გარკვეული პერიოდით შეუჩერდეს მღვდლობა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს აქვს წაყენებული მძიმე ბრალდებები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ის თავის სიმართლეს დაამტკიცებს. საღმრთო ზიარების მიღება არის შედეგი მონანული, განწმენდილი და გამართლებული ადამიანისთვის, სხვა შემთხვევაში გაჩნდება კითხვა, ხომ არ სცნო ის ეკლესიამ უდანაშაულოდ გამოძიების დასრულებამდე და ამიტომ მიენიჭა მას საღმრთო ზიარების უფლება. რაც შეეხება ბოდბელ ეპისკოპოს იაკობის მიერ ეპიტემიის (სასჯელის) დადებას, ჩვენ ღრმად ვიყავით დარწმუნებული (ეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს სატელევიზიო ეთერის საშუალებით), რომ ეს იყო პატრიარქთან შეთანხმებული და მისი ლოცვა-კურთხევით, რაც, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა სიმართლე. ეპისკოპოსმა იაკობმა თვითნებურად მიიღო ეს გადაწყვეტილება, რისი უფლებაც არ ჰქონდა. 27 ივნისს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავარს დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი და აუწყა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა, მას მიეღო გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხზე. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მისი საკითხი გადაეცეს წმინდა სინოდს შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად”, _ განაცხადეს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here