Home რუბრიკები საზოგადოება გზა, რომელსაც დღეს ადგას საქართველო, სიკეთის მომტანია მთავრობის როლის შემსრულებლებისთვის, ქართველი ერისთვის...

გზა, რომელსაც დღეს ადგას საქართველო, სიკეთის მომტანია მთავრობის როლის შემსრულებლებისთვის, ქართველი ერისთვის კი _ დამღუპველი

734
გზა, რომელსაც დღეს ადგას საქართველო, სიკეთის მომტანია მთავრობის როლის შემსრულებლებისთვის, ქართველი ერისთვის კი _ დამღუპველი

იმისათვის, რომ დასავლური სიონისტური იდეოლოგია მისაღები გახდეს და მყარად დამკვიდრდეს მოსახლეობის აზროვნებაში, საქართველოს მთავრობის როლის შემსრულებლები გულუხვად აფინანსებენ პრესას, რადიოსა და ტელევიზიას. მათგან ტელევიზიის ღვაწლი განუსაზღვრელია სიცრუის სიმართლედ გასაღების, ბოროტების სიკეთედ წარმოსახვისა და გარყვნილების პოპულარიზაციის საქმეში.

ქართული სიტყვა “თავისუფალი” საკუთარი თავის ღმერთსა და ღვთის მორჩილებაში ყოფნას ნიშნავს. როგორ შეიძლება, თავისუფალი ეწოდოს პრესას, რადიოსა და ტელევიზიას, რომლებიც სიცრუეს, ბოროტებასა და გარყვნილებას უწევენ პროპაგანდას?! გამონაკლისია გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”, რომელიც სიმართლეს აწვდის მკითხველს.

ქართველი, რომელსაც თავისი ერი და სამშობლო უყვარს, არ იკადრებს ქვეყნის ისეთი მთავრობის წევრი გახდეს, რომელიც უცხო ძალების მონა-მორჩილი და ერთგული მსახურია.

პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, თავიანთი თანმხლები პირებით, ვოიაჟებს აწყობენ საზღვარგარეთის ქვეყნებში, იხარჯება მილიონები, გვემატება ვალები. იმისათვის, რომ უცხო ქვეყნების მთავრობებმა რუსეთს “ოკუპანტი” უწოდონ, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი “ოკუპირებულად” ცნონ და მოჩვენებითი თანაგრძნობა გამოთქვან. სამაგიეროდ, მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილი მცირეწლოვანი შვილებისა და მოხუცი მშობლების გამოსაკვებად და სამკურნალოდ მონურ შრომას ეწევა უცხოეთში.

გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ რუსეთში დასაქმებულ ქართველებს, მაგრამ საქართველოს ე.წ. მთავრობა არც კი ფიქრობს, კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყაროს მასთან. ამას არც რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები ცდილობენ.

* დღითიდღე ძვირდება სამედიცინო მომსახურება. სამკურნალო პრეპარატების გაძვირებასთან ერთად ხდება მათი ფალსიფიცირება. იმატა ავადმყოფთა რაოდენობამ და მოკვდავობამ.

* ძნელი დასაჯერებელია, რომ ლუგარის ლაბორატორიისა და მისი ფილიალების განთავსება საქართველოში მოსახლეობის საკეთილდღეოდ იყოს გამიზნული.

* სწავლა-აღზრდის საქმე აუტანელი გახადეს. მასწავლებლებს ავალდებულებენ, მოსწავლეები მომსახურე უინტელექტო პერსონებად აღზარდონ, სამაგიეროდ, ხელფასების მომატების პირობას აძლევენ.

დასავლეთიდან შემოგდებული დევიზი: “მეტი ქალი პოლიტიკაში” წარმატებით მიმდინარეობს. იმატა ქალთა რაოდენობამ პარლამენტსა და მთავრობაში მაღალ პოსტებზე, რომლებიც გულმოდგინედ ემსახურებიან უცხო ძალებს და ცდილობენ, დაკანონდეს ჰომოსექსუალთა შორის ქორწინება და სკოლებში “სექსუალური განათლების” მიღება.

