Home ახალი ამბები საქართველო გიორგი მამალაძემ ბარგის ჩხრეკისას იმ ნივთის შეუმჩნევლად გვერდზე გადადება სცადა, რომელშიც ნატრიუმის...

გიორგი მამალაძემ ბარგის ჩხრეკისას იმ ნივთის შეუმჩნევლად გვერდზე გადადება სცადა, რომელშიც ნატრიუმის ციანიდს მალავდა

1149
გიორგი მამალაძე

ამის თაობაზე პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სამშაბათს, 11 ივლისს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროცესზე დაკითხულმა გამომძიებლებმა დეტალურად გაიხსენეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და განაცხადეს, რომ ყველა მოქმედება კანონის სრული დაცვით განხორციელდა.

“გამომძიებლებმა გაიხსენეს, რომ ბრალდებულმა თავად ამოიღო ტანსაცმლის საწმენდი ნივთი, რომელიც საკუთარი ინიციატივით დაშალა, შემდეგ ამოიღო ფეხსაცმლის საწმენდი სპრეი, რომლის გვერდზე გადადებას შეეცადა გაუხსნელად, თუმცა, გამომძიებლების მოთხოვნის შემდეგ მოხადა თავი, საიდანაც გადმოვარდა პოლიეთილენის პარკში გახვეული ნატრიუმის ციანიდი. ამის შემდეგ ბრალდებულმა დამსწრე ადვოკატს განუცხადა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო და მისი დახმარება არ სჭირდებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ადვოკატთან გაიარა კონსულტაცია და მხოლოდ საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ მოიფიქრა, თითქოსდა ეს ნივთიერება მისი არ იყო. მანამდე არავითარი განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაუკეთებია”, _ განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

3 COMMENTS

  1. თუ მართლა ასე იყო ვიდეო მასალა სად არის სადაც დასტურდება ეს ყველაფერი, არა მარტო ეს, ის პიროვნება სად არის ვისგანაც შეიძინა ციანიდი?

  2. რასაც უნდათ, იმას იტყვიან. მაგათ ფანტაზიას ხომ საზღვრები არ აქვს. მასალა დადონ, რატომ მალავენ?

  3. “გამომძიებლებმა გაიხსენეს” – სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. საწყლები, რა გულმავიწყნი არიან…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here