Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი გოგოლაშვილი: დღეს სკოლაში ქართული ენა, როგორც საგანი, აღარ არსებობს

გიორგი გოგოლაშვილი: დღეს სკოლაში ქართული ენა, როგორც საგანი, აღარ არსებობს

გიორგი გოგოლაშვილი

განათლების სისტემა რომ დანგრეულია და ამ სფეროში სავალალო მდგომარეობაა, ამაზე უკვე აღარავინ დავობს.

წელსაც გამოცდებზე გასული მოსწავლეებისა და პედაგოგების შედეგები კატასტროფული იყო. 2016-2017 სასწავლო წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში 12 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულაპედაგოგთა გამოცდებიც სავალალო შედეგით აღინიშნა _ სასერტიფიკაციო გამოცდებზე 80% ჩაიჭრა. გამოცდებზე 22 799 მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა. მათგან არ გამოცხადდა 5 662. გამოცდაზე გასული 17 137 მასწავლებლიდან და მასწავლებლობის მსურველიდან კი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 13 673-მა. გამოცდა წარმატებით მხოლოდ 3 464-მა ჩააბარა, ანუ, დაახლოებით, 20%-მა. განათლების სისტემაში შექმნილ ვითარებაზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი გიორგი გოგოლაშვილი გვესაუბრება:

_ ორისამი კვირის წინათ რუსთაველის საზოგადოებამ მწერალთა კავშირში ჩაატარა შეხვედრა. შეხვედრაზე განათლებაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ერთერთი მომხსენებელი მეც ვიყავი. ბევრი მიფიქრია ამ თემაზე. რასაც დღეს ვუყურებთ, კატასტროფაა და ეს 1990-იანი წლებიდან დაიწყო. წინსვლა არ არის, სულ უკან მივდივართ და, ბოლო ათწლეულში რაც ხდება, ამაზე საუბარიც კი ზარავს ადამიანს. განათლების დანგრევაში დამნაშავეა განათლების სამინისტროც, უნივერსიტეტიც და სკოლაც.

კახა ლომაია რომ დანიშნეს მინისტრად 2004 წელს, მან და განათლების საპარლამენტო კომიტეტის იმჟამინდელმა თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ჩატარდა კვლევა და გაირკვა, რომ მეხუთეკლასელთა უმეტესობამ წერა-კითხვა არ იცისო. ეს შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო. მათ ბრიფინგს ვესწრებოდი და ვიკითხე _ ვის სჭირდება ეს კვლევა და სტატისტიკა-მეთქი?

ლომაიასაც და ბერძენიშვილსაც ეს კვლევა იმისთვის სჭირდებოდათ, რომ “განვითარებადები” ვყოფილიყავით. შესაძლოა, ეკონომიკაში გვიჭირდა, მაგრამ განვითარებადი ქვეყნის სტატუსს არავინ მოგცემს, თუ განათლება და კულტურა მაღალ დონეზე გაქვს. საჭირო იყო ამ სფეროს დაბალ დონეზე გადაყვანა, წინააღმდეგ შემთხევაში, არაფერი გამოვიდოდა.

ჩვენ განათლების პრობლემა არ გვქონდა, მეტიც: საქართველოში ძალიან მაღალ დონეზე იყო მეცნიერება, რაც ხელს არ აძლევდათ, ამიტომ დაიწყეს ნგრევა მეცნიერებათა აკადემიის, უნივერსიტეტის და საბოლოოდ დაღუპეს ეს სფერო. ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ მეტი ფული შემოსულიყო ქვეყანაში მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების დონის “ასამაღლებლად”. განვითარებად ქვეყნებს ხომ ფულით ეხმარებიან.

არის ასეთი პროგრამები _ ჯორჯ სოროსის, ალენ დალესის და ა.შ., რომლებიც კულტურული წარსულისთვის ზურგის შექცევას, წარსულთან დამაკავშირებელი ფესვების გადაჭრას ითვალისწინებს. ძალიან ცუდი რაღაცები ხდებოდა და ეს ყველაფერი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული.

_ განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად არაფერი კეთდება?