1991 წლის 9 აპრილიდან საქართველო მოექცა კაცობრიობის მტერი სახელმწიფოების ზეგავლენის ქვეშ, რითაც ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვართ დამდგარი. საქართველოს ისტორიულ მტრად რუსეთის წარმოსაჩენად მიმდინარეობს აღვირახსნილი პროპაგანდა, თხზავენ უამრავ მითს.

ისტორიული სინამდვილეა, რომ მესხეთ-ჯავახეთის საქართველოსთან შემოსაერთებლად წარმოებულ ომში ათასობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ანალოგიური რამ ითქმის სხვა რეგიონებზეც.

ძნელია ჩამოთვლა და შეფასება იმ სიკეთეებისა, რომლებიც კავკასიის მთავარმართებელ ვორონცოვს მიუძღვის ქართველი ერის წინაშე:

თბილისს დედაქალაქის სტატუსი აღუდგინა და კავკასიის ცენტრალურ ქალაქადაც გამოაცხადა, დაარსა ქართული ეროვნული თეატრი, გახსნა ეროვნული სახელმწიფო სკოლები, ქართველ ახალგაზრდობას შესაძლებლობა მიეცა, რუსეთისა და ევროპის პრესტიჟულ სასწავლებლებში მიეღოთ სწავლა-განათლება, შექმნა “ქართული ისტორიოგრაფია”, აკრძალა ლეკიანობა და “ანაკლიის ბაზრობა”, რითაც ის ქართველი თავადები, რომლებიც მონაწილეობდნენ ქართველი გოგონებისა და ბიჭუნების საზღვარგარეთ “გაყვანა-გაყიდვის” საქმიანობაში, დიდად გაანაწყენა.

1903 წელს, ქუთაისის გუბერნატორ სტაროსელსკის ინიციატივით, ქვემო იმერეთში დარგეს ფილოქსერაგამძლე საძირე ვაზი, რამაც გადაარჩინა მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში.

მეურნეობამ “ვაზისუბნის სტაროსელსკის სახელობის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის” სახელწოდებით დაასრულა თავისი არსებობა. ამჟამად მისი ფართობი ტყითა და ეკალ-ბარდით არის დაფარული.

ამჟამად საქართველოში მძვინვარებს “პლუტოკრატია”. პლუტოკრატია ბერძნული სიტყვაა, რომელიც სიმდიდრის ძალაუფლებას ნიშნავს. ეს ისეთი პოლიტიკური წყობილებაა, რომლის დროსაც სახელმწიფოს მართავს დემოკრატიის ნიღბიანი გაბატონებული კლასის ყველაზე მდიდარ წარმომადგენელთა მცირერიცხვოვანი ხროვა.

გზა, რომელსაც დღეს ადგას საქართველო, სიკეთის მომტანია მთავრობის როლის შემსრულებლებისთვის, ქართველი ერისთვის კი _ დამღუპველი.

ერთადერთი გზა, რომელიც გადაგვარჩენს, ყოფილი საბჭოთა კავშირის იმ ქვეყნებისკენ მიდის, რომლებიც უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ არ იმყოფებიან.

საჭიროა, შეიქმნასეროვნული ხსნის სათათბირო”, რომლის შემადგენლობაში შევლენ: გრიგოლ ონიანი, ვალერი კვარაცხელია, გულბაათ რცხილაძე, ჰამლეტ ჭიპაშვილი, თამარ კიკნაძე, ადა მარშანია, დავით თარხანმოურავი, ირმა ინაშვილი, დავით მხეიძე და სხვები, რომლებიც გრძნობენ და განიცდიან იმ უბედურებას, რომელიც დღითიდღე გვიახლოვდება.

ისმაილ ახალაძე, სამტრედია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here