გიორგი გაბუნია კახა კალაძეს ზეპირში 41-ს, ჯამში ხუთიანს უწერს

გადაცემა “არჩევანში” თბილისის მერობის კანდიდატ კახი კალაძის პრეზენტაციის დასრულებისას, კალაძემ  წამყვან გიორგი გაბუნიას კითხვა დაუსვა, რამდენ ბალიანი სისტემით შეაფასებდა მის ზეპირ გამოსვლას.

წამყვანის პასუხი კი იყო, რომ 5 ბალიანი სისტემით ვერ შეაფასებდა, სამაგიეროდ შეაფასა 41 ქულით, სადაც 4+1 ჯამში იძლევა 5-ს.

შეგახსენებთ, გადაცემის წამყვანის თქმით, ტექნიკური ხარვეზის გამო, “ქართული ოცნების” საარჩევნო პრეზენტაციის ეთერში გაშვება ვერ მოხერხდა და მერობის კანდიდატს ზეპირად მოუწია პრეზენტაციის ჩატარება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here