Home რუბრიკები პოლიტიკა გია ხუხაშვილი: შესაძლოა გახარიას მიმართ სისტემის შიგნით განხორციელდეს საბოტაჟი

გია ხუხაშვილი: შესაძლოა გახარიას მიმართ სისტემის შიგნით განხორციელდეს საბოტაჟი

2270

არ გამოვრიცხავ, რომ გახარიას მიმართ სისტემის შიგნით განხორციელდეს საბოტაჟი, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შს მინისტრს დაანონსებული რეფორმების გზაზე ბრძოლები მოუწევს, ამ პეროცესში კი მნიშვნელოვანია მას საზოგადოება გვერდით დაუდგეს.

„გგონიათ ოპერატიულ მუშაკებს მოეწონათ იგივე ის ჰეშთეგი #არაჩადებას, რაც ვნახეთ?! არ მოეწონათ, რადგან ჩადების ინსტიტუტი არის ტექნოლოგია, არა მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით.

დაანონსებული რეფორმის გზაზე მას ელოდება საკმაოდ მძიმე ბრძოლები. ჩვენი ყველას ინტერესია, რომ გახარია ამ გზაზე იყოს წარმატებული და ჩვენც უნდა მივეხმაროთ მას“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here