Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი ავსაჯანიშვილი _ ქართული ხელოვნების კაი ყმა

გიორგი ავსაჯანიშვილი _ ქართული ხელოვნების კაი ყმა

ტიალო დარიალაო, კლდენი ხარ ცარიალაო”, _ მქუხარებს თერგის ხეობა და თვალში გეცემათ მისი მკვიდრი მოხევეების გოროზი, მკაცრი პროფილებიერთერთი მათგანი გიორგი ავსაჯანიშვილია, შემოქმედი კაცი _ არქიტექტორი, მხატვარი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, სიმბოლიკების დიდოსტატი, დიზაინერი.

წარმოშობით მოხევე, ბავშვობიდან არდადეგებს ხევში ატარებდა, თავის უსაყვარლეს სოფელ გორისციხეში. მკაცრმა ბუნებამ გარკვეული როლი ითამაშა მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში.

მთელი 60 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა და საპროექტო ინსტიტუტ “საქქალაქმშენსახპროექტში” დაიწყო მუშაობა პროექტის მთავარ არქიტექტორად, გადაუხვევლად იარა აღმავალი გზით.

წარმატება თავიდანვე დაებედა _ მისმა სადიპლომო ნამუშევარმა საკავშირო კონკურსში პირველი პრემია დაიმსახურა (ადრე საერთაშორისო კონკურსებში საბჭოთა კავშირის სტუდენტები არ მონაწილეობდნენ). ასე დაიწყო…

პირველი დამოუკიდებელი პროექტი იყო საკავშირო უშიშროების სამინისტროს სანატორიუმიმესაზღვრეკურორტ გაგრაში, შემდეგი _ ბაკურიანის გენერალური გეგმა თავის პედაგოგ ვალერიან კედიასა და სხვებთან ერთად. მასთან ერთად დააპროექტა საკავშირო გეოლოგიის სამინისტროს სანატორიუმიგეოლოგიკურორტ წყალტუბოში.

არქიტექტორ ფარნა ქუფარაშვილთან ერთად მონაწილეობდა დაბა წოდორეთის გენერალური გეგმის პროექტების კონკურსში და პირველი პრემია დაიმსახურეს.

გიორგი ავსაჯანიშვილის პროექტები

ხელხვავიანი გამოდგა 1972 წელი, როდესაც დაამუშავა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის რეკონსტრუქციის პროექტი. მისი ნახელავია ქალაქ ცხინვალში სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის ადმინისტრაციული შენობა, 120-ბინიანი საცხოვებელი სახლის პროექტი სადგურის მოედანზე და თვით სადგურის პროექტი.

1983 წელს მისი მშვენიერი თბილისისბორჯომისრკინიგზის სადგურს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია მიენიჭა.

გიორგი ავსაჯანიშვილის დაპროექტებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გაფართოება-განაშენიანებისა და დაბა ყაზბეგის გენერალური გეგმები, 120-ადგილიანი სასტუმრო და საავადმყოფო, 35-ე საფეხბურთო სკოლა, საგურამოში ოლიმპიური მომზადების ცენტრი… არქიტექტორთა ჯგუფთან ერთად პირველი პრემია მოიპოვა თბილისში, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული მრავალსართულიანი შენობის პროექტის კონკურსში…

1983 წელს საქართველოსა და საკავშირო მთავრობის დავალებით გააფორმა მოსკოვის დიდი თეატრი, რომლისთვისაც საკავშირო საზოგადოებაცოდნისპრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ბასოვმა გიორგი ავსაჯანიშვილი დააჯილდოვა ოქროს მედლით. 1974-82 წლებში გიორგის ანდეს საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ექსპოზიციების მთავარი მხატვრობა საერთაშორისო გამოფენებზე დამასკოში, ბარსელონაში, პლოვდივში, მონრეალსა და სხვაგან, რისთვისაც დაჯილდოებულია საერთაშორისო ოქროს მედლებით.

არის საქართველოს სახელმწიფო ორდენებისა და მედლების ავტორი თანაავტორთან ერთად.

მაგრამ არის შემოქმედების მეორე მხარეც, რომელშიც არქიტექტორ გიორგი ავსაჯანიშვილს არანაკლები მიღწევები აქვს _ იგი მრავალი წიგნის მხატვარილუსტრატორია.

1976-78 წლებში მის მიერ გაფორმებულმა წიგნებმა: . სუმბაძისქართული ხით ხუროთმოძღვრებადა . ჭვინეფაძის წიგნმაგზადაგზაფრანკფურტში მსოფლიოს წიგნის გამოფენაზე დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო _ გრან პრი.

2012 წელს ავტორთა ჯგუფთან ერთად გიორგი საქართველოს სახელმწიფო პრემიაზე წარადგინეს წიგნბაგრატიონები, სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობისგაფორმებისთვის, გააფორმა ისტორიული ტრილოგია _ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიანათელი ქრისტესი. საქართველო”.

რამდენიმე წლის წინათ, როდესაც გამოცხადდა საქართველოს მოსამართლის მანტიის შემოღების ამბავი, ბევრმა, რა თქმა უნდა, არ იცოდა, რა სამზადისი გაიშალა ამ იდეის აღსასრულებლად. ამ სამზადისში მრავალი მხატვარ-დიზაინერი იყო ჩართული. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა და ჟიურის თვრამეტივე წევრმა პირველი ადგილი გიორგი ავსაჯანიშვილს მიანიჭა.

ამჟამად მუშაობს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის 100 წლისთავის საიუბილეო წიგნზე, შოთა რუსთაველის სამყაროს (ცენტრის) უნიკალურ პროექტზე და ვახტანგ გორგასლის მონასტრის ესკიზებზე.

ასეთია საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის, საკავშირო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, არქიტექტურის რაინდის _ გიორგი ავსაჯანიშვილის ღირსეულად განვლილი გზა. 2021 წლის 2 აგვისტოს ეს დაუღალავი კაცი 85 წლის გახდა. შრომასა და რუდუნებაში ვერ იგრძნო, როგორ გაიფრინა ათწლეულებმა, მაგრამ უკან მოხედვის არ ეშინია. უკან ღირსეულად განვლილი ცხოვრებაა. თუმცა უკან არც იხედება, მზერა წინ აქვს მიპყრობილი დაუღლელს, ისევ ხალისიანს, ისევ ტანკენარსა და მხრებგაშლილს.

თქვენგან კიდევ ბევრს ველით, ბატონო გიორგი, ჯერ მხოლოდ ერთი ეტაპი გაილია, წინ ახალი ჰორიზონტებია!

ნელი და იამზე ავსაჯანიშვილები,

დალი გველესიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here