_ ამბობენ, ეროვნული გამოცდები კარგიაო. შესაძლოა, ამას რაღაც დადებითიც მოუძებნოს ადამიანმა, ერთი შეხედვით, თითქოს ქრთამის აღება აღარ ხდება, მაგრამ… ჩვენ ჩავატარეთ კვლევა უმაღლესი სასწავლებლების პირველ კურსზე, ანუ იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებსაც ეროვნული გამოცდები ჩააბარეს. სტუდენტებს მივეცით კითხვარი, ელემენტარული შეკითხვები იყო, მაგრამ სავალალო შედეგები მივიღეთ: მათ არ იცოდნენ, რომელ ბრუნვაში იყო მოცემული სიტყვა და ამას ვამბობ მათზე, ვინც ეროვნული გამოცდები ჩააბარეს და ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე მოხვდნენ. ეროვნული გამოცდები ისეთ პრინციპზეა აგებული, რომ მოსწავლემ შეიძლება არ წაიკითხოს შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი და მიიღოს მაღალი შეფასება. ეროვნული გამოცდები იმ პრინციპით ააგეს, რომ ცოდნა საჭირო აღარ არის.

დღეს ისეთი ვითარებაა, ერთ პიროვნებას ხელს ვერ დაადებ, ბრალს ვერ დასდებ. მაგალითად, გამოდის ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მას შემდეგ, რაც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე წარმოუდგენლად ბევრი ბავშვი ჩაიჭრა, და ამბობს, დამნაშავეები განათლების სისტემის ზოგიერთი უწყების წარმომადგენლები არიანო, ისინი კი მიმინოშვილს ადანაშაულებენ. სირცხვილია, რადგან ეს ერთი სისტემაა. ორივე დამნაშავეა. გამოცდებამდე მიჰყავთ ბავშვი, რომელსაც არ აქვს ელემენტარული ცოდნა, არადა, ნახეთ, სად გადის მინიმალური ზღვარი და რა დაბალ დონეზეა საუბარი…

დღეს არ არსებობს მოსწავლე, რომელმაც ვერ ისწავლა და კლასში ჩარჩა ან გარიცხეს დაბალი აკადემიური მოსწრების გამო. არადა, ეს აუცილებელია, უარყოფითი ნიშნის დაწერა დანაშაული არ არის. არ შეიძლება, ახალგაზრდა არ სწავლობდეს და უმაღლესი განათლების დიპლომი ჰქონდეს. არიან ახალგაზრდები, რომელთაც წყლის ფორმულა არ იციან; არიან ახალგაზრდები, რომელთაცვეფხისტყაოსნისშინაარსი არ იციან. ჩვენს ქვეყანაში ეროვნული გამოდეგენერატების ფორმულა მუშაობს. სხვა რა უნდა იფიქრო, როდესაც კაცი დღეს პროკურორია, ხვალ _ განათლების მინისტრი და შემდეგ მიდის განათლების მისაღებად საზღვარგარეთ.

მინისტრის სავარძელში ისხდნენ ლომაია, გვარამია, შაშკინი, თუნდაც მარგველაშვილი. არადა, ქვეყანაში უამრავი პროფესიონალი გვყავს.

იაკობ გოგებაშვილის მთავარი პრინციპი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებისას ეროვნულობა და ზნეობრიობა იყო, ჩვენ კი სურვილი დავკარგეთ, გვყავდეს განათლებული ახალგაზრდობა.

_ ვინ გაანათლებს ახალგაზრდებს? პედაგოგთა 80% საკვალიფიკაციო გამოცდებში ჩაიჭრა

_ მართალია, თანაც ჯერ ქართული ენის გამოცდების შედეგები არც გამოუქვეყნებიათ. წინა წლებში ქართულში მასწავლებელთა უმრავლესობა ჩაიჭრა ტესტებში, რომლებიც სკოლის მოსწავლემაც უნდა იცოდეს. სახელმწიფო ასეთ ფაქტებს არ უნდა ამხელდეს, არ შეიძლება ამის გახმაურება, ყველაფერი ჩუმად უნდა მოხდეს და არც ერთი მათგანი, სკოლას არ უნდა გააკარო.

ბავშვების ნახევარზე მეტი რეპეტიტორთან დადის და გამოცდების ჩაბარება მაინც უჭირს. რუსთაველის საზოგადოებასთან ერთად ჩავატარეთ კვლევა მეთერთმეტე კლასელებთან. ისინი ჯერ რეპეტიტორებთან არ დადიან, მაგრამ მეათე კლასში გაიარეს “ვეფხისტყაოსანი”. შევადგინეთ ძალიან მარტივი ტესტები “ვეფხისტყაოსნიდან”, შევიტანეთ აუცილებელი საზეპიროები და მათ ისინი არ იცოდნენ. ეს ყველაფერი გავარკვიეთ და ისიც ვიცით, პასუხი ვის მოვთხოვოთ. დამნაშავეა განათლების სამინისტროც და პედაგოგიც, მაგრამ, თუ ამას საზოგადოება გულგრილად შეხვდება, არაფერი გამოვა. მშობელიც დამნაშავეა. ბავშვს სკოლაში უშვებს, მართალია, პედაგოგის იმედად, მაგრამ ხომ უნდა იკითხოს, სკოლიდან რა მოიტანა, რა ასწავლეს? მომავალში შედეგი უფრო სავალალო იქნება, ჯერ კიდევ არა გვიშავს რა… ქვეყანაში აღარ არის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტი, აღარ არის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. სისტემა სრულად დაანგიეს და თაობებს ვაუბედურებთ, ამაში დამნაშავეა როგორც ხელისუფლება, ისე რიგითი მოქალაქე.

