Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი აბდალაძე: მერაბიშვილი ქვეყნისთვის იყო ცუდი, თორემ ხელქვეითებს შეკვეთილი გვამებისთვის პრემიებსაც აძლევდა...

გიორგი აბდალაძე: მერაბიშვილი ქვეყნისთვის იყო ცუდი, თორემ ხელქვეითებს შეკვეთილი გვამებისთვის პრემიებსაც აძლევდა და ქორწილებსაც უხდიდა

1567
გიორგი აბდალაძე

2011 წლის 7 ივლისს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით საკუთარ სახლში დააკავეს გაზეთი “ალიასა” და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე.

მისი ბედი გაიზიარა, აგრეთვე, ოთხმა ფოტოგრაფმა: ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტორეპორტიორმა ზურაბ ქურციკიძემ, პრეზიდენტის პირადმა ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ, მისმა მეუღლემ, “პრაიმ ტაიმისფოტორეპორტიორმა ნათია გედენიძემ დაასოშეიტედ პრესისფოტორეპორტიორმა შაჰ აივაზოვმა. აივაზოვი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, დანარჩენებს კი პროკურატურამ ბრალი ჯაშუშობის მუხლით წაუყენა. ნათია გედენიძე წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, დანარჩენი სამი ფოტოგრაფი კი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასამართლოს დარბაზიდან პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს 22 ივლისს. მიმდინარეობს საქმის ხელმეორედ განხილვა.

გთავაზობთ ინტერვიუს წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებულ ერთ-ერთ ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძესთან, რომელიც ხელისუფლებამ იმ პერიოდში ჯაშუშად გამოაცხადა 26 მაისის დარბევის ამსახველი კადრების გადაღებისთვის.

_ თქვენს საქმეს ედო გრიფისაიდუმლოდა დიდხანს იბრძოდით სიმართლის დასამტკიცებლად, როგორ ფიქრობთ, აღდგა სამართლიანობა?

_ სამართლიანობა აღდგება მაშინ, როდესაც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ ვიყავით უდანაშაულონი და წინა ხელისუფლების პირადი პატიმრები. მე მქონდა პირობითი მსჯავრი _ 4 წელი, გედენიძეს მისჯილი ჰქონდა 4 წელი, ქურციკიძეს _ 3 წელი, ნათია გედენიძემ კი მოიხადა სრულად წელიწად-ნახევარი. სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო გამოასწორებს დაშვებულ შეცდომას. ჩვენ საპროცესო შეთანხმებით მოგვისაჯეს 4 წელი, თორემ მუხლის მიხედვით 20-წლიანი იყო ჩვენი სასჯელი. ჩვენ ხელი არ მიგვიწვდებოდა იმ მასალებზე, რომლებიც ჩაგვიდეს საქმეში. საქმეს ედო გრიფი “საიდუმლო”. პროკურატურას მოვთხოვეთ, აეხსნა გრიფი და დღეს ახსნილი აქვს, მაგრამ არ ვართ საქმის კურსში, რა ხდება. რა დოკუმენტები არის ჩვენს საქმეში, სასამართლოზე გამომზეურდება.

_ გავრცელდა ვიდეო, სადაც აღიარებთ ბრალს. შედეგად საზოგადოების ნაწილს, შესაძლოა, გასჩენოდა აზრი, რომ თქვენ მართლაც ჯაშუში იყავით, რას განიცდიდით ამ მომენტში?

_ ყველაზე მძიმე მუხლი გვქონდა წაყენებული _ სამშობლოს ღალატი. ამაზე მძიმე მუხლი არ არსებობს. სუიციდის მცდელობაც მქონდა, როდესაც ჩიხში შევედი და ვატყობდი, რომ ამ ჯოჯოხეთიდან გამოსავალი აღარ იყო. რომ არა მხარდაჭერა საზოგადოებისა და გაზეთი “ალიას” რედაქტორის, რომელმაც დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინა იმ პერიოდში, არ ვიცი, რა მოხდებოდა. საზოგადოება გაერთიანდა იმდროინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენი დაპატიმრების შესახებ არა მხოლოდ საქართველომ, არამედ მსოფლიომ შეიტყო. გაიმართა აქციები ბრიტანეთში, რუსეთში, უკრაინაში.

_ თვლით თუ არა, რომ თქვენ წინააღმდეგ ჩადენილი სისტემური დანაშაულის შემკვეთები და შემსრულებლები დაისაჯნენ და სამართლიანობა აღდგა?

