Home სხვადასხვა დაიჯესტი გინდა გაჩვენო ლევან “პასპორტი”?

გინდა გაჩვენო ლევან “პასპორტი”?

როგორც ქართველები იტყვიან, ლევან ბერძენიშვილს გამჩენი არ ასვენებს . მისი სამიზნე ამჯერად, ვიცე- პრემიერი, განათლების მინისტრი ალექსადნრე ჯეჯელავაა და თავად ბოროტი სიზმრების პერსონაჟი, ჯეჯელავას “კარიკატურულ ფიგურას ” უწოდებს.

თუმც, ბერძენიშვილს ჯეჯლავა საერთოდ არ აინტერესებს და მას ისევე როგორც 2012 წლამდე, ბიძინა ივანიშვილის ბოღმა არ ასვენებს.

ამხ.ლევანი ჯეჯელავას განცხადებებს, აზერბაიჯანელი სამართალდამცავების მიერ კონტარაბანდის ბრალდებით დაკავებული მათივე მოქალაქის, ვინმე მუხტარლის შესახებ, სწორედ “ივანიშვილის სიმოვნებისათვის” გაკეთებულად ნათლავს.

– ” ჯეჯელავა ამბობს ასეთ რამეს, კაცი თუ კანონის დასარღვევად მიდიოდა, პასპორტს არ წაიღებდა.

მე მაგალითად პასპორტი სახლში მაქვსო, ამით რას ამბობს, რომ თვითონ კანონის დარღვევას აპირებს თუ…

მე ვფიქრობ, რომ მას პასპორტი, იმ გაგებით ესმის, ბავშვობაში რომ ეუბნებოდნენ, აჩვენე ბიძიას პასპორტიო.

ამით, უნდა ვიღაცას ასიამოვნოს.

ეს ვიღაცა ალბათ, ბიძინა ივანიშვილია, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავიგეთ”, ამის შესახებ, “რესპუბლიკური პარტიის” მამამთავარი ბერძენიშვილი სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიის გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” აცხადებს.

საზოგადოებას ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის, ქართული საზოგადოებისადმი 2012 წლის ოქტომბრის წერილს შევასხენებთ, სადაც იგი ბერძენიშვილს უჩევს შეეშვას არაფრისმთქმელ ნართაულებს:

– ” რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლევან ბერძენიშვილს მინდა ვკითხო:

იმ დროს, როდესაც ხელისუფლებამ „ალია-ჰოლდინგის“ საშუალებით შემოგვიტია და ლაფის სროლა დაგვიწყო, ლევან ბერძენიშვილმა ორჭოფული პოზიცია დაიკავა და მრავალმნიშვნელოვანი ტონით განაცხადა, მე ვიცი, საიდან იშოვა ფული ივანიშვილმა და არ ამალაპარაკოთ ახლაო.

ჩვენ ამას მაშინვე გამოვეხმაურეთ და განმარტება მოგთხოვეთ, მაგრამ პასუხს თავი აარიდეთ.

თუ თქვენ მართლაც იცით კონკრეტული რამ, კეთილი ინებეთ და ღიად, საჯაროდ მითხარით, თუ არადა ამ არაფრისმთქმელ ნართაულებს თავი დაანებეთ, ბატონო ლევან!”- წერდა მაშინ ივანიშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here