საბჭოთა კავშირისდროინდელ განათლების სისტემაზე საუბრისას ხშირად ახსენებენ იდეოლოგიას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ეს იყო საუკეთესოდ აწყობილი სისტემა და მორგებული იყო ყველაზე, ვისაც სწავლა სურდა.

12-წლიანი სწავლება დაიწყეს სხვა ქვეყნების მაგალითით. იმ ქვეყნებში, რომლებშიც ეს არის, მართლა საჭიროა მეთორმეტე კლასი, მაგრამ ჩვენთან არავინ იცის, რას აკეთებენ ბავშვები ბოლო წელს, ეს კორუფციის წყაროა.

ქართული ენის სპეციალისტი ვარ. ჩვენს პერიოდში სკოლაში ქართული ენა და ქართული ლიტერატურა ისწავლებოდა, არ არსებობდა ისეთი ბავშვი, რომელიც სკოლას დაამთავრებდა და ელემენტარული ცოდნა არ ჰქონოდა. დღეს კი სკოლაში ქართული ენა, როგორც საგანი, აღარ არსებობს. ასწავლიან ბავშვებს ლიტერატურას და, თუ მასწავლებელი მოიცლის ან მოისურვებს, შეიძლება ენის გაკვეთილს რამდენიმე წუთი დაუთმოს. ქართული ენა სახელმწიფო ენაა და მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება დანაშაულია!

2010 წელს პირველი კლასიდან დაიწყეს ბავშვებისთვის უცხო ენის სწავლება. მაშინვე ამბობდნენ ფსიქოლოგები, რომ იღუპება თაობა, რომელსაც პირველივე სასწავლო წელს, მშობლიურ ენასთან ერთად, უცხო ენას ვასწავლით, ამით ბავშვის ფსიქიკა ზიანდება, მაგრამ ეს არავინ შეისმინა. ბავშვმა ჯერ მშობლიურ ენაზე უნდა ისწავლოს წერაკითხვა, ანგარიში და შემდეგ _ უცხო ენაზე”, _ თქვა დიდმა მეცნიერმა შოთა ნადირაშვილმა.

ახალმა ხელისუფლებამ არაფერი შეცვალა, რატომ, არ ვიცი, არაკომპეტენტურები არიან თუ მტრები, ვერ გეტყვით…

ტელევიზიები ხალისობენ, ქუჩაში ახალგაზრდებს აჩრებენ და მათ უცოდინარობას ააშკარავებენ, მე კი გული მიკვდება, მაგრამ რა უნდა უთხრა მათ, როდესაც პედაგოგები ვერ გადიან ელემენტარულ ტესტირებას. მასწავლებელთა 80% ტესტებს ვერ ძლევს და ყველა მათგანი ისევ სკოლაში რჩება, მათ ვერ გაყრიან იმიტომ, რომ მერე მასწავლებლის გარეშე დარჩებიან. ასე რომ, ამ ჩაჭრილ მასწავლებლებს კვლავ სკოლაში ვიხილავთ.

ახლა მშობლები ცდილობენ, ფასიან, ძვირად ღირებულ სკოლებში მიიყვანონ ბავშვი, რათა ცოდნა მიაღებინონ, მაგრამ ესეც ძალიან ცუდია. სკოლიდან გამოსული ბავშვი სხვაგან მასწავლებელს არ უნდა ეძებდეს. გამოსაშვებ გამოცდაზე 12 ათასი ბავშვი რომ ჩაიჭრა, განათლების მინისტრმა თქვა, ზღვარს დავწევთ, რომ ეს აღარ განმეორდესო, ყოფილმა რომელიღაც მინისტრმა კი განაცხადა, საერთოდ უნდა გაუქმდეს გამოცდებიო… ასეთ ვითარებაში რა უნდა თქვას ადამიანმა?! შედეგზე არავინ დარდობს, მხოლოდ ზღვრის აწევა-დაწევაზე ფიქრობენ და არა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. არავინ ფიქრობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზეც, ცდილობენ, სიტყვა ბანზე აგიგდონ და კომბლეზე საუბარი ურჩევნიათ. მინისტრს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ჩაჭრილ პედაგოგებზე, არ მომისმენია მისი აზრი, როგორ აპირებს ვითარების გამოსწორებას.

