Home ახალი ამბები მსოფლიო გიგანტური ვირთხების ურდოებმა ბრიტანეთის ქალაქს შეუტიეს

გიგანტური ვირთხების ურდოებმა ბრიტანეთის ქალაქს შეუტიეს

1722
თაგვი

ინგლისის ქალაქ კინგსტონაპონჰალის მცხოვრებნი ჩივიან, რომ ისინი გიგანტური ვირთხების შემოსევამ შეაწუხა და შეაშფოთა. The Mirror იუწყება, რომ უამრავი მკვდარი მღრღნელი ქუჩებში ყრია.

მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ “პატარა ძაღლებისოდენა” ვირთხების შემოსევა ქალაქში გზების აღდგენამ გამოიწვია, რადგან სარესტავრაციო სამუშაოები  საკანალიზაციო გაყვანილობასაც შეეხო. შედეგად, სოროებიდან გამოყრილი ვირთხები მიწის ზედაპირზე ამოვიდნენ. შეშინებული ადამიანები ამბობენ, რომ მათი ბინები აივსო მღრღნელებით. ვირთხების ურდოებმა ბინა სანაგვე კონტეინერებში დაიდეს და გალაღდნენ.

საინტერესოა, რომ ქალაქის საბჭო და ეკოლოგიური უსაფრთხოების სპეციალისტები უარყოფენ ვირთხების შემოსევის ფაქტს. მოხელეები იფიცებიან, რომ განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს, თუ დადასტურდება, რომ ჰალში გამოვლინდება მღრღნელების ცხოველუნარიანი პოპულაცია. ადგილობრივი ხელისუფლება კი, როგორც სჩვევია, ყველაფერს მოსახლეობას აბრალებს, რადგან ნაგვის გატანა სწორედ მისი მოვალეობაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here