ჯერ სახელდახელო ლიკბეზი გავიაროთ და გავარკვიოთ, რას ნიშნავს ტერმინი “გეიმერი”. ეს ტერმინი ინგლისურიდან გავრცელდა და ნიშნავს ადამიანს, რომელიც ვიდეოთამაშებით არის გართული. თავდაპირველად ასე უწოდეს ადამიანს, რომელიც მხოლოდ როლებს ასრულებს ან სამხედრო თამაშებით არის დაკავებული. გეიმერობა ითვლება სუბკულტურად 2013 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც აღიარეს კიბერსივრცე. გეიმერებს უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც დიდ დროს ხარჯავენ თამაშებისთვის ან ამ თამაშებით არიან დაინტერესებულნი.
აშშ-ში მოთამაშეთა საშუალო ასაკი 35 წელია, გაერთიანებულ სამეფოში _ 23 წელზე მეტი. სწორედ ამ ასაკობრივ ფენაში ერთ-ერთ დასამახსოვრებელ ფიგურად ითვლებოდა რობერტ პაზი სიეტლიდან (აშშ), მაგრამ მისმა პოპულარობამ ვერ გადაფარა მისი ცოლის მიერ მონაყოლი ისტორია.
ბონი და რობერტი 11 წლის განმავლობაში დაქორწინებულები იყვნენ და ცოლს ქმრის ერთგულებაში ეჭვი არასოდეს შეპარვია, იგი ერთნაირად ზრუნავდა ოთხ გერზე და მათ ერთობლივ ქალიშვილზე, მაგრამ დროთა განმავლობაში ოჯახში გაჩნდა ბზარი და ბონიმ შვილებთან ერთად მიატოვა რობერტი, რომელმაც, მისი აზრით, გაიჩინა საყვარელი და ცოლზე გული აიცრუა. ორი წლის თავზე ორმა უმცროსმა ბიჭმა დედას გაანდო დაუჯერებელი ამბავი _ მამინაცვალი მათზე სექსუალურად ძალადობდა.
გაოგნებულმა დედამ პოლიციას საჩივრით მიმართა. ოფიცრებმა და ფსიქოლოგებმა დიდხანს და პროფესიულად იმუშავეს ბიჭებთან და დაადასტურეს მათზე ძალადობის ფაქტი. მამინაცვალი დააპატიმრეს. ბრალად წაუყენეს მცირეწლოვანთა გახრწნა და სექსუალური ძალადობა.
თუ ყველა ბრალდება დაუმტკიცდა, მამაკაცი დარჩენილ სიცოცხლეს ციხეში გაატარებს.