_ სადამდე შეიძლება მივიდეს ასეთ ვითარებაში ქვეყანა?

_ ჩვენ უკვე მივედით იქამდე, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება გვჭირდება. თუ გნებავთ, ჩავატაროთ ექსპერიმენტი, ბავშვებს მივცეთ წიგნი და ხმამაღლა წავაკითხოთ. იცით, რამდენი ბავშვი წაიკითხავს ბლუკუნით? კითხვა აღარ იციან ახალგაზრდებმა. ლომაიამ და ბერძენიშვილმა მართლა გააკეთეს ის, რაც კვლევებში “იწინასწარმეტყველეს”. რამდენიმე წლის წინათ ერთერთმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა პარლამენტარების მიერ შევსებული დეკლარაციები. სამარცხვინო იყო, მე შემრცხვა, როდესაც პარლამენტარების ნაწერი ვნახე: უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სხედან ადამიანები, რომლებსაც ასოები ეშლებათ.

თავის დროზე აკაკი წერეთელმა თქვა: “ვინ არ იცის, რომ ჩვენი ბედისწერა განათლებაზედ არის დამოკიდებული?” მე მაქვს აკაკის ამ შეკითხვაზე პასუხი: ჩვენმა ხელისუფლებამ არ იცის, რომ ჩვენი ბედისწერა განათლებაზეა დამოკიდებული.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

12 COMMENTS

  1. Batono giorgi, rogor piqrobt? Am erovnul gamodegeneratebas, eshveleba rame ? gajejilebulu mtavrobis, saministroebis, parlamentatebis ,ganatlebis e. W. Mesveurebis da ukve sakmaod dabechavebuli xalxis xelshi? Ra gzas unda davadget? Tu ukve myarad vdgavart im gzaze, romelsac arsad ar mivyavart?

  2. Jejelavas nairi carieli kasri rom gveyoleba ganatlebis ministrad qartulad rom vsaubrobt ar gikvirt xakxoo. Moashoret es kalaboki.magis adgili cirkshia klounad bavshvebis gasartobad da ara ganatlebis ministrad.erti tvinis ujredi aqvs ganvitarebuli rogor daikmayofilos shimshilis grdznoba da egaa

  3. Es exla ara didi xania ar icis cera_kitxva sazogadoebam.. ufro metic, sakutari saxeli da gvaris dacera ar sheudzlia da auxseni da gaagebine amnair cxovelis dones chamocdenil arsebas rame.. eseni arian magalic, sashualoc, dabalic da umceo sazogadoebis carmomadgenlebi.. midi da gaarchie vis ra enaze unda daelaparako..

  4. ვეთანხმები ბატონ გიორგის, მიკვირს მთავრობას, ჩვენი არსებული მათხოვრული საარსებო პირობებში ამრაოდენობის ხელფასებს ვუხდით და ერთ იმდენს თუ მეტს არა პრემიებს და დანამატებს,ამ საკითხებზე მგონი საერთოდ არ ფიქრობენ თუ ფიქრობენ არა ისე როგორც საჭიროა, ბავშვებს წარმოდგენა არ ააქვთ რა არის ფონეტიკა მორფოლოგია სინტაქსი, სუფთა წერის გაკვეთილები საერთოდ არ ტარდება, რომ მივყვე ამ სიას ძალიუან შორს წამიყვანს, ის რაც დავწერე მაგალითისთვის საკმარისია, დავფიქრდეთ ხალხო ,საით მივექანებით აუცილებლად გვერდიდან უნდა მიგვითიტონ, რომ უგუნრები ვართ? არა დაეს მალე ასე იქნება!

    • სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ ბატონო გიორგი, ასევე ვეთანხმები სულიკოს, ბავშვებს ექსპერიმენტების საცდელ ბაჭიებად ნუ გადავაქცევთ,

  5. ashkaraa ro es boroteba daiwyo 1990-dan rodesac satana amerikam moatria jer shevardnadze xolo shemdeg uinteleqto saakashvils “vardebis reviluciit”anu masonta ganxris roizenkrecerebis meoxebit,romlebic arian pirveli mtrebi Martlmadideblobis.skola davamtavre 1966-shi 11 klasi,maswavleblebi gvzrdidnen rogorc sakutar shvilebs,ar gvadzlevdnen uflebas rom ar gveswavla Qartuli literatura da rac ar iyo sheyvanili saskolo gakvetilebshi gvtxovdnen wagvekitxa yvela mwerlis nawarmoebebi!!!1955-shi daiwyo gamocema Qartuli literaturis 20 tomeuli”Chveni Saunje”,maSin viyavi pirvel klasshi da dedikos rom mivyavdi skolashi idga wignebis magaziis rigshi rom eyida es unikaluri gamocema,aseve gaauqma zizofrenikma saakashvilma Universitetis win wignebis magazia da gaaxsnevina kafe-bari,gaanadgures am ujishota xrovam Qartveli eris momavali da gayares samshoblodan Qartvelebi,xolo Saqartvelo gaavsees muzlimta xrovit da gayides yvelaferi Erovnuli bunebrivi sagandzuri!!!