_ ჩვენი საქმე სასამართლოშია. დაპატიმრებულია ერთი პიროვნება _ პოლკოვნიკი დევნოზაშვილი, რომელიც ზემოქმედებდა ჩვენზე, რათა გვეღიარებინა არარსებული დანაშაული. დარწმუნებული ვარ, მისი პირადი გადაწყვეტილებით არაფერი ხდებოდა, ის იყო შუამავალი მაღალჩინოსნებთან, ასრულებდა მათ ბრძანებებს და უშუალოდ გვეკონტაქტებოდა, თუმცა ამას დღემდე უარყოფს და ამბობს, რომ გლდანის საპყრობილეში არ შესულა. როგორც ვიცი, არსებობს 80-მდე მოწმე, მათ შორის არიან ის პიროვნებები, რომლებიც ახდენდნენ ფსიქოლოგურ ტერორს ჩვენზე. ზოგიერთი აღიარებს ამ ყველაფერს და მტკიცდება, რომ ყველა ის პროცედურა, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ, იყო უკანონო. ჩვენი ეს მდგომარეობა გრძელდებოდა 15 დღის განმავლობაში. 5 დღე მშრალად ვიშიმშილე, მერე შემაწყვეტინეს შიმშილობა. ადვოკატი კი შემიცვალეს ბოლო ეტაპზე, როდესაც ჩვენგან აღიარება მიიღეს.

_ რომელი მაღალჩინოსნები უნდა დაისაჯონ თქვენთვის ცილისწამებით წაყენებული ჯაშუშობის მუხლის გამო?

_ დარწმუნებული ვარ, რომ მთავარი ფიგურები ჩვენს საქმეში მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგა ბოკერია და უტიაშვილი იყვნენ, თუმცა შეიძლება გამოძიება ვერ მივიდეს ამ პიროვნებებთან, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ცდილობს, მოიპოვოს სათანადო სამხილები. ვიდეოკადრებმა, რომლებიც გასაჯაროვდა, აიძულა პროკურატურა, ხელახლა გადაეხედა საქმისთვის. პროკურატურაში შეიქმნა ახალი სტრუქტურა, რომელიც ასეთ გახმაურებულ ძველ საქმეებს დეტალურად შეისწავლის და ადამიანებს, რომლებსაც წინა ხელისუფლების პერიოდში გამოუტანეს უკანონო განაჩენი, მიეცემათ შანსი, აღიდგინონ შელახული ღირსება.

_ საზოგადოებისა და ჟურნალისტების მხარდაჭერის გარეშე თქვენი საქმე როგორ წარიმართებოდა?

_ ჩვენი იძულებითი აღიარების შემდეგ ჟურნალისტები მზად იყვნენ, ჩაეტარებინათ აქცია და ეს ხელისუფლებისთვის ყველაზე წამგებიანი იქნებოდა. “იმედის” დარბევის შემდეგ ერთ-ერთი გახმაურებული ფოტოგრაფების საქმე იყო. მსოფლიოში მსგავსი პრეცენდენტი არ არსებობდა, რომ ფოტოგრაფები დაეკავებინათ ჯაშუშობის მუხლით. რომ არა საზოგადოებისა და ჟურნალისტების მხარდაჭერა, ჩვენი ისტორია სულ სხვაგვარად დამთავრდებოდა. როგორც აწამეს პოლკოვნიკი თეთრაძე, ზუსტად იმავეს გვიპირებდნენ ჩვენც.

_ თქვენ განაცხადეთ, რომრუსთავი 2”-ის ჟურნალისტები მხარს საჯაროდ ვერ გიჭერდნენ, რადგან მათზე ზემოქმედებდნენ. ვინ ახორციელებდა ამ ზემოქმედებას _ ხელისუფლება თუ ტელეკომპანიის მენეჯმენტი?

_ “ნაციონალური მოძრაობის” დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლებაში მათი მოსვლის პირველივე დღიდან გამოაშკარავდა. იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც უკეთებდნენ ნაციონალებს საჭირო საქმეს, და იყო კატეგორია ჟურნალისტებისა, რომლებიც მიუღებელნი იყვნენ ნაციონალური ხელისუფლებისთვის… ჩვენ ვაჩვენეთ რეალური სურათი 26 მაისის დარბევის, როგორი მეთოდით გაუსწორდნენ მოსახლეობას, რომლის მიჩქმალვასაც ცდილობდა ხელისუფლება. აი ამის გამო დავისაჯეთ, ამის გამო დაისაჯაიმედი”, ამის გამო დაისაჯნენ თავის დროზე გამომცემლობასამშობლოდანგამოყრილი ჟურნალგაზეთები, რომლებიც გაიყვანეს გაკოტრების გზაზე. დღეს ტერორის ქვეშ არის “რუსთავი 2”, ოღონდ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, ეს ყოველთვის იგრძნობოდა. ჩვენს აქციებზე იმყოფებოდნენ რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები, ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია, მაგრამ მათ არ აძლევდნენ ჩვენი აქციების გაშუქების საშუალებასარც ერთი აქცია, რომლებიცალიამ”‘ გამართა ჩვენ მხარდასაჭერად,’არ გაუშუქებიათ, დღესაც არ აშუქებენ ჩვენს ამბებს. ეს მათი ნებაა, ვერაფერს ვაიძულებთსამწუხაროდ, “რუსთავი 2” “ნაციონალური მოძრაობისმსხვერპლია.

