Home რუბრიკები საზოგადოება გილოცავთ, მეგობრებო!

გილოცავთ, მეგობრებო!

125

გულით და სულით გილოცავთ სამშობლოს დამცველის დღეს – მამაცობის, გმირობის, სამშობლოსადმი თავდავიწყებული სამსახურის ზეიმს! ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ეს დღე, ძვირფასია ეს ფასეულობები.

ჩემთვის დაუვიწყარია საბჭოთა არმიის რიგებში მსახურობის დრო (1.09.1965-იდან 26.12.1968-მდე) – დრო, რომელიც რთული, მაგრამ სამხედრო მეგობრობით გამთბარი იყო, რომელსაც თან ახლდა სიამაყის გრძნობა იმის დარწმუნებულობით, რომ ვემსახურებით მშობელი ხალხის მშვიდობიანი, ნაყოფიერი შრომის პირობების უზრუნველყოფას ისევე, როგორც მშვიდობას მთელ მსოფლიოში.

როგორ შემიძლია, დავივიწყო ჩემი თანამომსახურენი: კაზაკი ანატოლი ვასილის ძე ვორობიოვი, კრასნოდარის მხარის სოფელ ვერიოვკინიდან, ქერიმჟან დადაბაის ძე აბდურაზაკოვი უზბეკეთიდან, ციმბიერელი ალექსანდრ დმიტრის ძე ბრიუხანოვი და ბევრი სხვა – ყველას ვერ ჩამოვთვლი. ყოველი ჩვენგანი ამაყობდა თავისი ეთნიკური წარმომავლობით და პატივს სცემდა სხვებს. სწორედ მეგობრობით, ურთიერთპატივისცემითა და თანასწორობით ახდენდნენ ჩვენი ხალხები საოცრებებს როგორც ბრძოლის ველზე, ისე შრომის ფრონტზე.

ტარიელ სუხიაშვილი

გახსოვდეთ, მეგობრებო: ჩვენ არავითარი მტრის არ გვეშინოდა, მაგრამ ვერაგი მტერი ჩვენთან არა ქვემეხების ქუხილითა და ტანკების მუხლუხების გრუხუნით შემოვიდა, არამედ ვერცხლის ჟღარუნის „დემოკრატიული“ აკომპანემენტის ქვეშ და შეძლო, ხინჯი გაეჩინა ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენი დიდი სამშობლო აღარ არსებობს ისევე, როგორც ჩვენი დაუმარცხებელი და ლეგენდარული საბჭოთა არმია. ეს უმწარესი გაკვეთილია ჩვენთვის, რომლიდანაც ჩვენ ყველამ სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ.

ყოველივე ამის გათვითცნობიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც იგივე მტერი, რომელიც ყველა ჩვენი ხალხის მტერია, იქცევა, როგორც ტურების ხროვა, ცდილობს ალყა შემოარტყას რუსეთს და თან „რუსულ საფრთხეზე“ გაჰკივის.

თავისი არსებობის მანძილზე, რუსეთი და რუსი ხალხი არასოდეს არ ავლენდა აგრესიას. რუსეთი, განსხვავებით სხვა დიდი სახელმწიფოებისაგან, არასოდეს არავის არ დამუქრებია გაქრობით, განადგურებით. მაგრამ იყო საპირისპირო შემთხვევბი, როდესაც რუსეთში პრობლემები წარმოიშობოდა, მის წინააღმდეგ არაერთხელ განხორციელებულა გარე აგრესია, მაგრამ შედეგად, გამარჯვებული ყოველთვის მაინც რუსი ხალხი გამოდიოდა, რუსეთი უფრო ძლიერი და დიდი ხდებოდა. ესეც უნდა გვახსოვდეს.

მჯერა, რომ მართალი საქმე ამჯერადაც გაიმარჯვებს.

მსურს მხოლოდ დავძინო, რომ დღევანდელ მძიმე ჟამს იზრდება ე. წ. სახალხო დიპლომატიის როლი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში. ამ სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად შეიძლება სოციალური ქსელები ქცეულიყვნენ – ნაცვლად მათი ამჟამინდელი ფუნქციისა, ხალხთა შორის დაპირისპირების გაღვივებისა და ადამიანების ზოგადი გამოთაყვანებისა. რა სოცქსელები არ არის ინტერნეტში, გარდა ქსელისა ან საიტისა, რომელსაც მე ასე დავარქმევდი  – «Однополчане» („თანაპოლკელები“). იქნებ, ვინმე ოდესმე გადაწყვიტოს ასეთი პროექტის განხორციელება?

საუკეთესო სურვილებით,

გამწევი ოცეულის მეთაური, სამხედრო ნაწილი п.п. 75059, სერჟანტი

ტარიელ სუხიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here