  6. ვაშლების დარიგებს , სკოლაში ქართული ენა, როგორც საგანი დაამატოს ჩვენმა მინისტრმა!!!

  7. ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის რაზე რა არის დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ეწევიან ასეთ მტრულ და ანტიეროვნულ საგანმანათლებლო პოლიტიკას. საკუთარ შვილებს საზღვარგარეთ ასწავლიან და ჩვენისთანა გამოლენჩებულ ბრბოს მომავალში თავზე წამოგვასვამენ. აი რატომ ხდება ასე.

  8. სწორედ მაგისთვის დაანგრიეს განათლების სისტემა,გააუქმეს მეცნიერებათა აკადემია, რომ შემოსული თანხებით ჯიბეები გაესქელებინათ. ბერძენიშვილს დღესაც ჰყოფნის თავხედობა და ქართველ კლასიკოს მწერლებს აკრიტიკებს. დღევანდელი მთავრობა რას აკეთებს? ასე გაჭირდა განათლების სამინისტროში მცოდნე, პროფესიონალი კადრების მოყვანა? ესენიც დასავლელი პატრონების დაკვეთას ხომ არ ასრულებენ?

  9. ნეტავ რატომ გვიკვირს ეს მდგომარეობა? 90-იანებში უშუქობასა და უგაზობაში სკოლებში გაკვეთილები რომ არ ტარდებოდა და ბავშვები მხოლოდ “ფეჩი”-ს გვერდზე გაკვამლულები გასათბობად რომ იჯდნენ, აღარ გვახსოვს? სწორედ ამიტომ მიიღებდნენ ის ლომაია და ბერძენიშვილი იმ გამოკვლევის შედეგს. იმ დროს
    უკვე დანგრეული იყო განათლების სისტემა და მთლიანად სახელმწიფო. ფაქტიურად აღარც ვიყავით!! ქართველობაც წართმეული გვქონდა!! სადაც განათლება არ არსებობდა მეცნიერებათა აკადემია მხოლოდ ხელფასების დასარიგებლად გვჭირდებოდა ალბათ. მეცნიერების სიცოცხლის გადასარჩენად. არც ის დაგავიწყდეთ რით ირჩენდა თავს ჩვენი მეცნიერთა ელიტა, უნივერსიტეტებში მოწყობის ბიზნესით. ასე რომ რაც დღეს ხდება ჩვეულებრივი ლიგიკური გაგრძელებაა!! ვისაც უნდა იტყუოს თავი და გააიდიალოს კომუნისტური განათლების სისტემა რომელიც მხოლოდ დაზეპირებაზე იყო აწყობილი.

  10. ….და ქართული ლიტერატურა ქასრთულია? ვის ხელშია ქართული ენა და ლიტერატურა? ამდენი უვიცი საიდან შეიყარა? ვინ შეჰყარა? ქართული ენა ცეკავშირის შენობაა, რომ დაანგრიო და პანორამა ააშენო?მერე რა რომ ქოცები არიან, ნუთუ მათ შორის ერთი მაინც არავინაა ქართულის გულშემატკივარი?

  11. თსუ-ში ჩაკვდა ეროვნული მუხტი მას შემდეგ, რაც დაანგრიეს სამეცნიერო ლაბორატორიები.აღმოჩნდა, რომ მეცნიერების გვერდის ავლით,ანუ არამეცნიერებით, შემდგომ აღდგენილ „მეცნიერულ ცენტრებში“ უარესი ვითარება შეიქნა. მაგალითად, თსუ ქართველური ონომასტიკის ცენტრში სიმღერას იწყებს იქ „გუშინ“ მიღებული წევრი იმ მომენტში, როცა სხვა გულმტკივნეულად საუბრობს დაკარგული ცხინვალის რეგიონზე, ცხინვალის რეგიონის ქართულ ტოპონიმებსა და მათს ბედზე. ასეთ უსუსურ ვითარებაშია დღეს ქართული ენა, ქართული სიტყვა და ქართული საქმე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here