_ “რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს როგორ შეაფასებთ? ამ ტელეკომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ერთადერთ ოპოზიციურ და ობიექტურ ტელევიზიას საფრთხე ემუქრება

_ გვარამია არის ადეიშვილის მონა, ადამიანი, რომელმაც უამრავი საქმე გააყალბა და დღესრუსთავი 2” აქვს, როგორც თავშესაფარი. ის ატერორებს ჟურნალისტებს, თავისთვის კი დაინიშნა უზარმაზარი ხელფასი. “რუსთავი 2” აუცილებლად უნდა არსებობდეს, მაგრამ გვარამიას გარეშე, ტელევიზია კი უნდა გადაეცეს კოლექტივს. გვარამია ძალადობს “რუსთავი 2”-ში მომუშავე ჟურნალისტებზე, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის წავა ის, რაც, ჩემი აზრით, მალე მოხდება. სტრასბურგის სასამართლომ რაღაც პერიოდის განმავლობაში შეაჩერა ეს პროცესი, მაგრამ ვერასდროს შეცვლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე მიღებულია. დროის ამბავია ყველაფერი.

_ ადამიანები გამოთქვამენ პროტესტს, რომ გაჭიანურდა სამართლიანობის აღდგენა, მოჰყავთ კონკრეტული ფაქტებიც _ მაგალითად, ვანო მერაბიშვილის საქმე, გიგი უგულავას გათავისუფლება

_ გიგი უგულავა ხომ გამოუშვეს? ვანო მერაბიშვილსაც გამოუშვებენ. “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში დაიჩაგრა საზოგადოების 10%, ანუ 300 000 ადამიანი, მაგრამ ეს რაოდენობა 3-ზე უნდა გავამრავლოთ, რადგან ყველას, სულ ცოტა, 3 ადამიანი ჰყავს ოჯახის წევრი. გამოდის, 1 მილიონ ადამიანს შეეხო ამ სისტემის მსახვრალი ხელი და დაჩაგრა. ზოგს შეიძლება სამართლიანად ეკუთვნოდა სასჯელი, ზოგს _ არა, მაგრამ არავის აქვს უფლება, აწამოს და შეურაცხყოს ადამიანი ციხეში, ვინც უნდა იყოს ის, თუნდაც ვანო მერაბიშვილი. არ მიმაჩნია, რომ დღევანდელი სასამართლო იდეალურია, სამართალდამცავ სისტემაში დარჩა უამრავი ადამიანი, რომლებიც აქამდეც მუშაობდა, მაგრამ დღეს ჩანს, რომ, ერთ კონკრეტულ პიროვნებას კი არა, ქვეყანას ემსახურებიან.

როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იძლევა შეკვეთას გვამებზე ისე, თითქოს რესტორანში კერძს უკვეთავს, იქ დამთავრებულია პოლიციასა და სამართლიანობაზე საუბარი.

_ რას ითხოვთ კონკრეტულად და რას ელით?

_ ჩვენ უნდა გვცნონ წინა ხელისფლების პირად პატიმრებად, ჩვენ ხომ არ ვართ პოლიტიკოსები, ხომ არ ვაკეთებდით არანაირ განცხადებებს. ირაკლი გედენიძე, მაგალითად, საჯარო სამსახურში მუშაობდა… პირველი მოთხოვნაა ჩვენი რეაბილიტაცია; მეორე (ყველაზე მთავარი) _ დაისაჯონ დამკვეთები. ვანო მერაბიშვილი ჩვენზე ტერორის განხორციელებას დევნოზაშვილს დაავალებდა თუ სხვა ვინმეს, მნიშვნელობა არ აქვს. მერაბიშვილი ქვეყნისთვის იყო ცუდი, თორემ ხელქვეითებს შეკვეთილი გვამებისთვის პრემიებსაც აძლევდა და ქორწილებსაც უხდიდა. ასე რომ, უნდა დაისაჯონ დამკვეთები და მოხდეს ჩვენი რეაბილიტაცია.

ესაუბრა გვანცა ნამიჭეიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here